ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2011


I Am From Iberia

სიყვარული სამყაროს საწყისია, არაა საჭირო მოკლა, ყველანი ისედაც მოვკვდებით



ხულია კორტესი ერთი ჩვეულებრივი ესპანელი გოგო, 23 წლის, გრძელი, შავი თმებით, შავი თვალებით, ცნობილ ესპანელ მსახიობს მაგონებს ჰოლივუდური ფილმებიდან. ინტერნეტით დავმეგობრდით. მე რამდენიმე ინგლისურ სიტყვას ძლივს ვუყრი თავს, ისე ვესაუბრები. იცინის და თავადაც „აბუქსავებს“ ინგლისურს.

-You are from Iberia- ვეუბნები მე,

-And you too- მპასუხობს ის, ხანდახან ამ ორ წინადადებას მივწერთ ხოლმე ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაგრძელებთ. საქმე? ნუ მკითხავთ, მაგარი საინტერესო და სახიფათო საქმე მაქვს, ბეწვზე კიდია ხოლმე ჩემი ბედი.ახლა ვისვენებ, ხანდახან თვეები გავა არავინ დამირეკავს.მყუდრო ბინა მაქვს, წამოწოლილი, საათობით მივშეტერებივარ ტელევიზორს.არავინ იცის აქ რომ ვცხოვრობ ბინის პატრონის გარდა, ჰო,კიდევ შეფმა იცის.შეფმა ყველაფერი იცის.რაც სამხედრო სამსახურს შევეშვი ექვსი თვე სოფელში ვცხოვრობდი, მშობლებს ვეხმარებოდი, მერე კი მოხდა ის ამბავი რის გამოც აქ ვარ და ველი...ველი შეფის ზარს. სულ ოთხჯერ დამირეკა შეფმა.მეხუთედაც დამირეკავს ვიცი, აქ სწორედ ამიტომ ვარ...

...დარეკა:

-ლეო

-გისმენთ შეფ

-ჩემთან მოდი

-დამჭირდება რამე?

-ტვინი.იმედია მოგაქვს.

ეგრევე გათიშა.ვიცვამ და გარეთ გავდივარ.ფარეხიდან ვერცხლისფერი „მერსედესი“ გამომყავს. რამდენი ხანი დამჭირდება მისასვლელად? სულ ბოლოს 14 წთ-სა და 32 წამში ჩავეტიე...

-მგონი გაიგე რაც უნდა გააკეთო, ერთი კვირა უნდა გეყოს. არ გადააცილებ.აი ავანსი. -შეფმა 200 ლარიანები ამოიღო და ჯიბეში გულმოდგინედ ჩამიკუჭა.

-გმადლობთ შეფ, თქვენ ყოველთვის გულუხვი იყავით...

არც გაუგონია კარებში გადიოდა...

- მე, ლევან გეგენავა, 33 წლის,ყოფილი სამხედრო ოფიცერი,უცოლო, მარტოსული, თბილისში ვცხოვრობ უკვე 2 წელია,კიდევ რა გითხრა?

-მეტი არაფერი, მე სტუდენტი ვარ,მომავალი ექიმი-მწერს ხულია.

--თბილისი ძალიან ლამაზია...

-მადრიდს ვერ ჯობია

-ჯობს

-მე არ მჯერა შენი

-ჩამოდი და ნახავ...მე “ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ

-მე „რეალის“...მართლა ასე ლამაზია საქართველო?

-თქვენ ფრანკო გყავდათ და მაგით იყავით მაგრები... ჩამოდი და ნახავ...

-ჩვენ დი სტეფანო გვყავდა, ჰენტო, პუშკაში...ზიდანი, რაული...ჩამოვალ...

-მე არ მჯერა შენი...


სასტუმრო.ვეწევი:

-სიგარეტი დამიტოვე-მითხრა ქალმა

-აიღე ის კოლოფი-თავით ვანიშნებ მაგიდისკენ

-მადლობა, შემომივლი ისევ?

-არ ვიცი...

შხაპს ვიღებ და ვმღერი: მე შენი სიყვარულიი...

თეძოების რხევით შემოდის ქალი:

-მოვალ ჰო?

-მოდი...

...ქალს ბედნიერი სახე აქვს,მკერდზე მეხუტება.ნეტა რა უხარია?ალბათ ის რომ კარგად იშოვა დღეს ან იქნებ...რა სისულელეა...

სწრაფად ვიცვამ.


მე ჩემი საქმე ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და როგორ.ალბათ ნახევარი საათი მეყოფა.საერთოდ არ ვღელავ.

-შეფ...

-თქვი

-დავგეგმე, ზეგ დილისთვის ყველაფერი მორჩება

-რით მოქმედებ?

-ვიოლინო მიმაქვს

-ოკ...

ყუთს ვალაგებ.ყველაფერი აქაა.სახრახნისი არ დამავიწყდეს...



-ლევან, მე მალე ჩამოვალ

-იმედია ერთ თვეში არა

-უფრო მალე...ზეგ ღამით ალბათ, ბილეთი უკვე ავიღე

-მოგწონვარ?

-რატომ მეკითხები?

-არა ისე...მე მომწონხარ...

-მე შენთან მოვდივარ ლევან...



ცუდ დროს დაემთხვა, კარგი რა ხულია, რა სიურპრიზი მომიწყვე...ზეგ...მოვასწრებ მანამდე...


მელოტი,ამღვრეული თვალებით,აშკარად არასასიამოვნო ტიპია.სურათს ჯიბეში ვინახავ.სწრაფად ავირბინე კიბეები.

ადგილზე ვარ.ნელა ვხსნი „ვიოლინოს“.მოქმედებას ვიწყებ.ქალმა ფანჯარა გააღო, ლამაზი ტანი აქვს,სახეც მგონი.მელოტი თავისკენ უხმობს.ქალი მუხლებზე უჯდება.სახეში გაარტყა,ერთხელ, მეორედ...ბრაზიანი სახე აქვს, უსიამოვნო, შეშლილი, ბოროტი თვალები...ქალი მაინც ეტმასნება.“გამოიწიე რა შე ძუკნა“ გულში ვუკურთხებ. წითელი წერტილი,ზუსტად იქ სადაც საჭიროა.გამოვკარი, მელოტს თავი წითლად ეღებება, ნელა ცურდება ძირს....ქალი?.ლამაზია ეგ შობელძაღლი.უბრალოდ დღეს არ გაუმართლა.მშვიდად ვალაგებ.კიბეები ჩავირბინე.ქვემოთ მელის ვერცხლისფერი „მერსედესი“.



ზარს ვაძლევ.გამიღეს.

-მოდი ლეო

-შეფი სადაა?

-კაბინეტში

თავიც არ აუწევია:

-გააკეთე ლეო?

-კი, მორჩა ყველაფერი...

-აჰა აიღე-შეკვრას მაწვდის-კარგი ბიჭი ხარ.დაგვჭირდები ლეო...

-შეფ...

-ცოტაა?

-არა, მე აღარ მოვალ...

ფეხზე დგება, ყურადღებით მიყურებს.

-რა ხდება ლეო?..მხარზე მხვევს ხელს -მიამბე-ძალიან მეგობრულია შეფი, და მე მას ვენდობი

-ახალ ცხოვრებას ვიწყებ შეფ, იმედია გამიგებთ

-ლეო, შენ ყოველთვის კარგად მუშაობდი, მე პრემიას მოგცემ, 20 ათასს,მანქანაც დაიტოვე. 2 დღეში შემოგვიარე.

-გმადლობთ შეფ...

-წადი...როგორც ვთქვით ლეო...



გემრიელად ვაბოლებ.ჩემი ვერცხლისფერი „მერსედესი“.აეროპორტისკენ.გაზს ბოლომდე ვადგამ ფეხს.სარკეში ვიხედები.წითელმა „სუბარუმაც“ მოუმატა.დილით შეფის ოფისთან იდგა წითელი „სუბარუ“...მწარედ მეცინება.გულკეთილი და მეგობრული შეფი წარმომიდგა თვალწინ.გზაზე გადავუხვიე, აქ მხოლოდ ტყეა.ტელეფონი რეკავს.შეფი?

-ლეო სად ხარ?

-ქალაქგარეთ შეფ,გჭირდებით?

-ჰო,მაგრამ არც ისე..მანდ რა გინდა?

-მე და ერთი გოგო ვართ,ხომ ხვდებით...

-მიდი ლეო...მშვიდობით..ყოველთვის გაგიხსენებ ლეო..

„ფუუ, შე ბოზო, დამმარხა უკვე“ ვუკურთხებ.მანქანს ვაყენებ და ხის უკან ვიმალები.

კამკამა ფრთხილად გადმოდის „სუბარუდან“, ჩემი „მერსედესისკენ“ მიიწევს ქურდულად.ტე ტე ამოიღო, შემართა.

-დააგდე!-უკნიდან ვუყვირი.ძირს დებს იარაღს.

-შემოტრიალდი ახლა, შეგიძლია დამემშვიდობო

-ლეო, მე არ მინდოდა, მან მაიძულა,მიბრძანა...გაფითრებული ტუჩები უკანკალებს.

-მას დააბრალე! გინდა ილოცო?

-მაპატიე ლეო...

ვუმიზნებ:

-მშვიდობით amigo-ვეუბნები,შეცდომას ვუშვებ, აქ ხულიას გახსენების დრო ნამდვილად არ იყო.კამკამა არაადამიანური ღრიალით ხტება გვერდზე, მე ვისვრი და ვხედავ როგორ გამოხტა ცეცხლი მისი შიშ ჩამდგარი თვალებიდან.მიწაზე ვენარცხები...

მტკივა, მკერდში რაღაც ძალიან მტკივა. კამკამა აქვე აგდია.მის გაოცებულ თვალებში მარადიულობა ჩასახლებულა. ჭრილობას ვიკრავ.მე მას უნდა დავხვდე.შევპირდი და გავაკეთებ ამას.ხულია...

აეროპორტი. „თუ შეფს გადავურჩი...“-ვფიქრობ „ან ახლა თუ გადავრჩი...მე და ხულია მთელ საქართველოს მოვივლით, ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობ, ესპანეთს ბევრად ჯობია. მე მას ვეკამათები მხოლოდ ერთზე, „ბარსა“ „რეალს“ მართლა ჯობია, ის კი არ დამიჯერებს ვიცი...ჩემს სოფელში წავალთ, მამაჩემის გაოცებული თვალები, ჩემები, მომენატრნენ ყველანი...ჰოდა მივალთ მე და ხულია ჩემი მანქანით,საჩუქრებს ჩავიტანთ...მე შემიყვარდება ხულია...ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო...შეფი..მე მას მოვიშორებ...“ საათს ვუყურებ, სული მეხუთება,მტკივა გულთან.მაღალი, ლამაზი ქალიშვილი მოდის ჩემსკენ,მგონი იღიმის,ხელში რაღაც წარწერა უკავია...ნელ ნელა ვეშვეbი იატაკზე,ასე არ შეიძლება,გაუძელი ლევან...

-ლევან-ხულიას შეშფოთებული ხმა ჩამესმის ყურში,მის ცხელ ტუჩებს ვგრძნობ სახეზე,პიჯაკს მიხსნის, ვიღაცას უყვირის,ისევ ჩემსკენ იხრება,მე უკვე ძირს ვწევარ და იმ წარწერას ვკითხულობ ხულიას რომ ხელში ეკავა: „I Am From Iberia“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები