ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი (ძეწ)
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 მაისი, 2011


საკურას ყვავილობა.სინდაი (100 სიტყვა)

- იან, შენკენ მოქაჩე! - დაიყვირა კიმმა და ნაპირისკენ დაეშვა. ფრანი ჯერ გვერდით გადაიხარა, მერე გაიშალა. ცერა თითი ავწიე მოწონების ნიშნად.
მეთევზეების ჯგუფი ცლიდა ნავს ჯერ კიდევ მოფართხალე თევზებისგან. იანმა რაღაცნაირად ამოიოხრა მათ დანახვაზე.
- თქვენ მიდიხართ? - მომიტრიალდა უცებ.
თავი დავუქნიე.
- მამამ თქვა საშიში არაფერია, ქარი გადაიტანსო ღრუბელს.
- არ მეშინია, იან, საკურა აყვავდა და იმიტომ მივდივართ, - ვიცრუე.
- ჯერ ადრეა საკურას აყვავება, იოკო, - შემისწორა კიმმა.
გავჩუმდით.
იანმა უხერხულად გამომიწოდა ფრანი:
- გქონდეს, რომ ჩამოხვალ ცოლადაც მოგიყვან!
- შენ ჯერ თერთმეტის ხარ, - გამეცინა.
- პატარა საკურებიც ყვავიან, იოკო! - გაიღიმა იანმა და ზურგი შეგვაქცია.               
კიმმა საყვედურით გადმომხედა და უკან გაჰყვა.
ვიდექი მარტო.
ყველაზე ადრე პატარა საკურები აყვავდნენ იმ წელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს