ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2011


ჩვენ შვილები ვართ მარიამის საქართველოსი?!

საქართველოსთვის დაცემულა მრავალი გმირი,
მათ საქართველო სამოთხისკენ ეგონათ ხიდი.
მამათ სხეულნი ჩვენს მიწაზე დაყრილა ფერფლად,
დღეს კი სამშობლო იყიდება ოცდაათ ვერცხლად.

უწინ ზარს სცემდა მტერს სიტყვები: „დურ აზ გორგასალ,“
დროშა ქართული არ დაეცა, მტერი მოწამლა,
დაუდგა ბურჯად რწმენას მეფე თავდადებული,
დღემდე გზას გვიკვლევს ლოცვა ღვთისა თამარ-მეფური.

ნუთუ ამისთვის ააწითლეს უწინ დიდგორი?!
ბრწყინვალე გვყავდა ერთადერთი მეფე გიორგი.
დღეს კი ბრწყინვალედ მიაჩნიათ მარტოდენ ფული,
არად უგდიათ დადიანის ერთგული სული.

მოღალატე ხარ და წინაპარს სამასხროდ იგდებ,
შფოთვას გამოთქვამთ რომ ცხენი ხალხს უკანალს გიშვერთ,
ახლა ჩხუბობთ და აპროტესტებთ ძეგლისთვის ადგილს,
შენ ვინ მიგდიხარ თვალებში რომ უყურო დავითს?!

ახლა კი როცა შინ და გარეთ მტერი ბევრია,
შემოგვესივნენ, გმირნი ომში დღესაც კვდებიან.
ჩვენს მიწა-წყალზე ძველებურად აღარ ვმღეროდით,
ჩვენ შვილები ვართ მარიამის საქართველოსი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები