ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2011


მომავალი დილისთვის

 
    დასასრულის წამია,შფოთავს, ბორგავს ხმელეთი,
      ბედის რკალზე გაივლის უხსოვარი სიზმრები.
      ლოცვასავით ამოვთქვა მინდა ნათელ–ბნელეთი,
      წყაროს წყალი ამოვსვა, მთვარით განაღვიძები.
      ალბათ რაღაც დარჩება,ნაპერწკალი იმედის,
      მაგრამ შიშმა შემიპყრო წამი როცა დასრულდა.
      ჰაერში ვარ მუსიკის მე ნოტივით მცირედი,
      მხდალი შთამომავალი აქ უფალსაც არ სურდა.
      წასვლისწინა ამბორი სინანულსაც დაიტევს,
      ეს სურვილი არ არის,შინაგანი მუხტია.
      ქარი ლამაზ თეთრ ჩიტებს არაერთხელ დაიფრენს,
      ბაღში ხეთა რტოები როცა მიმოუხრია.
      სევდა ამოითქმება ისევ სიტყვის ფანტელით,
      ალბათ მღვრიე დინება სადღაც უნდა ამოშრეს.
      ამ სიცოცხლეს თავნებას სულ ერთი აქვს ფრაგმენტი,
      რომელს ერად მოველით, საცა უნდა გამოჩნდეს.
      აგერ ცათა ბორბალი სულ ტრიალებს,ქანაობს,
      წამის მეათასედი აღარ უნდა იმისთვის,
      რომ დღეს ჩვენი პლანეტა,მთელი საქრისტიანო,
      ფერშეცვლილი ვიხილოთ მომავალი დილისთვის!


                                                          ზაალ ჯალაღონია
                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები