სამსახურიდან გამოვიდა და ფეხით გაუყვა ქუჩას. ცივი შენობიდან გამოსულს ესიამოვნა ჰაერში დატრიალებული გაზაფხულის სითბო. ფიქრებმა გაიტაცეს. ყველაფერს გადაწვდა მისი ფიქრი, - ქმარს, შვილს, დედას, სამსახურს... პრობლემები არ დაელია... ყველაფერზე დარდობს, ნერვიულობს... არაფერში უმართლებს... ”არაფერში?... ღმერთს ნუ სცოდავ! რაში არ გაგიმართლა? ანგელოზივით შვილი გყავს... გუნდად დასდევენ ბიჭები... ქმარია და - სიგიჟემდე უყვარხარ, ამდენი წლის მერეც კი... რა გაქვს საწუწუნო?” ”ჰო, მართლაც და რა მაქვს საწუწუნო?” - გაეღიმა. საყვარლად ჩაეკუჭა ლოყები... ეეეჰ, რა დრო იყო? რამდენ ვინმეს აგიჟებდა მისი ეს ”იამოჩკები” ლოყებზე... რამდენს უყვარდა... ან თავად მას ეგონა, რომ ბევრს უყვარდა... თავისი სახელი შემოესმა, - ძალიან შორეული წარსულიდან ეძახდა ტკივილამდე ნაცნობი ხმა. შედგა და ნელა მობრუნდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს წარსულში დაბრუნდა, - მის წინ ის იდგა... უკვე ჭაღარა, სახეზე ასაკდამჩნეული, მაგრამ მაინც ათლეტური გარეგნობის მამაკაცი. - შენ? - თვალები გაუფართოვდა. - ჰო... მე ვარ, - გაუბედავად გაიწია მისკენ და გადაკოცნა. შემდეგ ბაგე ლოყას მოაცილა, ხელი ხელს კი - ვეღარ. ისევ ის ნაზი და თლილი თითები ეპყრა ხელთ და გრძნობდა, როგორ სწრაფად ცივდებოდნენ თითის ფალანგები. ხელი მოუჭირა, შეეშინდა, ისევ არ გაშვებოდა ხელიდან. ქალმა ოდნავ იძალა და ხელი გაითავისუფლა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ ქალმა დაარღვია. - გამიხარდა, რომ გნახე. რას შვები, როგორ ხარ?... ოჯახი, შვილები?... - კი, მყავს... გათხოვდი? - რა თქმა უნდა... 17 წლის გოგო მყავს... - შენ გგავს? - ალბათ... - შენნაირი მაინც ვერ იქნება... შენ ერთადერთი იყავი! ერთადერთი და განუმეორებელი! - ასე გგონია? - დარწმუნებულიც ვარ. - ჩემი წასვლის დროა... კარგად იყავი. მართლა გამიხარდა შენი ნახვა. - არ წახვიდე ჯერ... წამო, კაფეში შევიდეთ, ყავა დავლიოთ... ცოტა ხანს მაინც მაყურებინე შენთვის. - აზრი? - მიყვარხარ... - გიყვარვარ? - ხმამაღლა გაეცინა. მერე უცებ მოისხიპა სიცილი და ირგვლივ მოიმოიხედა, ჩემი ამ ხმამაღალი სიცილის გამო ხომ არავინ მიყურებსო. არავინ უყურებდა... ამ გულგაყინულ ქალაქში არავის ჰქონდა მისთვის შეხედვის სურვილი. - წავიდეთ? - შეეკითხა მამაკაცი და ხელი გაუწოდა.
