ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჯაკელი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2011


ჩემი საქანელა

ცხრაკლიტულიდან მეცხრე ცამდე,მერე პირუკუ,
A-დან  b-პუნქტში, მკაცრი რეჟიმით...
არავითარი გაჩერება შუალედური,
ის სტანდარტები,სხვებს რომ ერგოთ,მე არ მხვდა წილად...
ასე, ამგვარად,საკადრისად ვეომე უკუნს
და სიკვდილისაც არ მეშინია,
მადლობა უფალს,ბედს არ ვემდური,
ეს შემოდგომაც მოსულა და ვითვლი წიწილებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები