ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2011


თქვენ იტყვით

მინდა რომ, გავბედო, ამ ადგილს მოვშორდე,
მოვძებნო  კუნძული მშვიდი,  რობინზონის...
მპირდება  საქართველო გაძლების ორდენს
გამოსახულებით დაღლილი ბიზონის,
ბიზონის, რომელსაც ყელზე ჯაჭვი ადევს
და ჩლიქი ნიკაპქვეშ _პოზა მოაზროვნის.

თქვენ იტყვით: სამშობლო, მთები და ველები...
და რეპერტუარი  ღვინით და ხმაურით
დაღლილი თამადის...
მე თქვენ გეთანხმებით,
რომ მომენატრება შეკრული ხელები,
დახშული ყურები და პირში ჩვარი,
ბინძური, მაგრამ მშობლიური,
როგორც ნაცარი
პაპის კერიისა,
ვქექავდი ოდეს
და მერე საპნით ძლივს მბანდენ ხელებს.

...და საქართველო მოთმინების უმაღლეს ორდენს
არიგებს, როგორც თოვლის პაპა ბებოს  ჩურჩხელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები