ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2011


ამ ქალს...

ამ ქალს, რომელიც წააგავს სურათს,
ამ ქალს, რომელიც ჩივის და ნანობს,
აუწიოკეს ბავშვების სული,
რაღაც... ველური განწმენდის გამო.

ის კი, ზის სადღაც.... უზომოდ მთვრალი
და წვრილმანებში სიფხიზლეს იჩენს
და ამ ლამაზ და ჭკვიანი ქალის
სისულელეზე უყვება ბიჭებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები