ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2011


გაზაფხული (მარტივი ლექსი)

კვლავ გაზაფხული მოსულა,
ხალიჩას ქსოვენ ფერებით,
გადაყვითლებულ მიმოზებს,
თითებით მოვეფერები.

ჩემი ლამაზი სამშობლო,
შხარა, უძო და მთაწმინდა,
სხვა მწვერვალებზე ცხოვრება,
მერწმუნეთ, ნაღდად არ მინდა.

იხარე ტურფა ქვეყანავ,
იების საბნის ქულაო,
ძოწით მოწნულო ხალიჩავ,
ქარვა-ზურმუხტის გუნდაო.

ეს არის ჩემი სამშობლო,
ამაყი და თან მტირალი,
“გამოიღვიძეთ” - გვეძახის,
ირემი მთასა მყვირალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები