"თვალნი ასხენ და არ ჰხედავენ და ყურნი ასხენ არა ესმით."
შუადღის მზე ბაღში მოსეირნე ორ ადამიანს საკუთარ ჩრდილს ათელვინებდა, თუმცა კი ვერც ერთი ხედავდა ამას და ვერც – მეორე. პირველი – სამიოდ წლის ცისთვალა გოგონა - იმიტომ ვერ ამჩნევდა, რომ მთელი ყურადღება გვერდით მყოფზე გადაეტანა. ცალი ხელით მისი ცერა თითი ჩაებღუჯა და ცდილობდა წინ გადაესწრო, რომ თანამგზავრს მის ნაკვალევზე ევლო, თან შეუჩერებლივ ეტიტინებოდა რაღაცას. მეორე – ოცდახუთ წლამდე, თეთრ სარაფანში გამოწყობილი ქალი, რომელსაც სახელდახელოდ დაწნული გვირილების გვირგვინი დაუდევრად ჩამოფხატოდა ჟღალ თმაზე, - იმიტომ ვერ ხედავდა საკუთარ ჩრდილს, რომ ბრმა იყო. –დე, ააახლა "სკუუპი" უნდა გავაკეთოოოთ... აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ! –რატომ? – გაეღიმა ჟღალთმიანს. –აქ ჭვიანჭველების ქალაქია. ჰოოოდა, დედიკო ჭვიანჭველამ შახლი ალ დამინგლიოთო, კოხტად გადადითო. –მე რომ არ გამიგონია ეს? –შენ ხომ ჩემი თვალებიც ალ დაგინახავს, მაგლამ გჯელა, ლომ სენსავით დიიიდი და ცისფელი თვალები მაქვს? დამიჯელე ლა, დეე... –ლილე, არ გინდა, სადმე ჩამოვჯდეთ და ყვავილები დამიკრიფო? –მინდა, მინდაა! იქ ლომ მჭვანე გვილილაა, იმან მითლა მომჭყვიტეო. –ლილე, რამდენჯერ გითხარი, რომ გვირილა თეთრია? –ალაა, დეე... მალთლა მჭვანეა და ჭითელი თვალები აქვს. ხომ გჯერა? –მჯერა... მჯერა, შე მატყუარა. მიმიყვანე ახლა სკამამდე და დამიკრიფე ეგ შენი წითელთვალება გვირილები. – გაუღიმა კესარიამ შვილს. პატარამ სასწრაფოდ მიაცილა სკამამდე დედა და გაზონზე გადავიდა სირბილით. შუადღის ბაღში სიჩუმეს მხოლოდ ბუზების ბზუილი და ლილეს ტიტინა ხმა არღვევდა, გვირილებს რომ უყვებოდა, დედიკოს არ სჯერა წითელი თვალები რომ გაქვთო. წითურს წარსული კადრებად გაუნათდა გონებაში:
==========
–პირველივე კონსულტაციაზე რატომ არ მითხარით, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გქონდათ? ახლა ამან შეიძლება სერიოზული სირთულის წინაშე დაგვაყენოს. ადვილი სავარაუდოა, რომ მშობიარობამ ხედველობის გაუარესება, ან სულაც დაკარგვა გამოიწვიოს. ჯერ კიდევ არ არის გვინ ნაყოფი მოიშოროთ. თვალებზე იმკურნალებთ და მერე თავისუფლად შესძლებთ ხელახლა დაორსულებასა და ბავშვის გაჩენას. მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა ხართ და საჩქაროც არაფერია. –არა, ექიმო, რას ამბობთ? მე უკვე ვგრძნობ, როგორ უცემს გული ჩემს ორგანიზმში პატარას... მის პატარა სხეულს ვგრძნობ, ექიმო. –კესარია, თქვენ კიდევ ბევრჯერ გექნებათ შანსი, დედობა შეიგრძნოთ. რატომ უნდა გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობით? თან თქვენს მეუღლესაც ველაპარაკე და მისთვის თქვენი კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. –თქვენ გყავთ შვილი, თამარ ექიმო? –მყავს, მაგრამ ეს რა შუაშია? – სიბრაზემ გაიელვა ექიმის ჭროღა თვალებში – ჩვეულებრივ სიტუაციაში, მეც არავის ვურჩევ ნაყოფის მოცილებას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დედის ჯანმრთელობა დევს სასწორზე და აბორტი გამართლებულია. –საკუთარი შვილის მკვლელობას რა გამართლება აქვს, ექიმო? სიმხდალის გამო, ჩემი ჯერარშობილი ჩვილი გავწირო? არამც და არამც!!! ჩემი შვილი აუცილებლად დაიბადება, თუნდაც მხედველობის დაკარგვის ხარჯზე და მორჩა ამ თემაზე საუბარი!
ექვს თვეში მართლაც გაჩნდა ლილე და სწორედ მისი გაჩენის დღეს დაინახა კესარიამ მზის სხივი უკანასკნელად, იმ ღვთისმშობლის ხატსაც ბოლოჯერ მოავლო თვალი, შვილის ჯანმრთელობას რომ შესთხოვდა მთელი ცხრა თვე... იმავე დღეს, გოგონამ შვილის თვალებით დაუწყო სამყაროს ყურება. მალე ლილე ცოტა წამოიზარდა და მხიარულ მეგზურობას უწევდა უსინათლო დედას.
ექიმების ვარაუდით, მკურნალობას რამდენიმე თვეში მხედველობა უნდა აღედგინა ჟღალთმიანისთვის, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთ იმედად თვალების გადანერგვა რჩებოდა, რომელიც ძალიან რთული პროცესი იყო, როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიული თვალსაზრისით, ამასთან დონორის მოძებნაც არ იყო ადვილი. კესარიას ქმარს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა ცოლისთვის თვალის ჩინის დასაბრუნებლად, ერთ დღეს საზღვარგარეთ მყოფმა ნაცნობმა აცნობა , რომ "შავ ბაზარზე" გოგონასთვის გადასანერგად ვარგისი მხედველობის ორგანოს შოვნა იყო შესაძლებელი, მაგრამ კესომ მტკიცე უარი განაცხადა: –ვინ იცის, ჩემთვის ამ გზით მხედველობის დაბრუნება ვის გააუბედურებს, ვის მოუსპობს მზის სხივს...
===========
–დე, იქ ბუცქებსი ყვითელი მგელი ზის, იცი? – სასაცილოდ ხელოვნური აღელვებით უთხრა დედას გვერდით მოსკუპებულმა ლილემ. –მერე, რაო მგელმა, დე? –ლაააო დააა თომა მამა ლომ გეუბნება როჩა არ იჯინებ, მგელი მოვა და შეგჭამშო, სუულ ტყუილიაო. მე კეთილი მგელი ვალ და სენთვის ნაყინი მაქვშო ჯიბეში. –მერე, დე? –მეელე ნაყინი მომჩა, კალამელიანი და გადავსანსლე... უუუფ, უუუფ, ლა კალგი იყოოოო! – თქვა გოგონამ და სასაცილოდ გამობზიკა ტუჩები, თან ხელოვნური კმაყოფილებით იტყაპუნებდა მუცელზე პაწუკა ხელს.
==============
–სახლში სულ რამდენიმე წუთის შესული იყვნენ, როცა კესარიას მობილურმა დარეკა. მისი ექიმი იყო. სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. ცოტა ხანში თომა და კესო ექიმის კაბინეტში ისხდნენ და იმედით ისმენდნენ ამბავს, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა გოგონა ავარიის შედეგად გარდაცვლილიყო, ხოლო მის მამას ექიმისთვის ეთხოვა, რომ მისი ქალიშვილის თვალები ისეთი ადამიანისთვის გადაენერგათ, ვისაც სჭირდებოდა. მართალია, მონაყოლი ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ კესარია საკმარისად გულუბრყვილო იყო იმისთვის, რომ ეს დაეჯერებინა. რაღაც მომენტში კი გაუკვირდა თომას გულგრილი დამოკიდებულება გარდაცვლილი გოგონას მიმართ, მაგრამ ემოციებით დატვირთულს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
===============
ოპერაციამ, რომელიც ჯერაც ექსპერიმენტის დონეზე ტარდებოდა, წარმატებით ჩაიარა და საავადმყოფოში გონს მოსულმა კესარიამ პირველად დაინახა საკუთარი პირმშო ჭროღა თვალებით...
===============
წლები გავიდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ლილე წამოიზარდა, ის უკვე სკოლის მოსწავლე იყო. ერთხელ ბავშვები სკოლიდან ექსკურსიით წაიყვანეს დედათა მონასტერში. ლილე უცებ გაშინაურდა. ცდილობდა ყველას გამოლაპარაკებოდა, ყველგან მისულიყო... –დე, წამოდი, იქ პატარა წყაროა და ოქროს თევზები დაცურავენ. რამე სურვილი ჩაიფიქრე და აგისრულებენო მითხრა დედაომ წყაროსთან რომ იჯდა. მე ჩავიფიქრე, რომ მალე დაიკო მეყოლოს... შენც ჩაიფიქრე,რა... დე, წამო! კესარია ღიმილით გაჰყვა ანც გოგონას. –დე, თევზებს უთხარი, რომ მალე მაჩუქონ დაიკო... წითური მონაზონს მიესალმა და გვერდით მიუჯდა ხის სკამზე. –მშვიდობა მოგცეს უფალმა, შვილო – თავის აუწევლად უპასუხა სალამზე მონასტრის მკვიდრმა. კესარიას საიდანღაც ეცნო ხმა და ცნობისმოყვარედ დააკვირდა სახეზე გვერდით მჯდომს, რომელსაც თავი მაღლა აეწია და ცისფერი თვალები უსიცოცხლოდ გაეშტერებინა შუადღის ჭყეტელა მზისთვის – გოგონას მოულოდნელობისაგან ააცახცახა – მის გვერდით თამარ ექიმი იჯდა. სახე შეცვლოდა, ნაოჭები მომატებოდა, სათნოება შესძენოდა და რაც მთავარია, მისი ქუთუთოებიდან კესარიას ცისფერი თვალები ირეკლავდნენ შემოდგომის მზეს, ჭროღა თვალების ნაცვლად. –თამარ ექიმო... – გონებისგან დამოუკიდებლად წარმოსთქვეს ჟღალთმიანის ბაგეებმა – იცით? მე... მე კესარია ვარ. –ვიცი... ვიცი, შვილო – ღიმილმა უფრო სათნო გაუხადა მონაზონს სახე – ლილემ იმდენი რამ მომიყვა, ყველაფერს მივხვდი... ძალიან ჭკვიანი გოგონა გყავს. –თამარ ექიმო... დედაო, თქვენ მე მხედველობა დამიბრუნეთ... ჩემს გამო დაბრმავდით, დედაო? –დავბრმავდი? არა, შვილო, ბრმა მანამდე ვიყავი, უდანაშაულო პატარებს რომ დაბადებამდე ვუსპობდი სიცოცხლეს, ბრმა ვიყავი, როცა სხვისი შვილების სისხლში ხელგასვრილი საკუთარი შვილების კეთილდღეობას შევთხოვდი ღვთისმშობელს... ბრმა ვიყავი, სანამ შენ არ დამანახე, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი ძღვენია უფლისგან ბოძებული და არავის აქვს უფლება მოსპოს იგი. შენ დამანახე, რომ მკვლელობას გამართლება არ აქვს... მე მქონდა თვალები და ვერ ვხედავდი იმას, რაც შენმა უსინათლო თვალებმა დამანახეს.
–დე, ნახე, დედაოს ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს. –ხო,ლილე, ზუსტად შენნაირი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მოკლედ უყვარს ლაშას "ტრანსპლანტაცია"... მე რომ მიყვარს, იმაზე მეტად და ალალია, რომ მას ვაჩუქო ეს ნაწერი :) ვადასტურებ ხელმოწერით: ლ.ყორშია მოკლედ უყვარს ლაშას "ტრანსპლანტაცია"... მე რომ მიყვარს, იმაზე მეტად და ალალია, რომ მას ვაჩუქო ეს ნაწერი :) ვადასტურებ ხელმოწერით: ლ.ყორშია
28. ისე პირიქით რო დაგეწერა უფრო მართებული იქნებოდა ლან :D:D:D ისე პირიქით რო დაგეწერა უფრო მართებული იქნებოდა ლან :D:D:D
27. მშობლის გარეშე არ დაგინახო აქ მოსული... უკიდურეს შემთხვევაში, ძმა მოიყვანე :)) მშობლის გარეშე არ დაგინახო აქ მოსული... უკიდურეს შემთხვევაში, ძმა მოიყვანე :))
26. უიიიიი, შენც მეტი ხოარ გინდოდა ტო :D:D:D ნუ რა აზრი აკ, გამიტაშვლი ეწერება თუ გამხიტაშვილი?? მთAვარია ჩემია და ვსო უიიიიი, შენც მეტი ხოარ გინდოდა ტო :D:D:D ნუ რა აზრი აკ, გამიტაშვლი ეწერება თუ გამხიტაშვილი?? მთAვარია ჩემია და ვსო
25. გამიტაშვილი ხარ შენ, თუ გამხიტაშვილი? მოვიდეს აქ მაკაველი... უფროს ძმას ვიბარებ :)) გამიტაშვილი ხარ შენ, თუ გამხიტაშვილი? მოვიდეს აქ მაკაველი... უფროს ძმას ვიბარებ :))
24. ეს ნაწარმოები ჩემია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი,,,, თავს უფლებას ვაძლევ და ლანას მაგივრად ვაწერ ხელს ჩუქებაზე,,,, :D
/ ლ. გამიტაშვილი/ / ლ. ყორშია/ ეს ნაწარმოები ჩემია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი,,,, თავს უფლებას ვაძლევ და ლანას მაგივრად ვაწერ ხელს ჩუქებაზე,,,, :D
/ ლ. გამიტაშვილი/ / ლ. ყორშია/
23. გენაცვალე, ლაშ... ხომ იცი, როგორ მიყვარხარ? :-* გენაცვალე, ლაშ... ხომ იცი, როგორ მიყვარხარ? :-*
22. ჩემი პავორიტი ხარ ამ საიტზე და ეს შენ კარგად იცი,,,, რაც შეეხება ამ ნაწარმოებს უბრალოდ ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური აზრიტ, გენიალურია,,,, 55555555555 ჩემი პავორიტი ხარ ამ საიტზე და ეს შენ კარგად იცი,,,, რაც შეეხება ამ ნაწარმოებს უბრალოდ ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური აზრიტ, გენიალურია,,,, 55555555555
21. მადლობა, გაზაფხულის მახარობელო :-* მადლობა, გაზაფხულის მახარობელო :-*
20. საოცარი ნაწერია!!!! თვალის გადანერგვა რამდენად შესაძლებელია არ ვიცი, მაგრამ.... ფანტასტიური იყო! ჩემი მოწონება ამ გვერდს!!! :-* 555555 საოცარი ნაწერია!!!! თვალის გადანერგვა რამდენად შესაძლებელია არ ვიცი, მაგრამ.... ფანტასტიური იყო! ჩემი მოწონება ამ გვერდს!!! :-* 555555
19. მადლობა მუხას და მილანელს... საერთოდაც მადლობა ყველას, რომ არ დაგეზარათ ამ ტექსტის წაკითხვა :-* მადლობა მუხას და მილანელს... საერთოდაც მადლობა ყველას, რომ არ დაგეზარათ ამ ტექსტის წაკითხვა :-*
18. ძალიან მომეწონა, მშვენიერი ნაწერია, არ აქვს მნიშვნელობა მოგონილია თუ ნამდვილი, კარგი იდეა და ფინალი საუკეთესო! ძალიან მომეწონა, მშვენიერი ნაწერია, არ აქვს მნიშვნელობა მოგონილია თუ ნამდვილი, კარგი იდეა და ფინალი საუკეთესო!
17. ძალიან მომეწონა, ბრავო, გულშიჩამწვდომად წერ.. +5 ძალიან მომეწონა, ბრავო, გულშიჩამწვდომად წერ.. +5
16. მადლობა, ლაშ... :-* მადლობა, ლაშ... :-*
15. კი ლან უნდა შეიფერო და ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის,,, ეს და "ნაბიჭვარი" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებებია,,, წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო,,,, კი ლან უნდა შეიფერო და ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის,,, ეს და "ნაბიჭვარი" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებებია,,, წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო,,,,
14. ლააშ, შევიფერო??? გამახარე ძალიან! შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც იყავი ამ ნაწერის პირველი შემფასებელი :-* ნანა, მადლობა. მესიამოვნა... :-* ლააშ, შევიფერო??? გამახარე ძალიან! შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც იყავი ამ ნაწერის პირველი შემფასებელი :-* ნანა, მადლობა. მესიამოვნა... :-*
13. ეს ნაწარმოები პირველმა მე მოვისმინე და ძალიან მომეწონა, გენიალური ნაწერია ისევე როგორც ავტორი,,,, გენაცვალე შენ ლან,,,,,
555555555555555555555555555555555555555555 ეს ნაწარმოები პირველმა მე მოვისმინე და ძალიან მომეწონა, გენიალური ნაწერია ისევე როგორც ავტორი,,,, გენაცვალე შენ ლან,,,,,
555555555555555555555555555555555555555555
12. –საკუთარი შვილის მკვლელობას რა გამართლება აქვს, ექიმო? შემრცხვა...:(
თითქმის დაუჯერებელი ამბავია მოთხრობილი...მაგრამ ძალიან იმოქმედა...ე. ი. არც ისეთი დაუჯერებელი ყოფილა...:-* ძალიან კარგი ავტორი...55555555555 –საკუთარი შვილის მკვლელობას რა გამართლება აქვს, ექიმო? შემრცხვა...:(
თითქმის დაუჯერებელი ამბავია მოთხრობილი...მაგრამ ძალიან იმოქმედა...ე. ი. არც ისეთი დაუჯერებელი ყოფილა...:-* ძალიან კარგი ავტორი...55555555555
11. ყველას მადლობა, ვისაც არ დაეზარა წაკითხვა... :-* ყველას მადლობა, ვისაც არ დაეზარა წაკითხვა... :-*
10. კარგია, მომეწონა!!++ კარგია, მომეწონა!!++
9. კარგი, მომეწონა!!++ კარგი, მომეწონა!!++
8. გაიხარე, ძალიან მაგრად წერ!!!!!!
555 გაიხარე, ძალიან მაგრად წერ!!!!!!
555
7. ლან წავიკითხე ... მომენატრა შენი ნაწერები... მენატრები შენც ძალიან ძალიან... :-* ლან წავიკითხე ... მომენატრა შენი ნაწერები... მენატრები შენც ძალიან ძალიან... :-*
5. მადლობა, ლაშ :* ახლავე შევასწორებ. ვიცოდი, რომ შენ მიშველიდი :) მადლობა გიორგის და მერცის, რომ არ დაეზარათ წაკითხვა :* მადლობა, ლაშ :* ახლავე შევასწორებ. ვიცოდი, რომ შენ მიშველიდი :) მადლობა გიორგის და მერცის, რომ არ დაეზარათ წაკითხვა :*
4. –დე, იქ ბუცქებსი ყვითელი მგელი ზის, იცი? – სასაცილოდ ხელოვნური აღელვებით უთხრა დედას გვერდით მოსკუპებულმა ლილემ. –მერე, რაო მგელმა, დე? –ლაააო დააა თომა მამა ლომ გეუბნება როჩა არ იჯინებ, მგელი მოვა და შეგჭამშო, სუულ ტყუილიაო. მე კეთილი მგელი ვალ და სენთვის ნაყინი მაქვშო ჯიბეში. –მერე, დე? –მეელე ნაყინი მომჩა, კალამელიანი და გადავსანსლე... უუუფ, უუუფ, ლა კალგი იყოოოო! – თქვა გოგონამ და სასაცილოდ გამობზიკა ტუჩები, თან ხელოვნური კმაყოფილებით იტყაპუნებდა მუცელზე პაწუკა ხელს.
: )))))))))))))))))))))))))))) ლა ლამაზიააა : )))))))))))) –დე, იქ ბუცქებსი ყვითელი მგელი ზის, იცი? – სასაცილოდ ხელოვნური აღელვებით უთხრა დედას გვერდით მოსკუპებულმა ლილემ. –მერე, რაო მგელმა, დე? –ლაააო დააა თომა მამა ლომ გეუბნება როჩა არ იჯინებ, მგელი მოვა და შეგჭამშო, სუულ ტყუილიაო. მე კეთილი მგელი ვალ და სენთვის ნაყინი მაქვშო ჯიბეში. –მერე, დე? –მეელე ნაყინი მომჩა, კალამელიანი და გადავსანსლე... უუუფ, უუუფ, ლა კალგი იყოოოო! – თქვა გოგონამ და სასაცილოდ გამობზიკა ტუჩები, თან ხელოვნური კმაყოფილებით იტყაპუნებდა მუცელზე პაწუკა ხელს.
: )))))))))))))))))))))))))))) ლა ლამაზიააა : ))))))))))))
3. თვალნი ასხენ და არ ჰხედავენ და ყურნი ასხენ არა ესმით. თვალნი ასხენ და არ ჰხედავენ და ყურნი ასხენ არა ესმით.
2. ავტორის სხვა ნაწერებიც მაქვს წაკითხული,თუმცა უკომენტაროდ. თემა ერთდაიგივე...თითქმის... ნუ გამიბრაზდება მე-კალ-მე..
ავტორის სხვა ნაწერებიც მაქვს წაკითხული,თუმცა უკომენტაროდ. თემა ერთდაიგივე...თითქმის... ნუ გამიბრაზდება მე-კალ-მე..
1. თუ ვინმე ეპიგრაფს უფრო ზუსტად მომწერს, მადლობელი დავრჩები... მგონია, რომ რაღაც არასწორად მიწერია :) ჰოოდა, კიდევ ყველას წინასწარ მადლობა, ვისაც არ დაეზარება და წაიკითხავს :) თუ ვინმე ეპიგრაფს უფრო ზუსტად მომწერს, მადლობელი დავრჩები... მგონია, რომ რაღაც არასწორად მიწერია :) ჰოოდა, კიდევ ყველას წინასწარ მადლობა, ვისაც არ დაეზარება და წაიკითხავს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|