| ავტორი: მენთოლლ ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2011 |
წარმოსახვაში თუ კი არსებობ, იქაც და აქაც ორგან დარჩები. ჟამი დაგიდგა სააღსარებო, ორ სამყაროში შეუთავსები. თუ კი ლამაზი ხე შეიფოთლა, მე სულის ქორწილს იქვე მოველი. ილუზიაა ის რაც იყოფა და აბსურდამდე დადის ყოველი. შემოგღაღადო, თვალნი დაგადგა, მინდა ყოფიერ ასეთ ხმაურში. სულო, უჩინარ მდუმარ საგანთა, განადგურებას ვით გადაურჩი? ასე მგონია, დიდება გიცავს, თეთრი ვარდებით შემოსაზღვრული. დაბადებამდე რაც იყო წინათ, მე დამიტოვე როგორც წარსული. და შუქ–ხმებიდან, ლექსის არსება, სიოს დუმილი ჩემზე იფიქრებს; გარდასულიდან რაც კი გაქრება, ახალშობილში გამოიღვიძებს! წარმოსახვაში თუ კი არსებობ, იქაც და აქაც ორგან დარჩები. ჟამი დაგიდგა საბედისწერო, ორ სამყაროში შეუთავსები!
ზაალ ჯალაღონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მთლად ვერ გავარკვიე რაზეა ლექსი, მაგრამ რაც გავარკვიე ის მომეწონა : ) რითმებიც მომეწონა. +2 მთლად ვერ გავარკვიე რაზეა ლექსი, მაგრამ რაც გავარკვიე ის მომეწონა : ) რითმებიც მომეწონა. +2
5. 3- კომენტარის საყურადღებოდ: რატომღაც მე სულაც არ ვფიქრობ ასე :D:D
3- კომენტარის საყურადღებოდ: რატომღაც მე სულაც არ ვფიქრობ ასე :D:D
4. მოეშვით ამ ციდამტკავლურ გამოხტომებს,და ნუ იბოღმებით,თუ რამე გესმით დამიკონკრეტეთ,რა და რატომ.როგორც ლიტერატორი გაგცემთ სათანადო პასუხს.არაკომპენტეტურობას ნუ ამჟღავნებთ წარამარა. მოეშვით ამ ციდამტკავლურ გამოხტომებს,და ნუ იბოღმებით,თუ რამე გესმით დამიკონკრეტეთ,რა და რატომ.როგორც ლიტერატორი გაგცემთ სათანადო პასუხს.არაკომპენტეტურობას ნუ ამჟღავნებთ წარამარა.
3. ორ და არამარტო ორ სამყაროში მცხოვრებს, ერთს ვიცნობ მარტო,,, არ დავასახელებ... ეს ლექსი არ არის კარგი, დაჟე ცუდია :) ორ და არამარტო ორ სამყაროში მცხოვრებს, ერთს ვიცნობ მარტო,,, არ დავასახელებ... ეს ლექსი არ არის კარგი, დაჟე ცუდია :)
2. წარმატებები :) + წარმატებები :) +
1. გარდასულიდან რაც კი გაქრება, ახალშობილში გამოიღვიძებს!
მშვენიერია, გაიხარე ძმაო!
გარდასულიდან რაც კი გაქრება, ახალშობილში გამოიღვიძებს!
მშვენიერია, გაიხარე ძმაო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|