 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 6 ივნისი, 2011 |
მარშუტკაში ახალგაზრდა ქალბატონია, გვერდით პატარა გოგო უზის, წინა სავარძელზე კი ბიჭი... - აჩიკო, აქ გადმოჯექი... - აქ ვიქნები დე, ანი ფანჯარასთან არ მსვამს. მარშუტკა ჩერდება. ახალგაზრდა ბიჭები ამოდიან, სამნი არიან. ერთი პატარა ბიჭთან ჯდება, ორნი კი უკან - თავისუფალ სკამებზე. - რა კაცი, რა კაცი... სკოლაში დადიხარ? - არა, ბაღში... - რო გკითხონ, დედიკო გირჩევნია თუ შოკოლადიო, რომელს აირჩევდი?!… - დედიკოს... - აბა შენა ხარ?! დედიკო ხო ისედაც გყავს, შოკოლადი არა სჯობია...… - დედიკო სჯობია...… - კარგი, გზაზე მიდიხარ და კაცობა ნახე დადებული და ფული, რომელს აიღებდი? … - ფულს... - ფულს რატო? კაცობა არ სჯობია?! - კაცობა ისედაც მაქვს! - ა, კაცი... ალბათ მამამ გასწავლა ხო? - არ მყავს მამა, ომში დაიღუპა.… - რომელ ომში?! - აგვისტოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ძალიან კარგი და ადამიანური , ნაწერია, , ძალიან პატარა და ძალიან ბევრის მთქმელი,ვისაც 'აგვისტო "არ შეხებია ის ვერ გაითავისებს ამ ლაკონიურ ჩანახატს, მე შემეხო! ძალიან კარგი და ადამიანური , ნაწერია, , ძალიან პატარა და ძალიან ბევრის მთქმელი,ვისაც `აგვისტო "არ შეხებია ის ვერ გაითავისებს ამ ლაკონიურ ჩანახატს, მე შემეხო!
31. ამეტირა . . . ამეტირა . . .
30. იმედია ილტოსპირელმა აქ მე არ გამკრა მხარი :D
დასაწყისია ცოტა "თავმოუკვრელი"... ისე კი რა ვთქვა აბა... ალბათ სხვა გემოვნება მაქვს... იმედია ილტოსპირელმა აქ მე არ გამკრა მხარი :D
დასაწყისია ცოტა "თავმოუკვრელი"... ისე კი რა ვთქვა აბა... ალბათ სხვა გემოვნება მაქვს...
29. ოი, ლევან, კარგია. მაგ აგვისტოს დიდი ტკივილით ვიხსენებ. ოი, ლევან, კარგია. მაგ აგვისტოს დიდი ტკივილით ვიხსენებ.
28. ფინალი იყო ძალიან მოულოდნელი... ღიმილი შემაცივდა...ძალიან მეტკინა.....მართლა კარგად წერ.... ფინალი იყო ძალიან მოულოდნელი... ღიმილი შემაცივდა...ძალიან მეტკინა.....მართლა კარგად წერ....
27. ..
ერთი ლოგიკური ხარვეზი ის არის, ალბათ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი აჩიკოს (პატარა ბიჭს) მიუჯდა გვერდით და ორნი კიდევ უკანა თავისუფალ სკამებზე დასხდნენ. არადამაჯერებელია, ასეთი განლაგებით ელაპარაკათ პატარა ბიჭთან. სხვა მე ისეთი ვერაფერი ვნახე. ნაწერი კი, როგორც ვთქვი მომეწონა. ..
ერთი ლოგიკური ხარვეზი ის არის, ალბათ, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი აჩიკოს (პატარა ბიჭს) მიუჯდა გვერდით და ორნი კიდევ უკანა თავისუფალ სკამებზე დასხდნენ. არადამაჯერებელია, ასეთი განლაგებით ელაპარაკათ პატარა ბიჭთან. სხვა მე ისეთი ვერაფერი ვნახე. ნაწერი კი, როგორც ვთქვი მომეწონა.
26. ბევრი ლოგიკური ხარვეზია ამ პატარა ნაწერში.
თუმცა, მთლიანობაში მომეწონა. საფიქრალს ტოვებს. :) ბევრი ლოგიკური ხარვეზია ამ პატარა ნაწერში.
თუმცა, მთლიანობაში მომეწონა. საფიქრალს ტოვებს. :)
25. ..
იმოქმედა, ლევან. ძალიან კარგია.
ყველა სიკეთე. ..
იმოქმედა, ლევან. ძალიან კარგია.
ყველა სიკეთე.
24. მახსოვს ეს ნაწერი გამოფენიდან.
"- კარგი, გზაზე მიდიხარ და კაცობა ნახე დადებული და ფული, რომელს აიღებდი? … - ფულს... - ფულს რატო? კაცობა არ სჯობია?! - კაცობა ისედაც მაქვს!"
ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობის! მახსოვს ეს ნაწერი გამოფენიდან.
"- კარგი, გზაზე მიდიხარ და კაცობა ნახე დადებული და ფული, რომელს აიღებდი? … - ფულს... - ფულს რატო? კაცობა არ სჯობია?! - კაცობა ისედაც მაქვს!"
ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობის!
23. კარგია ძალიან...5 მოგიკითხე...:-* კარგია ძალიან...5 მოგიკითხე...:-*
22. ორიოდ სიტყვას მეც მოგახსენებთ, თუმცა ვთვლი რომ ნაწარმოები თვითონ უნდა იცავდეს თავს ან მკითხველი უნდა ეხმარებოდეს და ავტორი ვერანაირად ვერ გამოდგება ამ საქმედ... ზედმეტია მინიშნება: თუ ავტორი ფიქრობს რომ მისი ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება ნულია, ანაც მდარე ხარისხის ნაწარმოებია, არ უნდა განათავსოს ლიტერატურულ საიტებზე და არც კონკურსზე არ უნდა გააგზავნოს... მე, რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ, მაგრამ მიყვარს ეს ნაწარმოები, იმიტომ, რომ მისი წყალობით (და ჟიურის გადაწყვეტილებით) `ასი სიტყვის~ ფინალურ ეტაპზე მოვხვდი და უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი... საერთოდ კი შეფასება - ლიტერატურული ღირებულება ნულია - ადამინისგან, რომელიც თვითონაც წერს და იცის რაოდენ ღირებულია მკითხველის თითოეული სიტყვა, საწყენია ფრიად, თუმცა თავს იმით ვიმედოვნებ, უფრო ცუდია რომ ვერ რომ გამჩნევენ და არ გაკრიტიკებენ... სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისათვის... :)
ორიოდ სიტყვას მეც მოგახსენებთ, თუმცა ვთვლი რომ ნაწარმოები თვითონ უნდა იცავდეს თავს ან მკითხველი უნდა ეხმარებოდეს და ავტორი ვერანაირად ვერ გამოდგება ამ საქმედ... ზედმეტია მინიშნება: თუ ავტორი ფიქრობს რომ მისი ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება ნულია, ანაც მდარე ხარისხის ნაწარმოებია, არ უნდა განათავსოს ლიტერატურულ საიტებზე და არც კონკურსზე არ უნდა გააგზავნოს... მე, რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ, მაგრამ მიყვარს ეს ნაწარმოები, იმიტომ, რომ მისი წყალობით (და ჟიურის გადაწყვეტილებით) `ასი სიტყვის~ ფინალურ ეტაპზე მოვხვდი და უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი... საერთოდ კი შეფასება - ლიტერატურული ღირებულება ნულია - ადამინისგან, რომელიც თვითონაც წერს და იცის რაოდენ ღირებულია მკითხველის თითოეული სიტყვა, საწყენია ფრიად, თუმცა თავს იმით ვიმედოვნებ, უფრო ცუდია რომ ვერ რომ გამჩნევენ და არ გაკრიტიკებენ... სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისათვის... :)
21. ია–იას ვეთანხმები:) ია–იას ვეთანხმები:)
20. პაწაწუნა, საოცრად ტკივილიანი ნაწერი! 55555 პაწაწუნა, საოცრად ტკივილიანი ნაწერი! 55555
19. მახსოვს ... :) ბათუმშიც ძალიან მომეწონა , რომ წავიკიხე და აქაც :) მახსოვს ... :) ბათუმშიც ძალიან მომეწონა , რომ წავიკიხე და აქაც :)
18. ამ თემასთან ეს ბანალურ-გადაღეჭილი "ფული-კაცობა" რა მოსატანი იყო?! - ძალიან ავულგარულებს... ამ თემასთან ეს ბანალურ-გადაღეჭილი "ფული-კაცობა" რა მოსატანი იყო?! - ძალიან ავულგარულებს...
17. უძლიერესია! სულ რამდენიმე სიტყვით რამდენი რამ ითქვა!!! უძლიერესია! სულ რამდენიმე სიტყვით რამდენი რამ ითქვა!!!
16. ბუნებრივად გადმოცემული ტკივილი.
მახსოვს ’’გამოფენიდან’’.
ბუნებრივად გადმოცემული ტკივილი.
მახსოვს ’’გამოფენიდან’’.
15. აი ილტოსპირელს რაღა უნდა ვერ მივხდი.....
არ არის კომენტარებში იმის ხსენების ადგილი ვისი ხელმოწერით უნდა იყოს მე რომ მომეწონოს : ) მითუმეტეს როცა ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნება : ))
ვამბობ ურაკზე პროზას წერს სულ რამოდენიმე ავტორი...
უმეტესობა აღარც დებს.... ეს მიშას პასუხად.. მედეა რა ვქნა არ მომეწონა და აჰა კისერი და გამომისვი დანა : )) მაგრამ მე ჩემი არგუმენტები მაქვს : ) აი ილტოსპირელს რაღა უნდა ვერ მივხდი.....
არ არის კომენტარებში იმის ხსენების ადგილი ვისი ხელმოწერით უნდა იყოს მე რომ მომეწონოს : ) მითუმეტეს როცა ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნება : ))
ვამბობ ურაკზე პროზას წერს სულ რამოდენიმე ავტორი...
უმეტესობა აღარც დებს.... ეს მიშას პასუხად.. მედეა რა ვქნა არ მომეწონა და აჰა კისერი და გამომისვი დანა : )) მაგრამ მე ჩემი არგუმენტები მაქვს : )
14. დამბურძგლა... დამბურძგლა...
13. მაგრამ ჰემინგუეს ნაწერზე არ მითქვამს მე იგივე..... : ))
მე ვამბობ როგორ ლიტერატურული ნაწერი ამის ღირებულებაა ნოლი.. მე სხვას არაფერს ვამბობ.... რახან ამოძახილია და სუფთაა არ ნიშნავს რომ კარგი ნაწერია : ) ოტტო//. 2011-06-06 14:41:47
-------------------------------------------------------------------------------- რა ვქნათ რომ გორში ზღვა არ არის და ვერ მოგიტყლაშუნა ტალღამ ამ ნაწერში
ჩაყვინთე-(ჩემსას გირჩევ:)არ მოგწონს-ნუ ატკენ მაინც,კომენტარით!!!!!
აგვისტოს!!!!!!!!!
მაგრამ ჰემინგუეს ნაწერზე არ მითქვამს მე იგივე..... : ))
მე ვამბობ როგორ ლიტერატურული ნაწერი ამის ღირებულებაა ნოლი.. მე სხვას არაფერს ვამბობ.... რახან ამოძახილია და სუფთაა არ ნიშნავს რომ კარგი ნაწერია : ) ოტტო//. 2011-06-06 14:41:47
-------------------------------------------------------------------------------- რა ვქნათ რომ გორში ზღვა არ არის და ვერ მოგიტყლაშუნა ტალღამ ამ ნაწერში
ჩაყვინთე-(ჩემსას გირჩევ:)არ მოგწონს-ნუ ატკენ მაინც,კომენტარით!!!!!
აგვისტოს!!!!!!!!!
12. თქვენთვის დამახასიათებელი უბრალო ხელწერაა აქაც :) თქვენთვის დამახასიათებელი უბრალო ხელწერაა აქაც :)
10. 55555 მშვენიერი ჩანახატია. რაც მთავარია უზარმაზარი ტრაგედია ისე ოსტატურადაა ჩაფოკუსებულ ერთ სიტყვა - აგვისტოში - რომ მეტი არ იყოს! მიუხედავად თავისი სიმცირისა ფორმის მხრივ, ეს ნამდვილად მხატვრული ნაწარმოებია, ყველა თავისი კომპონენტით, ოტტო, მერე რაა, რომ უშუალოდ შენი უახლოესი მეგობრის ხელმოწერით არაა! :) 55555 მშვენიერი ჩანახატია. რაც მთავარია უზარმაზარი ტრაგედია ისე ოსტატურადაა ჩაფოკუსებულ ერთ სიტყვა - აგვისტოში - რომ მეტი არ იყოს! მიუხედავად თავისი სიმცირისა ფორმის მხრივ, ეს ნამდვილად მხატვრული ნაწარმოებია, ყველა თავისი კომპონენტით, ოტტო, მერე რაა, რომ უშუალოდ შენი უახლოესი მეგობრის ხელმოწერით არაა! :)
9. ჰეჰ.. თქვენ წერეთ-სტრიქონები ხვეწეთ.. მოიკოჭლებსო:) მღვდელი ჭილოფში..... ჰეჰ.. თქვენ წერეთ-სტრიქონები ხვეწეთ.. მოიკოჭლებსო:) მღვდელი ჭილოფში.....
8. ტკივილისდა მიუხედავად, დიდად ვერ მოვიწონე... ჯერ ერთი, რა ვქნა, გრამატიკული შეცდომებია უხვად: მარშუტკა - სამარშრუტო ტაქსია ქართულად. სამნი, ორნი - შეცდომაა: სამი, ორი... რიცხვითი სახელი ერთზე მეტი როცაა თავისთავად გულისხმობს მრავლობით ფორმას და ისედაც, მხატვრული დონეც მოიკოჭლებს... ტკივილი კი, ტკივილი გასაგებია... მაგრამ პროზად ვერ აღვიქვი მაინც. მაპატიოს ავტორმა... ტკივილისდა მიუხედავად, დიდად ვერ მოვიწონე... ჯერ ერთი, რა ვქნა, გრამატიკული შეცდომებია უხვად: მარშუტკა - სამარშრუტო ტაქსია ქართულად. სამნი, ორნი - შეცდომაა: სამი, ორი... რიცხვითი სახელი ერთზე მეტი როცაა თავისთავად გულისხმობს მრავლობით ფორმას და ისედაც, მხატვრული დონეც მოიკოჭლებს... ტკივილი კი, ტკივილი გასაგებია... მაგრამ პროზად ვერ აღვიქვი მაინც. მაპატიოს ავტორმა...
7. ტკივილიანი ჩანახატი... ადამიანობა შეგვძლებოდეს მუდამ!!!
ტკივილიანი ჩანახატი... ადამიანობა შეგვძლებოდეს მუდამ!!!
6. არავინ არ ამბობს რომ სუფთა არააა...
არც მსოფლიო ომები მინახავს მე სხვაგან... მაგრამ ჰემინგუეს ნაწერზე არ მითქვამს მე იგივე..... : ))
მე ვამბობ როგორ ლიტერატურული ნაწერი ამის ღირებულებაა ნოლი.. მე სხვას არაფერს ვამბობ.... რახან ამოძახილია და სუფთაა არ ნიშნავს რომ კარგი ნაწერია : ) არავინ არ ამბობს რომ სუფთა არააა...
არც მსოფლიო ომები მინახავს მე სხვაგან... მაგრამ ჰემინგუეს ნაწერზე არ მითქვამს მე იგივე..... : ))
მე ვამბობ როგორ ლიტერატურული ნაწერი ამის ღირებულებაა ნოლი.. მე სხვას არაფერს ვამბობ.... რახან ამოძახილია და სუფთაა არ ნიშნავს რომ კარგი ნაწერია : )
5. მაპატიოს ავტორმა.. ოთო!
შენ ტკივილი იცი? კივილი და ყვირილი არა!!!!! ტ კ ი ვ ილ ი!
მდარე? არა-ამოძახილი და სუFთაა ეს ,ამ გვერდზე რაც დევს!!!!!
შენ ომი გახსოვს კადრებით-ტელევიზორში,აქ კი ტკივათ,გესმიიიის!??????
იცი,არ მოგყვები კომენტარებში,(შეთანხმებულები ვართ) აქ ვერ გავჩუმდი. მაპატიეთ !
მაპატიოს ავტორმა.. ოთო!
შენ ტკივილი იცი? კივილი და ყვირილი არა!!!!! ტ კ ი ვ ილ ი!
მდარე? არა-ამოძახილი და სუFთაა ეს ,ამ გვერდზე რაც დევს!!!!!
შენ ომი გახსოვს კადრებით-ტელევიზორში,აქ კი ტკივათ,გესმიიიის!??????
იცი,არ მოგყვები კომენტარებში,(შეთანხმებულები ვართ) აქ ვერ გავჩუმდი. მაპატიეთ !
4. მე ეს ნაწერი მახსოვს.. კი აშკარად თან გენრის ხმით მახსოვს :D მე ეს ნაწერი მახსოვს.. კი აშკარად თან გენრის ხმით მახსოვს :D
3. რა სხვაგან გავიცინო მედეა კარგი რა... აგვისტოს ომი ყველას გვახსოვს და ყველას თავისი ყველაფრით.. მაგრამ ასეთი მდარე დონის ნაწერით???
აი მართლა სხვაგან ხართ მაშინ თქვენ რა სხვაგან გავიცინო მედეა კარგი რა... აგვისტოს ომი ყველას გვახსოვს და ყველას თავისი ყველაფრით.. მაგრამ ასეთი მდარე დონის ნაწერით???
აი მართლა სხვაგან ხართ მაშინ თქვენ
2. ოთო! სხვაგან გაიცინე...
კაცობა არ სჯობია?! - კაცობა ისედაც მაქვს! - ა, კაცი... ალბათ მამამ გასწავლა ხო? - არ მყავს მამა, ომში დაიღუპა.… ოთო! სხვაგან გაიცინე...
კაცობა არ სჯობია?! - კაცობა ისედაც მაქვს! - ა, კაცი... ალბათ მამამ გასწავლა ხო? - არ მყავს მამა, ომში დაიღუპა.…
1. ეხლა უკვე მართლა გადავიხარხარებ : )))))))) ეხლა უკვე მართლა გადავიხარხარებ : ))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|