ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2011


***

დღესაც ცივი ქარია
ფიქრების სამოსელი,
გზები უჩინარია
და არაფერს მოველი

გაფითრებულ ქუჩაში
ვიოლინოს ხმა ისმის,
ფერმკრთალდება სურათი
ვარდისფერი მაისის

უკრავს მევიოლინე
ზამთრის თეთრ მელოდიას,
უდროოდ მოვიხდინე
გრილი მელანქოლია

ახლა ალბათ იწვიმებს
და ამ ქუჩის დასასრულს
სახლამდე მივაცილებ
ატირებულ გაზაფხულს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები