ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს

მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს
როგორც არასდროს უყვარდა ვისმეს
მიყვარხარ ისე კრძალვით და რიდით
ვზივარ ჩუმად და მხოლოდ შენ გისმენ.

მიყვარხარ ისე, როგორც პეპელას
უყვარს ცეცხლის წინ ცეკვა-თამაში
სწვავს ალი, კვდება, მაგრამ სიყვარულს
ხედავს პეპელაც სწორედ ამაში.

მიყვარხარ ისე, როგორც მლოცავი
ღმერთის წილს მსხვერპლად სწირავს სიყვარულს
მიყვარხარ ისე, როგორც დაისი
მზეს გულში იკრავს მთებში მიმალულს.

მიყვარხარ ისე, როგორც სანთელი
წყვდიადს რომ აპობს შუქის სხივებით
მიყვარხარ წმინდად, მსგავსად დილისა
ხეებს რომ ამკობს ნამის მძივებით.

მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს
როგორც არასდროს უყვარდა ვისმეს
მიყვარხარ ისე კრძალვით და რიდით
ვზივარ მდუმარედ, მხოლოდ შენ გისმენ. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები