ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელლე.
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2011


უჰაერობა

  " ჩვენ ვღალატობთ ერთმანეთს...ვღალატობთ ყოველგვარი ემოციის გარეშე და წლების მერე უფერულები ვუბრუნდებით საწყის წერტილს.."
  ჭიქა ცხელი შოკოლადით,ფიქრებში გართულმა,პირი დავიწვი.მეგობარი ცივ ხელს მადებს ხელზე,ვგრძნობ,რომ ჩემ გვერდითაა.ყურებში რაღაც ზუზუნებს.გარეთ წვიმს და წვიმს და წვიმს და უჰაერობაა ოთახში...ამინდი უკვე ნერვებზე თამაშობს.ჩვენ არ ვლაპარაკობთ.
    ფიქრი ასეთ ამინდებში საუკეთესო საშუალებაა,დრო მოკლა.თავში კი ათასგვარი სისულელე მომდის.
    გუშინ ცხოვრებაში პირველად მივხვდი რომ ადვილად შემიძლია დავთმო ყველაფერი,ის რაც ახლა მაქვს.შემიძლია უარი ვთქვა იმ ღირებულებებსა და წესებზე რომელიც საკუთარ თავს დავუკანონე.აი,მაგალითად,ერთ დღეს უბრალოდ არ ავდგე საწოლიდან....და მე დავკარგავ უამრავ ახალ ემოციას!არა ცხოვრება თუნდაც ამისთვის ღირს...
    .... და კიდევ შენთვის.
          მომენატრე.
        -რას ნიშნავს,როცა გეშინია ადამიანის დაკარგვის?
        -სიყვარულს.

        ეს ყველაფერი თამაში არაა და ხანდახან ვფიქრობ,შანსს გვაძლევს ცხოვრება დავიწყოთ თავიდან.მე შენთვის პირველი -შენ ჩემთვის ბოლო!
        თვალები დავხუჭე.გულთან მტკივა რაღაც.მოგონებები მტკივა და ვიცი,რომ არასდროს გამივლის.მაგრამ შენ ხელი არ გამიშვა.არ გამიშვა,თორემ არასდროს დავბრუნდები.
        მე უბრალოდ ვიღიმი,როცა ქუჩაში ხელჩაკიდებული მოგყავარ და თვალს გვაყოლებენ.მიყვარს,როცა მკოცნი,მაგრამ არასდროს ხალხში.შენ ასეთი ცივი და უკარება სხვებთან,მებედნიერები იმიტომ რომ შენი მხრები ყოველთვის დამიცავენ ავი თვალისგან.მე ვიცი როგორი ხარ შენ ჩემთვის და საკმარისია იმისთვის,რომ ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო....ბევრი რამ შეიცვალა...მე ვისწავლე ცხოვრება შენთვის და მხოლოდ და მხოლოდ შენთვის...
      მაგრამ...
    როცა არ ვართ ერთად,როცა შენ არ მყავხარ გვერდით ხელისშესახებ მანძილზე,ვღალატობთ ერთმანეთს...ფიქრებით,სიტყვებით,ემოციებით,ოცნებებით და შენ ალბათ ფიზიკურადაც.
        ვღალატობთ ერთმანეთს სახლში,კაფეში,უნივერსიტეტში და სარკის წინაც კი საკუთარ თავთან.მერე კი,როცა ჩემთან მოდიხარ ჩვენ თვალს ვარიდებთ ერთმანეთს,ჩემს ცრემლებამდე....და მე უნამუსოდ ვიფიცებ საყვარელ ადამიანს,რომ შენთვის არ მიღალატია,შენ კი ისევე ძალიან ცდილობ, დამიჯერო,როგორც მე ვცდილობ,რომ მჯეროდეს საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტების.
          უშაქრო ყავის მომწარო გემო შენი ტუჩებიდან  და თითებით მოხაზული ჩემი სახის კონტურები.რატომ შეგიძლია დაუსრულებლად მიყურო?! მე მრცხვენია ჩემი სიშიშვლის და ვმალავ...ნურასდრო გახდები ჩემი სარკე!21 წლის მერე დრო თურმე ძალიან სწრაფად გარბის.
            ცხელი შოკოლადი პირს მწვავს ფიქრებში გართულს.მეგობარი გვერდით მიზის და ცივ ხელს ხელზე მიჭერს.ჩვენ,როგორც წესი არ ვლაპარაკობთ.გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმს და უჰაერობაა ოთახში.შენ კი ახლა სიცხე გაქვს,მე ვიცი,სამი დღის მერე გავხდები ავად შენი დაავადებით და,ალბათ, ვეღარაფერი გვიშველის....
        მიყვარხარ
             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები