(ეს ამბავი ნამდვილად მოხდა ოცდახუთიოდე წლის წინ. იქნებ ვინმემ თავისი სატკივარი ამოიკითხოს შიგ და ჩაფიქრდეს...მეტი მეც არა მინდა რა...)
მოსაღამოვდა. საქონელი დააბინავა, სახლში შესასვლელად ემზადებოდა, რომ მეზობლის პატარა გოგონას ტირილი შემოესმა. -დედა...დედა მინდა...-გულამოსკვნით იძახდა პატარა. დაუძახა, დაუყავა, სახლში შეიყვანა, გააჩუმა. -დედა მალე მოვა, შენ ხომ დიდი გოგო ხარ, არ უნდა იტირო, დამიჯერე.-მიეფერა გოგონას. მანაც გაუღიმა, ტიტინი გაუბა, ჩურჩხელა და თხილი მოსთხოვა საყვარელ მოხუცს. გამოუტანა, ის იყო უნდა დაეწყო ჭამა, რომ დედის ხმა გაიგონა; -ნათია...ნათი! სადა ხარ? გოგონამ ყველაფერი იქვე დაყარა და დედისკენ გაიქცა. დაღამდა. საოცარი სიცივე, მარტოობა იგრძნო გამოცარიელებულ სახლში. ღუმელი დაანთო, გათბა, შეშა კარგად შეუკეთა, თვითონ დაწვა და ფიქრებს მისცა თავი. ...მშობლების სიკვდილისა და დის გათხოვების მერე სრულიად მარტო დარჩა ლიზა. მეზობლების იმედად იყო პატარა, ფიცრულ ოდაში. რა მალე გასულან წლები...ისე გაქცეულან ,თითქოს ვინმე მისდევდათ უკან. რაღაცის მოლოდინში , უკეთესის მოლოდინში ვერ ამოარჩია გულის ტოლი, ცხოვრების მეგზური. ზოგს რა დაუწუნა და ზოგს რა. ასე შეუმჩნევლად დარჩა მარტო, კენტად. სხვის პატარებს უნაწილებდა გაუხარჯავ დედურ სითბოს, რომელიც ყოველ ქალს აქვს ბუნებით მომადლებული, მაგრამ სხვის ბავშვს დედის წყრომა უფრო ეტკბილებოდა, ვიდრე მისი მოფერება. მისი დაყრუებული, სხვისი პატარებით ახმაურებული სახლი მათი წასვლის მერე უფრო შესაზარი სიჩუმით ივსებოდა. სტუმარი კი ათასში ერთხელ ეწვეოდა ხოლმე. ყველას თავისი სატკივარი, საფიქრალი ჰქონდა და ლიზას სატკივარისთვის ვისღა ეცალა. მაინც რატომ, რატომ დარჩა ასე?ა მ საღამომდე არ უგრძვნია ასეთი მარტოობა, ასეთი სიცივე გულს შეპარული, რომელიც მთელ სხეულს მოდებია ულმობლად."იქნებ გავთბეო"იფიქრა. ადგა, ღუმელს კვლავ ბლომად შეუკეთა შეშა და საწოლს მიაშურა. რატომღაც ეშინოდა ცხოვრების. ასე ეგონა ვერ გაუგებდა ვიღაც უცნობი. დის ბედმა კიდევ უფრო შეაშინა. სიძე ლოთი გამოდგა. ხშირად იყო აყალმაყალი დის ოჯახში . ეზარებოდა მათთან სტუმრობა. ზოგჯერ , ათასში ერთხელ მისულიც ეტყოდა დას:"წამოდი, შენი ქალობა ნუთუ ამ ლოთს უნდა შეალიო, თავი არ გეცოდებაო?"და უარით ისტმრებდა:"ფხიზელი კარგია, ან სად წამოვიდე, ბავშვებს მამა როგორ დავუკარგო, მარტო როგორ აღვზარდო ოთხი შვილიო?" ასე დარჩა მარტო და ყველაზე მწვავედ რატომღაც ამ საღამოს ,ნათიას გაქცევის შემდეგ იგრძნო ეს. ხომ ძალიან, ძალიან უყვარდა გოგონას ლიზა ბებო და მისი ტკბილი ჩურჩხელები ,დედის ხმამ ყველაფერი დაავიწყა პატარას. "მე ვინ მომაშურებს? ვინ დაინანებს უჩემობას? ვისთვის ვიშრომე და რა კვალი დავტოვე ამ ქვეყნად? არარაობა ვარ, მოვკვდები და...ყველას ხსოვნიდან ამოვიშლები. ეჰ, ერთი შვილი მაინც მყოლოდა...."ამ ფიქრებში ჩაეძინა ლიზას. აუტანელმა სიცხემ შეაწუხა. ძლივს დააღწია თავი კოშმარულ სიზმარს. უცებ ვერც მიხვდა სად იყო. ჭერზე ცეცხლის ენები ხტოდნენ, თამაშობდნენ, თითქოს უნდოდათ გაეთბოთ ლიზას გული. წამოიწია, მაგრამ.."სად წავიდე? ეს ხუხულაც დაიწვება და...ვის შევეკედლო უმწეო მოხუცი? დას? ჩემზე უფრო ჯანგატეხილს და დალოგინებული ქმრის პატრონს? ეჰ, შვილი რომ მყოლოდა...ახია ჩემზე, ახი!"გაიფიქრა და უცნაური გადაწყვეტილებით ბალიშზე დავარდა. -ლიზა ბაბოოო!!!-ძახილი, ჩოჩქოლი შემოესმა, გაეღიმა."არ ღირსო"გაიფიქრა და... სახურავიც ჩამოიქცა. ცეცხლის ენებმა ხტუნვას უმატეს და ბოროტად აკისკისდნენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გულში ჩამწვდომი...ტკივილიანი... გულში ჩამწვდომი...ტკივილიანი...
9. . ა პენკოვსკი.
ეს,"ა" როგორ გავიგო ნეტავ?:( . ა პენკოვსკი.
ეს,"ა" როგორ გავიგო ნეტავ?:(
7. ერთი ადამიანის ტრგედიაა, თუმცაღა, ნაწარმოები დიდად არ მომეწონა, ბანალურად მეჩვენა. მარტოხელა ადამიანები რატომღაც ამას ძალიან განიცდიან, არადა სხვა ვინ არ არის ამრტო ამ უსწორმასწორო წუთისოფელში? ყველაფერი ისედაც არარაა და დიდ უპასუხისმგებლობად მეჩვენება უცოდველი ადმაიანის ამქვეყნად მოვლენისათვის გაწირვა. ადამიანს ვინმე ალბათ უნდა ეკითხებოდეს, უნდა თუ არა დაბადბა, ხოლო უშვილობის უმწვავესი განცდა ეგოიზმით უფროა ნაკარნახევი. ამ შჰემთხვეაშიც ასეა, ლიზას თუ მარტოობის ეშჰინოდა, ჯობდა სამადლოდ ვინმე გაეზარდა მაინც. მოკლედ თემა და ტექსტი ვერ მოვიწონე, სიღრმე აკლია, ფინალიც ზედაპირულია, ტრაგედიას უფრო გამწვავებულად წარმოაჩენს და ხელოვნურად აღიქმება. ადამიანი ასე მშვიდად და გააზრებულად ცეცხლში ვერ დარჩებადაწვის მოლოდინში, თვითგადარჩენის ინსტინქტი ძალზე ძლიერია. უკეთესის იმედით ერთი ადამიანის ტრგედიაა, თუმცაღა, ნაწარმოები დიდად არ მომეწონა, ბანალურად მეჩვენა. მარტოხელა ადამიანები რატომღაც ამას ძალიან განიცდიან, არადა სხვა ვინ არ არის ამრტო ამ უსწორმასწორო წუთისოფელში? ყველაფერი ისედაც არარაა და დიდ უპასუხისმგებლობად მეჩვენება უცოდველი ადმაიანის ამქვეყნად მოვლენისათვის გაწირვა. ადამიანს ვინმე ალბათ უნდა ეკითხებოდეს, უნდა თუ არა დაბადბა, ხოლო უშვილობის უმწვავესი განცდა ეგოიზმით უფროა ნაკარნახევი. ამ შჰემთხვეაშიც ასეა, ლიზას თუ მარტოობის ეშჰინოდა, ჯობდა სამადლოდ ვინმე გაეზარდა მაინც. მოკლედ თემა და ტექსტი ვერ მოვიწონე, სიღრმე აკლია, ფინალიც ზედაპირულია, ტრაგედიას უფრო გამწვავებულად წარმოაჩენს და ხელოვნურად აღიქმება. ადამიანი ასე მშვიდად და გააზრებულად ცეცხლში ვერ დარჩებადაწვის მოლოდინში, თვითგადარჩენის ინსტინქტი ძალზე ძლიერია. უკეთესის იმედით
6. საინტერესო, მძიმე, ემოციური... მეტკინა :( საინტერესო, მძიმე, ემოციური... მეტკინა :(
5. გმადლობთ,რომ მოიცალეთ ჩემი გვერდისთვის. ძნელია მარტოობა,ცალად დარჩენა და ყოველნაირად უნდა ეცადო,შენი გულის ტოლი ნახო.. გმადლობთ,რომ მოიცალეთ ჩემი გვერდისთვის. ძნელია მარტოობა,ცალად დარჩენა და ყოველნაირად უნდა ეცადო,შენი გულის ტოლი ნახო..
4. ვიცი ეს ამბავი... გული მტკივა ,დე... მიხვდები... :-* ვიცი ეს ამბავი... გული მტკივა ,დე... მიხვდები... :-*
3. საინტერესო იყო.. საინტერესო იყო..
2. მადლობა ქალბატონო მანანა, ჭკუისსასწავლებელია ნამდვილად. პირდაპირ ჩემზეა. მაგრამ ეგ საქმე სადღაც "ზევით" წყდება. რამდენიც არ უნდა იფართხალო... თუ "იმას" უნდა რომ მარტო დარჩე - მაინც მარტო დარჩები. :).
მადლობა ქალბატონო მანანა, ჭკუისსასწავლებელია ნამდვილად. პირდაპირ ჩემზეა. მაგრამ ეგ საქმე სადღაც "ზევით" წყდება. რამდენიც არ უნდა იფართხალო... თუ "იმას" უნდა რომ მარტო დარჩე - მაინც მარტო დარჩები. :).
1. ღმერთო,ყველა დაიფარე ამ სისასტიკე-მარტოობისგან! ღმერთო,ყველა დაიფარე ამ სისასტიკე-მარტოობისგან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|