ქალი შებრუნდა და უხმოდ წავიდა უახლოესი კაფეს მიმართულებით. მამაკაციც გვერდით გაჰყვა. კაფეში მყუდრო მაგიდასთან მოთავსდნენ და ორი ყავა შეუკვეთეს. - მიყვარხარ... - ისევ თქვა მამაკაცმა და ნერვიული მოძრაობით მოუკიდა სიგარეტს. - ხომ არ ეწევი? - არა... გთხოვ, ნუ მეუბნები მაგ სიტყვას... - რატომ? - არ მჯერა! შენ ეს უკვე მითხარი ერთხელ და... - ერთხელ? - გაეცინა მამაკაცს სევდანარევი სიცილით. - ნუუუ, არაერთხელ... ბევრჯერ მითხარი, მაგრამ... კიდევ კარგი, არც მაშინ დაგიჯერე. - მიზეზი მითხარი, ან მაშინ რატომ არ გჯეროდა და ან ახლა რატომ არ გჯერა... - მიზეზი? - სხივნათელი თვალები შეანათა, - არ ვიცი... შინაგანი ხმა მეუბნებოდა, ”არ დაიჯეროო”... - ჰმ... და ის შინაგანი ხმა არაფერს გეუბნებოდა, რამდენი ღამე მითენებია შენზე ფიქრში, რამდენი ჩუმი ცრემლის მოწმე ყოფილა ჩემი ბალიში?!... - რა გატირებდა, საკუთარი უსუსურობა? - არა... შენი სიყვარული და... უნდობლობა, რასაც შენს თვალებში ვკითხულობდი. - რასაც იმსახურებდი ანუ... ხომ? - რატომ?... რატომ ვიმსახურებდი უნდობლობას? ან უსუსური რატომ გეგონე? - იმიტომ რომ... - თვალებში შეხედა... უნდოდა, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო განაჩენის სისწორეში, ვიდრე ეტყოდა, ”შენ შენი სიყვარული ვერ დაიცავიო”... უეცრად, ტკივილი დაინახა თვალის გუგებში. შეცბა და გაჩუმდა. - რატომ გაჩუმდი? ბოლომდე მითხარი, რასაც ამბობდი. - არა... აღარ მინდა თქმა! არ მინდა, გული გატკინო! - შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ. მითხარი... - კარგი, გეტყვი... კი არ მეშინია? - გეშინია? რა არის საშიში? - არც არაფერი... ოღონდ ჯერ გკითხავ, კარგი? - გისმენ. - გახსოვს, მითხარი: ”მიყვარხარ და ცოლად გამომყევიო”? - მაგას რა დამავიწყებს?! - და ჩემი პასუხი თუ გახსოვს? - პასუხი? - დაფიქრდა, - ალბათ, როგორც ყოველთვის, ”არ მჯერაო” იქნებოდა...
ქალმა ნაღვლიანად შეხედა. ჩუმად გააქნია თავი უარის ნიშნად... კაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩააჭყლიტა და თვალებმოჭუტულმა გამომცდელად იკითხა: - არა?... - არა!...მაშინ გითხარი, ”რომ დაგიჯერო და დაგთანხმდე, არ გეშინია-მეთქი?” - დაიცა, ეს როდის მითხარი? - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ვეღარ ჩაისუნთქა, თითქოს ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი. - არ გითქვამს ეს... ნუ მატყუებ! - ბავშვს გეფიცები, გითხარი... - როდის? - მამაკაცმა ნერვიულად მოიჭირა ხელი საფეთქლებზე. - ჩვენი შეხვედრის ბოლო დღეს. იმ დღის მერე აღარც მინახიხარ... უკვალოდ გაქრი... აორთქლდი!... დღეს გამომეცხადე... ოცი წლის მერე... და ბედავ, მითხრა, რომ გიყვარვარ?! - მაპატიე... - ამოიხრიალა. საყელოზე ღილი შეიხსნა. სუნთქვა უჭირდა. - გაპატიო? მე გაპატიე... და დაგივიწყე კიდეც... - ხმა გაიმაგრა, ყელში მოწოლილი ბურთიც გადაყლაპა, ხელების კანკალს კი -ვერაფერი მოუხერხა. ყავის დაცლილ ჭიქას დაუწყო წვალება. - ტყუილია... - რა არის ტყუილი? - გაოცებით შეხედა. ისევ ტკივილი დაინახა თვალებში, მხოლოდ ახლა ეს ტკივილი გუგებში კი აღარ იმალებოდა, სრულად თვალებში ბატონობდა და გამჭვირვალე მლაშე სითხედ გუბდებოდა უპეებთან... - ნუ სტირი, რააა? - არ ვტირი... თვალში ჩამივარდი... - მე? - გაეცინა. - ჰო, შენ... გულში ხომ მყავდი და... ახლა თვალშიც... - მასაც გაეცინა და თითქოს გაქრა ის ოცი წელი, რომელიც მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ იყო გასული, - მიყვარხარ... შენ არ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ... დამიჯერე, გთხოვ... - ვთქვათ დაგიჯერე... მერე? რა იცვლება ამით? მე ქმარ-შვილი მყავს... შენც ოჯახი გაქვს... - მოვიფიქრებ რამეს... - გაეღიმა. თვალებში ოცი წლის უკან გადაკარგული ჭინკები ჩაუსკუპდნენ ისევ... - მე აღარაფერს მეკითხები? არაფრის შეცვლას ვაპირებ! ძალიან ბედნიერი ვარ! არც შენ ჰგავხარ უბედურს... ასე რომ... - მე ა რ ა ფ ე რ ს გეკითხები... მითხარი, გჯერა? მხოლოდ ეს: გჯერა თუ არა? - ჰო... მ ჯ ე რ ა... მერე?... რა იქნება მერე?! - დაგირეკავ...
* * * * * * * აღარ დარეკა... იმ დღის მერე კარგა ხანს ელოდა მის ზარს. მერე შეეცადა, ის შემთხვევითი შეხვედრა დაევიწყებინა... მხოლოდ ხანდახან თუ გაკრთებოდა ქალის გონებაში ეს აკვიატებული ფრაზა: ”მიყვარხარ... გჯერა?” ამასობაში თითქმის ორი თვეც გავიდა... იქნებ ცოტა მეტიც?!... და აი, დღეს ტელევიზორიდან ესმის: ”ნაპოვნია უცნობი მამაკაცის გვამი. სავარაუდოდ, პიროვნება ორი თვის გარდაცვლილია. ჯიბეში უპოვეს მხოლოდ ფოტოსურათი. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ფოტო, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე...”
ვეღარაფერი დაინახა ცრემლებს მიღმა, - ტელეეკრანიდან თავისი ახალგაზრდობის უკვე გაცრეცილი სახე შემოსცქეროდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ნეტა პროზაში უფრო ძლიერი ხარ თუ პოეზიაში? მაგარი ხარ! 5 ნეტა პროზაში უფრო ძლიერი ხარ თუ პოეზიაში? მაგარი ხარ! 5
32. აუჰ,გლახო ძალით ძაბავ სიტუაციას საიტზე!!! არაა ეს ლამაზი.. გაგულისებული წერ.. ჰო და რახან ვახსენე-გული,იქნებ ჩაიხედო გულში ჰა??? აუჰ,გლახო ძალით ძაბავ სიტუაციას საიტზე!!! არაა ეს ლამაზი.. გაგულისებული წერ.. ჰო და რახან ვახსენე-გული,იქნებ ჩაიხედო გულში ჰა???
31. რაო, გლახო, რა მინდაო? უკაცრავად, მაგრამ... ვერ გავიგე კომენტარის შინაარსი... :))) ყველა შენი საკუთარივით როგორ წავიკითხო, როცა არაფერი გიდევს?
"პრეტენზია არ უნდა მქონდეს?" და სად მიწერია, პრეტენზია მაქვს-მეთქი? პრეტენზიული - შენ უფრო მგონიხარ ახლა... რა მოხდა, ია ჯიათელის პიესა დავიწუნე? სხვა არაფერი მითქვამს დღეს და... სხვა რა ვიცი, აბა? რამ ან ვინ გიკბინა? :))))))))))) რაო, გლახო, რა მინდაო? უკაცრავად, მაგრამ... ვერ გავიგე კომენტარის შინაარსი... :))) ყველა შენი საკუთარივით როგორ წავიკითხო, როცა არაფერი გიდევს?
"პრეტენზია არ უნდა მქონდეს?" და სად მიწერია, პრეტენზია მაქვს-მეთქი? პრეტენზიული - შენ უფრო მგონიხარ ახლა... რა მოხდა, ია ჯიათელის პიესა დავიწუნე? სხვა არაფერი მითქვამს დღეს და... სხვა რა ვიცი, აბა? რამ ან ვინ გიკბინა? :)))))))))))
30. ( როგორც განვაცხადე, ვკითხულობ ყველას)
ამის დამწერს პროზაულ ნაწარმოებზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს და თუ მაინც, ჩემსავით ყველას ნაწარმოები საკუთარივით წაიკითხოს. ( როგორც განვაცხადე, ვკითხულობ ყველას)
ამის დამწერს პროზაულ ნაწარმოებზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს და თუ მაინც, ჩემსავით ყველას ნაწარმოები საკუთარივით წაიკითხოს.
29. შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ. :(( ტკივილიანი მინიატიურაა. სიყვარულის გამოგლოვება. წარმატებები! :)) შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ. :(( ტკივილიანი მინიატიურაა. სიყვარულის გამოგლოვება. წარმატებები! :))
28. "შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ.." :(( ჩამწყდა გულში რაღაც და ვიგრძენი როგორ მეტკინა... წარმატებები თქვენ ჩემგან! "შენ სული მატკინე და... გულის ტკივილსაც გავუძლებ.." :(( ჩამწყდა გულში რაღაც და ვიგრძენი როგორ მეტკინა... წარმატებები თქვენ ჩემგან!
27. სიამოვნებით ჩავიკითხე... :( ძალიან ცხადი დიალოგი იყო. მგონი, მთლად შეთხზულიც არ უნდა იყოს:)
სიამოვნებით ჩავიკითხე... :( ძალიან ცხადი დიალოგი იყო. მგონი, მთლად შეთხზულიც არ უნდა იყოს:)
26. კი ხდება მასე. მომეწონა! კი ხდება მასე. მომეწონა!
24. უფ,თამარ,მეტკინა... როგორ მიყვარს შენს გვერდზე შემოსვლა,ახლაც სიამოვნებით წავიკითხე. უფ,თამარ,მეტკინა... როგორ მიყვარს შენს გვერდზე შემოსვლა,ახლაც სიამოვნებით წავიკითხე.
23. ასეთია ძველი სიყვარული - თავის შეხსენება იცის ხოლმე! ოღონდ ეს ტრაგიკული ფინალი ამძიმებს ნოველას, თუმცა, ალბათ, მისი, როგორც მხატვრული ნაწარმოების, ეფექტიც სწორედ ამ პასაჟშია ჩადებული! 55 ასეთია ძველი სიყვარული - თავის შეხსენება იცის ხოლმე! ოღონდ ეს ტრაგიკული ფინალი ამძიმებს ნოველას, თუმცა, ალბათ, მისი, როგორც მხატვრული ნაწარმოების, ეფექტიც სწორედ ამ პასაჟშია ჩადებული! 55
22. მახსოვს წაკითხვისას მაგრად ვხარხარებდი, ნაღდი იუმორი ეგაა! =)):))
:-* მახსოვს წაკითხვისას მაგრად ვხარხარებდი, ნაღდი იუმორი ეგაა! =)):))
:-*
21. ნასკიან ფეხზე რომ "ვუკბინე" ვიღაც კაცს? :)) =)) რა მოგწონს მაგ მატარებლის, დათა?! :))))) ნასკიან ფეხზე რომ "ვუკბინე" ვიღაც კაცს? :)) =)) რა მოგწონს მაგ მატარებლის, დათა?! :)))))
20. შინაარსიანი ნაწარმოებია, აქ უფრო განსხვავებული ემოციით სავსე, უფრო სევდით გაჯერებული...
პროზაშიც უბადლო ხართ! მარა მე ყველაზე მეტად ის მიყვარს, ის იუმორისტული მატარებლით, რომ მგზავრობდით და ძალიან ცუდად-თუ-კარგად მაგრამ სახალისოდ დაგამახსოვრდათ ეგ ისტორია :D:D:D:D შინაარსიანი ნაწარმოებია, აქ უფრო განსხვავებული ემოციით სავსე, უფრო სევდით გაჯერებული...
პროზაშიც უბადლო ხართ! მარა მე ყველაზე მეტად ის მიყვარს, ის იუმორისტული მატარებლით, რომ მგზავრობდით და ძალიან ცუდად-თუ-კარგად მაგრამ სახალისოდ დაგამახსოვრდათ ეგ ისტორია :D:D:D:D
19. ელდარ, ეს არაა ავტობიოგრაფიული... :) მხოლოდ და მხოლოდ ნაწარმოებია. :))) მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, სადმე ასეც მომხდარიყო?! :( ელდარ, ეს არაა ავტობიოგრაფიული... :) მხოლოდ და მხოლოდ ნაწარმოებია. :))) მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, სადმე ასეც მომხდარიყო?! :(
18. ძალიან ცუდად მთავრდება... საწყენია. ძალიან ცუდად მთავრდება... საწყენია.
17. ჰმ..მართლაც მთელი ცხოვრება...ტკივილიანი...ჩვენამდე ლამაზად და სევდიანად მოტანილი... 55555 ჰმ..მართლაც მთელი ცხოვრება...ტკივილიანი...ჩვენამდე ლამაზად და სევდიანად მოტანილი... 55555
16. ყველას თავისებურად ესმის არსი სიყვარულისა...:-* ნაწერი ბოლომდე საინტერესოდ ჩავიკითხე...5 ფინალი მეტკინა...შემეცოდა გმირი...:( ყველას თავისებურად ესმის არსი სიყვარულისა...:-* ნაწერი ბოლომდე საინტერესოდ ჩავიკითხე...5 ფინალი მეტკინა...შემეცოდა გმირი...:(
15. ტკივილიანი და სულისშემძვრელი... +5 ტკივილიანი და სულისშემძვრელი... +5
14. თამრი, მთელი ცხოვრებაა, მართლაც... მოგიკითხე სიყვარულით:) თამრი, მთელი ცხოვრებაა, მართლაც... მოგიკითხე სიყვარულით:)
13. 10. ჰმ.....აი ეგრე ხდება ხოლმე..... დაგერეკა მერე თვითონ!... 5.... სერგეი. 2011-05-17 13:07:16
ვისთვის დამერეკა, სერჟ, ნაწარმოების გმირისთვის? :)) :)) და სადაა რო? მოიტა ნომერი და დავურეკავ, ჯანდაბას! :)))) 10. ჰმ.....აი ეგრე ხდება ხოლმე..... დაგერეკა მერე თვითონ!... 5.... სერგეი. 2011-05-17 13:07:16
ვისთვის დამერეკა, სერჟ, ნაწარმოების გმირისთვის? :)) :)) და სადაა რო? მოიტა ნომერი და დავურეკავ, ჯანდაბას! :))))
12. ყოველთვის გაოცებულს მტოვებ და ყოველთვის მომწონს... ხანდახან ზედმეტია სიტყვები... აი, ახლაც... ყოველთვის გაოცებულს მტოვებ და ყოველთვის მომწონს... ხანდახან ზედმეტია სიტყვები... აი, ახლაც...
11. ხანდახან(არცთუ ხშირად) ვჩუმდები ხოლმე. :| :-* 5 ხანდახან(არცთუ ხშირად) ვჩუმდები ხოლმე. :| :-* 5
10. ჰმ.....აი ეგრე ხდება ხოლმე.....:( დაგერეკა მერე თვითონ!...:) 5.... ჰმ.....აი ეგრე ხდება ხოლმე.....:( დაგერეკა მერე თვითონ!...:) 5....
9. არა ხარ მართალი თამარ, არ შეიძლება ასე კაცთა მოდგმის ამოწყვეტა. ჰარირამა. 2011-05-17 10:33:16
"სინსილა... სინსილა უნდა გავწყვიტო მათი..." (მხ.ფ. "ჭრიჭინა") :))))))))) უი, ახლა ვინმეს "სინსილა" - ჯიშ-ჯილაგი და მოდგმა ეგონება და... დავიღუპე, კაცების იერიშებს ვეღარ ავიცილებ. :))) ამიტომ აქვე განვმარტავ:
ს ი ნ ს ი ლ ა - ის ძაფია, რომლითაც ადრე ნათლობის ჯვარს აბამდნენ ყელზე. ასეთი სინსილებით ახლაც იყიდება ჯვრები...
გადატანითი მნიშვნელობით, "ს ი ნ ს ი ლ ა ს გ ა წ ყ ვ ე ტ ა " ნიშნავს რომ ჯვარს ჩამოვწყვეტ კისრიდანო, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ცოდვებს არ ექნება გამართლება და მიტევებაო... ანუ, კაცებს არ ვაპატიებ მათ მიერ ჩადენილ ცოდვებსო...
არა ხარ მართალი თამარ, არ შეიძლება ასე კაცთა მოდგმის ამოწყვეტა. ჰარირამა. 2011-05-17 10:33:16
"სინსილა... სინსილა უნდა გავწყვიტო მათი..." (მხ.ფ. "ჭრიჭინა") :))))))))) უი, ახლა ვინმეს "სინსილა" - ჯიშ-ჯილაგი და მოდგმა ეგონება და... დავიღუპე, კაცების იერიშებს ვეღარ ავიცილებ. :))) ამიტომ აქვე განვმარტავ:
ს ი ნ ს ი ლ ა - ის ძაფია, რომლითაც ადრე ნათლობის ჯვარს აბამდნენ ყელზე. ასეთი სინსილებით ახლაც იყიდება ჯვრები...
გადატანითი მნიშვნელობით, "ს ი ნ ს ი ლ ა ს გ ა წ ყ ვ ე ტ ა " ნიშნავს რომ ჯვარს ჩამოვწყვეტ კისრიდანო, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ცოდვებს არ ექნება გამართლება და მიტევებაო... ანუ, კაცებს არ ვაპატიებ მათ მიერ ჩადენილ ცოდვებსო...
8. შენ ,თუ ვინმე არ გააფართხალე თამარ ისე ცუდად გრძნობ თავს, წასულიყო ის კაცი თავის გზით მშვიდად, იმ კაფედან გამოსული პირდაპირ მდინარეში რომ გადაუძახე. არა ხარ მართალი თამარ, არ შეიძლება ასე კაცთა მოდგმის ამოწყვეტა.:) შენ ,თუ ვინმე არ გააფართხალე თამარ ისე ცუდად გრძნობ თავს, წასულიყო ის კაცი თავის გზით მშვიდად, იმ კაფედან გამოსული პირდაპირ მდინარეში რომ გადაუძახე. არა ხარ მართალი თამარ, არ შეიძლება ასე კაცთა მოდგმის ამოწყვეტა.:)
7. ვუი...ვინერვიულე :-S
ასეც ხდება, ხო, ასე ხდება - განსაკუთრებულად და ამიტომაც, იწერება შემდეგ განსაკუთრებულ ფაქტებზე. ვუი...ვინერვიულე :-S
ასეც ხდება, ხო, ასე ხდება - განსაკუთრებულად და ამიტომაც, იწერება შემდეგ განსაკუთრებულ ფაქტებზე.
6. მიყვარს ,ასე, ცოტა დროში ჩატეული მთელი ცხოვრება. მიყვარს ,ასე, ცოტა დროში ჩატეული მთელი ცხოვრება.
5. აი, ამაზე ვსაუბრობდი. <img src="/img/Smileys/1.gif"><br>ნუ, თუმცა შენ უკეთ იცოდი რა-როგორ იყო საჭირო.... ამიტომაც წავიკითხე მე ეს წეღან და მმმმმმმმმომეწონა <img src="/img/Smileys/1.gif"><br>ის დაწყებაც-მეთქი რომ ვახსენე არაჩვეულებრივად გამოვიდა და საერთოდ, მაგარი ტექსტია.... <img src="/img/Smileys/1.gif"><br><br>++ ჩავწერე მე <img src="/img/Smileys/1.gif"> <img src="/img/Smileys/11.gif"> აი, ამაზე ვსაუბრობდი. <img src="/img/Smileys/1.gif"><br>ნუ, თუმცა შენ უკეთ იცოდი რა-როგორ იყო საჭირო.... ამიტომაც წავიკითხე მე ეს წეღან და მმმმმმმმმომეწონა <img src="/img/Smileys/1.gif"><br>ის დაწყებაც-მეთქი რომ ვახსენე არაჩვეულებრივად გამოვიდა და საერთოდ, მაგარი ტექსტია.... <img src="/img/Smileys/1.gif"><br><br>++ ჩავწერე მე <img src="/img/Smileys/1.gif"> <img src="/img/Smileys/11.gif">
4. აი, ამაზე ვსაუბრობდი. :) ნუ, თუმცა შენ უკეთ იცოდი რა-როგორ იყო საჭირო.... ამიტომაც წავიკითხე მე ეს წეღან და მმმმმმმმმომექონა :) ის დაწყებაც-მეთქი რომ ვახსენე არაჩვეულებრივად გამოვიდა და საერთოდ, მაგარი ტექსტია.... :)
++ ჩავწერე მე :) :-* აი, ამაზე ვსაუბრობდი. :) ნუ, თუმცა შენ უკეთ იცოდი რა-როგორ იყო საჭირო.... ამიტომაც წავიკითხე მე ეს წეღან და მმმმმმმმმომექონა :) ის დაწყებაც-მეთქი რომ ვახსენე არაჩვეულებრივად გამოვიდა და საერთოდ, მაგარი ტექსტია.... :)
++ ჩავწერე მე :) :-*
3. მჯერა?არ მჯერამჯერა.. აი, რა მოგიყვანე:)
ფრიალებს ფიქრში ფარვანათ წყება, აფრენას ლამობს სიტყვა ბაგეზე. გულს მიშლის ნუში და გული მწყდება, ეს გაზაფხულიც რომ არ დაგეძებს... ხომ გავირბინეთ ცის სარტყელის ქვეშ, ხომ მისახსოვრე სიო მარაოდ.
გახსოვს? გვირილაც ლამის მთელი თვე, თმას იწიწკნიდა, - ჰო, თუ არაო...:) მჯერა?არ მჯერამჯერა.. აი, რა მოგიყვანე:)
ფრიალებს ფიქრში ფარვანათ წყება, აფრენას ლამობს სიტყვა ბაგეზე. გულს მიშლის ნუში და გული მწყდება, ეს გაზაფხულიც რომ არ დაგეძებს... ხომ გავირბინეთ ცის სარტყელის ქვეშ, ხომ მისახსოვრე სიო მარაოდ.
გახსოვს? გვირილაც ლამის მთელი თვე, თმას იწიწკნიდა, - ჰო, თუ არაო...:)
2. უიი, რა ლამაზი ლექსია? ეს კომენტარად დამიწერე? :)))) უიი, რა ლამაზი ლექსია? ეს კომენტარად დამიწერე? :))))
1. წერილი არაფერზე
არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _ არც წარსული, არც მომავალი... აწმყო, მით უფრო... რა გაგახსენო? . . . . . . . . . გახსოვს, როდესაც ერთნი ვიყავით? გახსოვს, როდესაც ნეკნი ვიყავი და შენს სხეულში მშვიდად მეძინა...
ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს წვრილ_წვრილ ამბებად, დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება, თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენში და შენთან, ისიც მეყოფა, რომ ვუსმინო შენს გულის ფეთქვას...
ვცვალო ცხოვრება, ვცვალო რიტმი, ვცვალო ამინდი... რა მარტივია...
სიყვარული არსად არ მიდის, სისხლში ჩამექცა, უჯრედებში სითბოდ დამყვება... დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება...
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენთან და შენში... და არ მიკითხავს, შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს? მინდა, რომ მითხრა _ რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ... ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ სალაპარაკო?
წერილი არაფერზე
არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _ არც წარსული, არც მომავალი... აწმყო, მით უფრო... რა გაგახსენო? . . . . . . . . . გახსოვს, როდესაც ერთნი ვიყავით? გახსოვს, როდესაც ნეკნი ვიყავი და შენს სხეულში მშვიდად მეძინა...
ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს წვრილ_წვრილ ამბებად, დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება, თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენში და შენთან, ისიც მეყოფა, რომ ვუსმინო შენს გულის ფეთქვას...
ვცვალო ცხოვრება, ვცვალო რიტმი, ვცვალო ამინდი... რა მარტივია...
სიყვარული არსად არ მიდის, სისხლში ჩამექცა, უჯრედებში სითბოდ დამყვება... დიდი ამბავი, თუკი ხშირად გამიავდრდება...
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე შენთან და შენში... და არ მიკითხავს, შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს? მინდა, რომ მითხრა _ რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ... ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ სალაპარაკო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|