 | ავტორი: გიოგიო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ივნისი, 2011 |
გასწავლი მონატრებას, თუკი ჯერ არ იცი... მას სხვა სუნი აქვს, სხვა ფერი, სხვა მისამართი...გასწავლი როგორ იწურება გული ლიმონივით და მისი შხეფებით წამოცვენილ ცრემლების ფასსაც გასწავლი. შენ ჯერ პატარა ხარ, იმდენად პატარა, რომ საკუთარ თავსაც ვერ წვდები... მოდი, მოდი და დამკრიფე, შენთვის აყვავილებული, მაგრამ შენ განა იცი რას ნიშნავს სილამაზე? ვერასდროს დახატავ , სანამ ლამაზად წერას არ ისწავლი, შენ კი მხოლოდ შენი სახელის ოთხი ასო დაგაზეპირეს, რომ ჩემი ხუთასოიანი სახელი არ გესწავლა. უნიჭო ხარ ! გასწავლი როგორ კვდებიან გმირები და როგორ საუბრობენ წლები მათზე, სიტყვები "სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში, ამიტომაც, მაპატიე, ვერ დავიხარე ასაკრეფად და ახლა ძროხები ძოვენ. შენ ხომ გიყვარს ისინი, მათი ნოყიერი რძეც ხშირად გაგისინჯავს, მე კი მხოლოდ მიწის სუნით ვიკვებები, ნაწვიმარი მიწის სუნით...ეს სუნი მონატრების სუნია, მიწის ფერი მონატრების ფერია, მონატრების მისამართიც მიწაა ... გასწავლო როგორ ვწევარ მიწაში?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მე ვიტყოდი, ბლუდშც. მე ვიტყოდი, ბლუდშც.
14. მადლობა თქვენ ! :) მადლობა თქვენ ! :)
12. სათაურმა შე მომიტყუა
მიწის სუნი აქვს სათაურმა შე მომიტყუა
მიწის სუნი აქვს
10. სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში
სამაგიეროდ ეს ნაწერი მომეწონა:) სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში
სამაგიეროდ ეს ნაწერი მომეწონა:)
9. სიტყვები "სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში, ამიტომაც, მაპატიე, ვერ დავიხარე ასაკრეფად და ახლა ძროხები ძოვენ. შენ ხომ გიყვარს ისინი, მათი ნოყიერი რძეც ხშირად გაგისინჯავს, მე კი მხოლოდ მიწის სუნით ვიკვებები, ნაწვიმარი მიწის სუნით...
მომეწონა. ძნელია ასეთ თემაზე წერო და არ დატოვო მომაბეზრებელი სიყალბის შეგრძნება. თქვენთან არ დამრჩა.
მონატრების მისამართიც მიწაა... სიტყვები "სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში, ამიტომაც, მაპატიე, ვერ დავიხარე ასაკრეფად და ახლა ძროხები ძოვენ. შენ ხომ გიყვარს ისინი, მათი ნოყიერი რძეც ხშირად გაგისინჯავს, მე კი მხოლოდ მიწის სუნით ვიკვებები, ნაწვიმარი მიწის სუნით...
მომეწონა. ძნელია ასეთ თემაზე წერო და არ დატოვო მომაბეზრებელი სიყალბის შეგრძნება. თქვენთან არ დამრჩა.
მონატრების მისამართიც მიწაა...
8. ძალიან მომწონს.. წარმატებები ავტორს ძალიან მომწონს.. წარმატებები ავტორს
7. გაიხარეთ, დანარჩენი ჩემი არ არის... :) დიდი მადლობა თქვენ !
გაიხარეთ, დანარჩენი ჩემი არ არის... :) დიდი მადლობა თქვენ !
6. dzalian kargia,magram eg ar aswavlo,rogor iwureba guli limonivit,cudi shegrdzneba iqneba... dzalian kargia,magram eg ar aswavlo,rogor iwureba guli limonivit,cudi shegrdzneba iqneba...
5. სათაურმა შემომიყვანა თქვენთან, მერე სამივე წავიკითხე და ეს ყველას სჯობს, პროზა უკეთ გამოგდით, წერეთ...გესტუმრებით ხოლმე.:) სათაურმა შემომიყვანა თქვენთან, მერე სამივე წავიკითხე და ეს ყველას სჯობს, პროზა უკეთ გამოგდით, წერეთ...გესტუმრებით ხოლმე.:)
3. რატომ ძლივს? :)
დიდი მადლობა ... რატომ ძლივს? :)
დიდი მადლობა ...
2. "გასწავლი როგორ იწურება გული ლიმონივით და მისი შხეფებით წამოცვენილ ცრემლების ფასსაც გასწავლი. შენ ჯერ პატარა ხარ, იმდენად პატარა, რომ საკუთარ თავსაც ვერ წვდები... "
გაჭირვებით გამოვარჩიე. ყოჩაღ, მოვიხიბლე ნაწერით. "გასწავლი როგორ იწურება გული ლიმონივით და მისი შხეფებით წამოცვენილ ცრემლების ფასსაც გასწავლი. შენ ჯერ პატარა ხარ, იმდენად პატარა, რომ საკუთარ თავსაც ვერ წვდები... "
გაჭირვებით გამოვარჩიე. ყოჩაღ, მოვიხიბლე ნაწერით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|