ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2011


******

როცა გულის ცემა აღარ ისმის,
როცა ცაზე ღრუბლის ქაოსია,
როცა ფანჯარაში ვიხედები,
როცა სევდა ქუჩის ტანისამოსია,
მაშინ მეფიქრება უნებურად,
მიწევს რაღაც აზრთა შედარება,
ზევით ვიყურები, მაინც ვერ ვისწავლე
ცაზე სევდიანი ღრუბლის შეყვარება.
ალბათ ვეც ვისწავლი ვერასოდეს,
გარეთ დაუმცხრალი ქარებია,
ცას კი ღრუბლის სევდით გაწამებულს,
თურმე გიჟი ქარი ჰყვარებია.
უყვარს დაქროლება ქარის უეცარი,
გულს რომ გააცალოს ნისლის მახეები,
ცაც კი არ ყოფილა თურმე უმეცარი,
მასაც ჰყვარებია თბილი სახეები..
ცას თუ შეუუყვარდა ქარი მხიარული,
მანაც თუ ისწავლა მტკიცე შემართება,
ერთი მაცოდინა შენ რა მოგივიდა,
ერთი მაცოდინა შენ რა გემართება?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები