ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ, მიმოწერის უფლება არ მაქვს. ახლა მე ვარ შენთვის წერილი. სისხლძარღვები ჩემს მაჯებზე - ასოებია, სუსტად მფეთქავი და ისეთი იისფერი, როგორც ყვავილი: ივან და მარია... *** მარია, ჩემო მეზობელო, ხომ მაპატიებ, რომ მოგირღვიე შენი ეზოს ლურჯ-ყვითელი, ნაზი არშია. და როგორც ადრე, წერილში რომ ვდებდი ყვავილებს, ახლა მე თვითონ ჩავიხუტე... *** იცი, ქარია, მაგრამ წერილს - ჩემს დაღლილ სხეულს, ქარს კი არა, ეშელონს ვატან, აქ ჩემნაირი ისე ბევრია... ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს, ერთმანეთს მხრებით ვეხუტებით, ჩიტებივით ვუკენკავთ დარდებს და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: დარ-დად, დარდად-დარ, დარ-დად, დარდად-დარ... უცნაურია: ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... და ერთხელ, როცა შვილებისთვის, ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, მოგვჭრეს, წაგვიღეს...
მე არყის ხე ვარ, სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... მოაღწევენ, მოვლენ შენამდე. *** მარია, ჩემო მეზობელო, შორსა ვარ ახლა, შემოუქსოვე ალბათ ეზოს ისევ არშია, აჩვენე დედის თვალის ფერი ჩემს პატარა შვილს, აჩვენე შენი ყვავილები: ივან და მარია... *** ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ. მიმოწერის უფლება არ მაქვს. თუმცა მოვედი, მე შენთან ვარ, გხედავ ... ქარია... ეს შენ ხარ, შენ ხარ! აქ, ჩემს გვერდით, ჩრდილოეთის ციალს რა უნდა?! ეს შენი სუნთქვა ურხევს ახლა წიწვებს ტუიას... და ჩემს სხეულზე, ჭკნება სიტყვა, როგორც ყვავილი, ცვივა ბგერები: აი,ტაიგა, აი, ტაიგა, აი, ტაიგა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ძალიან მომწონს, ძალიან! +++ ძალიან მომწონს, ძალიან! +++
26. ძალიან კარგია!!!!
+2 ძალიან კარგია!!!!
+2
24. დიდი მადლობა, ყველას, სითბოსთვის:) დიდი მადლობა, ყველას, სითბოსთვის:)
23. ვაჰ,ლელა! რა არაჩვეულებრივი, მშვენიერი!უნიჭიერესო!:-* ვაჰ,ლელა! რა არაჩვეულებრივი, მშვენიერი!უნიჭიერესო!:-*
22. ულამაზეს-უძლიერესია...
მივდივარ სავსე ამ გვერდიდან, როგორც ყოველთვის. ულამაზეს-უძლიერესია...
მივდივარ სავსე ამ გვერდიდან, როგორც ყოველთვის.
19. მედ, მადლობა:) მედ, მადლობა:)
18. მე ვერაფერს ვიტყვი..კბილს კბილზე ვაჭერ.... 5 მე ვერაფერს ვიტყვი..კბილს კბილზე ვაჭერ.... 5
17. დიდი მადლობა ყველას:) დიდი მადლობა ყველას:)
16. ძალიან კარგი, ტევადი ნაწერია – ქალის სული, ტკივილი, რომელიც ყოველ ეპოქაში ერთნაირია, ემოციურადაა მოტანილი! დეკაბრისტთა ცოლებიც გამახსენდა, 37–ში რეპრესირებულთა ცოლების ტრაგედიაც...დღევანდელი ქალიც – სუსტი მხრებით რომ უნდა ზიდოს ცხოვრება. კარგი ნაწერი ყოველი დროისთვის აქტუალურია! ძალიან კარგი, ტევადი ნაწერია – ქალის სული, ტკივილი, რომელიც ყოველ ეპოქაში ერთნაირია, ემოციურადაა მოტანილი! დეკაბრისტთა ცოლებიც გამახსენდა, 37–ში რეპრესირებულთა ცოლების ტრაგედიაც...დღევანდელი ქალიც – სუსტი მხრებით რომ უნდა ზიდოს ცხოვრება. კარგი ნაწერი ყოველი დროისთვის აქტუალურია!
15. მე არყის ხე ვარ, სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... მოაღწევენ, მოვლენ შენამდე.
თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
ძლიერია ყოველმხრივ მე არყის ხე ვარ, სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... მოაღწევენ, მოვლენ შენამდე.
თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
ძლიერია ყოველმხრივ
14. სამკაულებიანი ლექსია ჩემთვის
ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... და ერთხელ, როცა შვილებისთვის, ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, მოგვჭრეს, წაგვიღეს...
განსაკუთებულად მიყვარს ასეთი პოეზია :) ყოველთვის არის ქალის სათქმელი შენთან,ლელა ...ქალის,ცოლის, დედის... და გადმოცემული ხარისხიანად:)
სამკაულებიანი ლექსია ჩემთვის
ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... და ერთხელ, როცა შვილებისთვის, ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, მოგვჭრეს, წაგვიღეს...
განსაკუთებულად მიყვარს ასეთი პოეზია :) ყოველთვის არის ქალის სათქმელი შენთან,ლელა ...ქალის,ცოლის, დედის... და გადმოცემული ხარისხიანად:)
13. მომწონს +++++ მომწონს +++++
12. მე არყის ხე ვარ, სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... მოაღწევენ, მოვლენ შენამდე.
მომეწონა და საერთოდაც აქ ხშირად მხვდება ძალიან კარგი ნაწერები..
მე არყის ხე ვარ, სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... მოაღწევენ, მოვლენ შენამდე.
მომეწონა და საერთოდაც აქ ხშირად მხვდება ძალიან კარგი ნაწერები..
11. ძალიან კარგი და ზუსტი ქალური ლექსი. ძალიან კარგი და ზუსტი ქალური ლექსი.
10. ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ, მიმოწერის უფლება არ მაქვს. ახლა მე ვარ შენთვის წერილი. სისხლძარღვები ჩემს მაჯებზე - ასოებია, სუსტად მფეთქავი და ისეთი იისფერი, როგორც ყვავილი: ივან და მარია...
მიყვარს მე ლელას ნატიფი პოეზია,ყოველთვის ვპოულობ აქ საკუთარ თავს, ყოველთვის...
ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ. მიმოწერის უფლება არ მაქვს. თუმცა მოვედი, მე შენთან ვარ, გხედავ ... ქარია...
მშვენიერი.
ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ, მიმოწერის უფლება არ მაქვს. ახლა მე ვარ შენთვის წერილი. სისხლძარღვები ჩემს მაჯებზე - ასოებია, სუსტად მფეთქავი და ისეთი იისფერი, როგორც ყვავილი: ივან და მარია...
მიყვარს მე ლელას ნატიფი პოეზია,ყოველთვის ვპოულობ აქ საკუთარ თავს, ყოველთვის...
ძვირფასო ჩემო, წერილს არ გწერ. მიმოწერის უფლება არ მაქვს. თუმცა მოვედი, მე შენთან ვარ, გხედავ ... ქარია...
მშვენიერი.
9. და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: დარ-დად, დარდად-დარ, დარ-დად, დარდად-დარ..
ეს განსაკუთრებით.
+ და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: დარ-დად, დარდად-დარ, დარ-დად, დარდად-დარ..
ეს განსაკუთრებით.
+
8. რა დარდიანია... რა დარდიანია...
7. ყოველთვის ფიქრით მტკივნეულად...
მიყვარხართ მე თქვენ,ლელა! ყოველთვის ფიქრით მტკივნეულად...
მიყვარხართ მე თქვენ,ლელა!
6. უცნაურია: ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
კარგი ხარ, ლელა! ძალიან მომწონს შენი ვერლიბრი... 555555555 უცნაურია: ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, ჩუმად ვინახავთ, თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: ჩემო, მიყვარხარ...
კარგი ხარ, ლელა! ძალიან მომწონს შენი ვერლიბრი... 555555555
5. მომეწონა, კარგია. ვერაფერს გამოვყოფ, ძალიან შეკრულია, ყველა სტროფი, ყოველი სტრიქონი ერთნაირ ემოციას იძლევა. მომეწონა, კარგია. ვერაფერს გამოვყოფ, ძალიან შეკრულია, ყველა სტროფი, ყოველი სტრიქონი ერთნაირ ემოციას იძლევა.
4. ჰეჰ აი ეს სისხლძარღვები უბრალოდ ძალიან მაღიძიანებს უკვე ნაწერებში : )
ისე კი მომწონს ალბათ ჰეჰ აი ეს სისხლძარღვები უბრალოდ ძალიან მაღიძიანებს უკვე ნაწერებში : )
ისე კი მომწონს ალბათ
3. ყოველი წინადადება...უნდა იყოს...:) ყოველი წინადადება...უნდა იყოს...:)
2. რიგრიგობით ჩამიარეს კადრებმა...ერთმანეთის მიყოლებით...:-* ყოველ მათგანში ქალის საოცარი სახე .... გულში გაიარა... და მერე ჩაიარა...:)
ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს, ერთმანეთს მხრებით ვეხუტებით, ჩიტებივით ვუკენკავთ დარდებს და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: დარ-დად, დარდად-დარ, დარ-დად, დარდად-დარ... უცნაურია: ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. ყველა წინადადება ცოცხალი გრძნობაა...:-* რიგრიგობით ჩამიარეს კადრებმა...ერთმანეთის მიყოლებით...:-* ყოველ მათგანში ქალის საოცარი სახე .... გულში გაიარა... და მერე ჩაიარა...:)
ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს, ერთმანეთს მხრებით ვეხუტებით, ჩიტებივით ვუკენკავთ დარდებს და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: დარ-დად, დარდად-დარ, დარ-დად, დარდად-დარ... უცნაურია: ჩვენი ხმა ისე უცნაურია, თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და ნამსხვრევები იყრება დაბლა. ყველა წინადადება ცოცხალი გრძნობაა...:-*
1. რა კარგია, სევდიანი , მაგრამ თბილი :) ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... და ერთხელ, როცა შვილებისთვის, ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, მოგვჭრეს, წაგვიღეს...
არ ვიცი რომელი ერთი გამოვყო , მშვენიერი ლექსია :) რა კარგია, სევდიანი , მაგრამ თბილი :) ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... და ერთხელ, როცა შვილებისთვის, ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, მოგვჭრეს, წაგვიღეს...
არ ვიცი რომელი ერთი გამოვყო , მშვენიერი ლექსია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|