მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2008
ბათუმი... ტალინი...
ა-ს
ჩემთან არაფერი შეცვლილა,
ვზივარ უშუქოდ და უგაზოდ...
ფანქრით მოვინიშნე ტალინი
უკვე გახუნებულ რუკაზე.
სევდა, მძივივით რომ ავისხი,
თითქმის ცივია და ბლანტია...
ჩემთან დალამუნობს შავი ზღვა,
შენთან მედიდურობს ბალტია.
ახლა ღვინობისთვის მზეა და
ლერწებს ჩამიტეხავს მინაში...
ჩემი მონატრება რა არი
შენი ნოსტალგიის წინაშე?!.
ხეებს ფერადები ასხია,
მეც ამ ხეებივით დავბერდი...
შენთან ჩრდილოური სუსხია,
ჩემთან წვიმებია ხავერდის...
შენთან არაფერი შეცვლილა,
ისევ გეძახიან უნაზესს,
წითლად მოგინიშნავს ბათუმი
უკვე გახუნებულ რუკაზე...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
+ 5555555555555555555555
+ 5555555555555555555555
მე-დეა.
2011-09-22 14:01:26
1.
55555555555+++++++++++
55555555555+++++++++++
ალაზნისპირელი.
2011-09-10 19:10:28
მონაცემები არ არის
25.06.2026 05:10:04