ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისე... უბრალოდ...
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2011


მოზიარე

  მეშლება ახლა ხელი არა, ნერვები უფრო... და ამ წამს, როცა მოვლენები მუზავდებიან, შენ ჩემთან არ ხარ, არც იმასთან...
  არც ისე შემთხვევითია, რომ ახლა ქარებს სჯიან სიკვდილით ღრუბლების უკანონო ჭენებისთვის. ბოროტებით სავსე ქუჩები არ მაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას. ახლა სამყაროა მთელი არსებით მოზიარე ჩემი სარეცლის არა, ბედის უფრო... სასაცილოა, რომ აქ დროზე სწრაფად ავტობუსი გადის. მიდიან, მოდიან უბნებში კაცები არა, ქალები უფრო... უდავოდ პროტესტის ღირსია, რომ ყოველ მოკვდავს აქ უბრალო ჰქვია...
  ვერ მიტევს არსებობა ვერც მე, ვერც სამყაროს... და მკერდში ისევ შენი გული მიცემს...
ქარია ახლა "უთავო მხედარი" ღრუბლების...
                                        და შენ ჩემთან არ ხარ,
                                                                იმასთან უფრო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები