ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალია5
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2011


რა შუაშია სათაური?

წინ მთები ყრია გამურული, როგორც ქვაბები,
ღამეს უძილო ვარსკვლავებმა ყელი გამოჭრეს,
გულში კიდიხარ საკუთარ გულს, გულით ქანაობ...
და ვერ მოჭერი თვალს ცრემლები, სულის მეჭეჭი .

დროის ვენებში კოლტებივით გჭედავს ლექსები,
ყელთან მობჯენილ სიტყვებს ყლაპავ, ბოლო ხანია,
მოპირდაპირედ სასაფლაო, წვიმის რემიქსით
და უფრო მაღლა სხეულის და სულის ამბოხი...

ნაძვის წიწვების ხალიჩაზე გირჩი გაგორდა,
როგორც წითელი სააღდგომო კვერცხი საფლავზე,
წუხელ ბახუსი იმ გოგონას ტერფი გეგონა,
გულში გავლისას რომ დატოვა ნაფეხურები.

წინ მთები ყრია გამურული, როგორც ქვაბები,
ღამეს უძილო ვარსკვლავებმა ყელი გამოჭრეს,
გულში კიდიხარ საკუთარ გულს, გულით ქანაობ...
და ვერ მოჭერი თვალს ცრემლები, სულის მეჭეჭი .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები