ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


იქ, სადღაც.....

უვლიან ხეებს, რომელიც ყვავის,
უვლიან მიწას, მოსავლის გამცემს,
უვლიან ქუჩას, ქვებით მოკირწყლულს,
რომელსაც წვიმა, მაინც ვერ ჩარეცხს.

გზაჯვარედინთან ხელს გაჩეჩებენ,
წყალს, ტკბილეულს და თუთუნ-სიგარეტს,
ავი თვალისგან დამცავ ბრჭყვიალებს,
სხვადასხვა ფორმის, ფერის ნიჟარებს.

უვლიან ქვიშას სანაპიროზე,
სადაც აგებენ სილის სიმაგრეთ,
მოქცევის შემდეგ მას წყალი წაშლის,
ახალს აგებენ, მიქცევამდე ხომ მაინც ივარგებს.

სვირინგით ხატვას, ფეხსაცმლის წმენდას,
აქ არ თაკილობს პატარა, დიდი,
უკვე ბინდდება, ქუჩაც იძინებს,
და ქალაქს ათრობს სიზმრების ბინდი.

გავყურებ ნაპირს, უკვე აგრილდა,
დაისი მეტად მომხიბლავია,
ამოგორდება მთვარე ფითქინა,
ის ხომ ყოველთვის მომღიმარია.

აქაურები დედების გვარად,
კვლავაც უვლიან ხეს, მიწას, ქუჩას,
მათი ქალაქი მარად თეთრია,
ხოლო ჩემს ქუჩას, ბოლო არ უჩანს.

ქალაქში ხალხი, ღიმილით დადის,
ტკბილი სურვილით ურთიერთს ათრობს,
ხოლო “ფაკირი” ქუჩის იაფად,
ცნობისმოყვარეთ ჯადოთი ართობს.

აქMწველი მზეა და ვერ მიჩრდილავს,
ზეითუნის ხე, მზის სხივთ თაკარას,
ღმერთო, რამდენჯერ წამით ვინატრე,
ჩარგალში ყოფნა და რუ ანკარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები