აღარავინ დარჩა ქალაქში, ნასახლარებად გადაიქცა ყველა უბანი, ყველა სახლი გახდა წყვდიადი, და ჰაერი კი – წარმავალი ყველა ქუჩაზე. ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში, ყველა უჯრაში, რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი, ვიდრე ამბობენ, მეტი არ მინდა. ისინი წავიდნენ: დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები, შვილებიც წავიდნენ, თუმცა კი ეს უკანასკნელნი არც არასდროს მოსულან ალბათ. წავა ჰაერიც, წავა, მაგრამ მაინც ვიცოცხლებ, ასე თუ ისე. ნაბიჯი ერთი, ორი, სამი... მილიონამდე. ყველა ქუჩა იქნება ჩემი, და ყველა სახლიც ამ ქუჩებზე, მაგრამ ამაოდ, სახლები შემაქცევენ ზურგს, რადგან იმათ, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც დააღალატეს, აღარ უნდათ ისევ ირწმუნონ. ისინი წავიდნენ: დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები, შვილებიც წავიდნენ, თუმცა კი ეს უკანასკნელნი არც არასდროს მოსულან ალბათ. და მე ვერასდროს ვერ გავიგებ, რატომ ტიროდნენ მაშინ, როცა ტოვებდნენ სახლებს, რა უხაროდათ მაშინ, როცა ტოვებდნენ სახლებს, რად შემატოვეს ეს ქალაქი ასე უხმო, უკაცრიელი. დგანან სახლები ზურგით, ვდგავარ მეც ისე, სხვათაშორის ხან ერთ ქუჩაზე, ხან მეორე, ხან მესამეზე, და არა მაქვს თავშესაფარი. მოჩვენებებმა დაიბუდეს ნასახლარებში და კივიან ყოველ ღამე (ტირიან იქნებ). აღარავინ დარჩა ქალაქში, დგანან სახლები ზურგით. მე ვწევარ შუა ქალაქში ზურგზე, და ვიცი, რომ აღარაა საშიში, მაინც არავინ გამოივლის. ვეღარ ჩამთვლიან შეშლილად, რადგან ვერავინ მნახავს, მაინც ვერავინ ეტყვის მეორეს, რომ მე არა ვარ ამ ქალაქის შესაფერისი. დგანან სახლები ზურგით, და რომ შეეძლოთ, დამსჯიდნენ კიდეც, ახლა კი მხოლოდ გაბრაზებით დამგუგუნებენ, მსაყვედურობენ, მახსენებენ, რომ შენ იყავი ამ ქალაქში უკანასკნელი, და შენც დაგვტოვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. და ამ ქალაქში ადამიანებიც ნასახლარებს ვემსგავსებით უკვე.
და ამ ქალაქში ადამიანებიც ნასახლარებს ვემსგავსებით უკვე.
10. ყველას მადლობა, რომ წაიკითხეთ...
ნიკოლოზ.. ჰეჰ :) ყველას მადლობა, რომ წაიკითხეთ...
ნიკოლოზ.. ჰეჰ :)
9. დამასევდიანა...:( დამასევდიანა...:(
8. აუჰ, რა მძიმეა.
გვანც.
აუჰ, რა მძიმეა.
გვანც.
7. რატომაა გვანცი მოწყენილი და სევდიანიო ? მიყვარხარ :-* რატომაა გვანცი მოწყენილი და სევდიანიო ? მიყვარხარ :-*
5. "ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში, ყველა უჯრაში, რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი,"
ეს ბევრად მაღლა დგას სხვა სტრიქონებთან შედარებით, ჩემი აზრით. მთლიანობაში არა, მაგრამ ალაგ-ალაგ მომეწონა.
+2 :) "ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში, ყველა უჯრაში, რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი,"
ეს ბევრად მაღლა დგას სხვა სტრიქონებთან შედარებით, ჩემი აზრით. მთლიანობაში არა, მაგრამ ალაგ-ალაგ მომეწონა.
+2 :)
4. ..
თითქოს მესმოდა როგორ კითხულობ ამ ლექსს.. ძალიან კარგად წაიკითხავ, ისეთია. ..
თითქოს მესმოდა როგორ კითხულობ ამ ლექსს.. ძალიან კარგად წაიკითხავ, ისეთია.
3. არადა მშვენიერ ხასიათზე ვიყავი:( + არადა მშვენიერ ხასიათზე ვიყავი:( +
2. რა სევდიანია! მეც მოვიწყინე. :( თუმცა საინტერესო სევდაა ეს. რა სევდიანია! მეც მოვიწყინე. :( თუმცა საინტერესო სევდაა ეს.
1. :( და მოვიწყინე :( და მოვიწყინე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|