ბავშვ[ობა]დაკარგული თაობა ანუ ბოლოსიტყვაობა, რომელიც ავტობიოგრაფიას ჰგავს
მიწის სუნი ასდის ამ მარტოობას და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ადამიანებმა მიწასავით გამომიყენეს. ნაადრევად დამბარეს, დამფარცხეს, დამმარგლეს და ახლა, როცა მოსავლის მოწევნის ჟამი დადგა მომინდა სოიოს მარცვალივით მიმობნეულ წლებზე ზერელედ გადამეხედა, ჭეშმარიტებისთვის კი თვალში ჩამეხედა. შევძრწუნდი, ღმერთმანი! ვხედავ, მხარზე მოგდებული ილუზია რეალობის ნიღაბთან პირფერობს. აი, თურმე რისთვის დამჭირდა ფურცელთან განმარტოება. ჩემს გამოგონილ სამყაროში, სადაც ყველაფერი არცთუ სახარბიელოდაა მოწყობილი, საიმისოდ რომ გული არ დამწყდომოდა [მუცლით-მეზღაპრემ] ახალ-ახალ ადამიანებსა და ისტორიებს დავუწყე „ძერწვა“. ასე აღმოვჩნდით ომის ქარცეცხლში, საიდანაც გადარჩენილებმა ერთმანეთის ხათრითა და ჯიბრით დავიწყეთ ცხოვრება. დედა ცდილობს ომის მიზეზი განმარტოს, თუმცა ქვეცნობიერად უფრო ის მაწუხებს, რატომ ვწევარ იატაკზე, რა იქნა სათამაშოები და რას ნიშნავს ასე ყოველ წუთში ნათქვამი სიტყვა „უსახლკარობა“. სოფლიდან - სოფელში, ქალაქიდან - ქალაქში, ორიოდ ჩემოდნის თანხლებით, დავძრწით. [ასეთია ადგილუპოვნელთა ბედი]. მამა ამბობს: - თავშესაფარი უნდა ვეძიოთ და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. როგორც მოკვდავებს, ბევრი რამ დაგვჭირდება, არა ფუფუნებისთვის, არამედ საარსებოდ, თავის გასატანად. ჯანდაბას, მხოლოდ ხუთის ვარ და იმ პირობას მივიღებ, რასაც შემომთავაზებთ. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ გულისთქმა ჩემი ოდესმე დაარღვევდა თვრამეტწლიან დუმილს და კალამი ბავშვობის ქიმერიონთან დამაპირისპირებდა. ტკივილი ენის წვერზე თავსდება და მინდა ვიყვირო, ვიტირო! დიახ, იმის გამო, რომ ბავშვურ ბედნიერებას მიმალავდნენ, სამყაროს შავ-თეთრ გამოსახულებიან გაბღენძილ ტელევიზორში მანახებდნენ, ისიც შეზღუდულად, დროის განსაზღვრული ლიმიტით!.. შთამაგონებდნენ და მეც უნებლიეთ ვიმეორებდი: - სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთის კარგი არ გვიხარია და ნუ დაიჩემებთ, რომ ჩემზე კეთილშობილი ხართ! რომ სიყვარული კი არ არსებობს ქვეყნიერებაზე, არამედ ვეჩვევით ერთურთს და გვგონია, ვითომ გვიყვარს. რა ვიცოდი მე უგუნურს, რომ ამით ადამიანურ ურთიერთობებს ხელის ერთი მოსმით ვანგრევდი. მე არ ვსაუბრობ პირად განცდებზე, მე ბავშვობადაკარგულ თაობაზე ვწერ. ბავშვობა, რომელიც მდინარე ენგურზე ცურვის დაუფლებით, თევზაობით, საბავშვო თავგადასავლებით, საპოვნელას, ნიშხანიშხასა და კუკუმალობანას თავშექცევით დაიწყო და მერე უსასრულო უბედურებით ჩანაცვლდა. ამადაცაა, რომ უასაკობის მიუხედავად მახსენდება ხუხულა, ხიმინჯებზე დადგმული ოდა, ჭასთან დამდგარი ჭანჭახი, ბზისგან გაშენებული დეკორატიული ღობე-გალავანი!.. ფარღალალა მარანი, კალო-საბძელი, ალერდთა ზვინი, ბოსელი და თავლა, ეზოში დაბუდებული სკა, წარწერით „სასუტელას მფარველი ანანა-გუნდა“. [გვიან გავიგე, რომ სასუტელა იგივე ფუტკარი ყოფილა, ანანა-გუნდა კი აფხაზ ხალხში დღემდე შემორჩენილი ტრადიციული რწმენის გადმონაშთი – მეფუტკრეობის მფარველი ქალღმერთი]. მაგონდება ბაღში დადგმული საფრთხობელა ა-ლაკუმზა, მარცვლეულთა დასაფქვავად აღმართული ბუჭულა და ბოძებზე შემდგარი ნალია. იმ მარანს, სადაც უწინ ვაზის ნაჟურს ვღვრიდით, დღეს მორიელები შეესივნენ. ისლით დახურულ ოდას საბუხრე მოერღვა; დაცარიელდა ნალიაცა და ბეღელიც. თავლაში ნაკელი გახმა და არც მსხვილფეხა საქონლის აღმუვლება ისმის, საღამო ხანს სახლის კართან მომდგართ რომ სჩვეოდათ. ჭამდე მისასვლელი ბილიკი ეკალ-ბარდებით დაიფარა. ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა. ისეთი ამაზრზენი სანახავია სოფელი, რომ ძველებურად შიშმა შემიპყრო, ზუსტად ისე, მეხის გავარდნისას რომ დამეუფლებოდა და აფორიაქებული კარადაში შევიყუჟებოდი, ვიდრე გრუხუნის ხმა არ მინავლდებოდა. ისეთი განცდა მაქვს, ლარნაკში გამხმარ ყვავილს რომ შეიძლება ოდესმე დაეუფლოს. გული მაქვს გაპობილი და ამ ჭრილობას ვერ ვშველი, თორემ ქრისტესისხლათი უბრალო იარა რამდენგზის მომირჩენია. ქვიჯაში დანაყულ ნიორივით ვარ!.. გამუდმებით ჩამესმის: უნდა შესცოდო და კიდეც მოინანიო!.. დანაშაული რომ გამოისყიდო, უნდა როგორმე დააშავო!.. რაც მეტ ტკივილს იგრძნობ, უფრო დაგიამდება გველივით დაკლაკნილი და სასოწარკვეთილი სიცოცხლე. დაე, მოხსენი ღირსებას მარყუჟი და სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებული, ტომარაწამოცმული ხანდაზმული სხეული იხსენ არარაობის ქმნადობისგანო!.. სიამაყის გრძნობა დავკარგე. ან რა გამხდის ინდაურივით გაბღენძილს, როცა დაკარგული სამოთხე [აფზაზეთი] ტკივილით მახსენებს თავს. განა მართებული არ არის, როცა მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები. არ მერიდება და პირდაპირ გეტყვი: არ გინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? ჩვენ ხომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, ერთმანეთი ვიპოვეთ და არც ახლა გაგვიჭირდება. ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. შენი და სხვა გულისხმიერი მკითხველის თხოვნით, განვათავსებ მე-დეა. თითქმის ნახევარ წელზე მეტია არ ვყოფილვარ საიტზე... შენი და სხვა გულისხმიერი მკითხველის თხოვნით, განვათავსებ მე-დეა. თითქმის ნახევარ წელზე მეტია არ ვყოფილვარ საიტზე...
31. ირაკლი მოგიკითხეე. დადე რა რამე ახალი. მომენატრა შენი ნაწერები :) ირაკლი მოგიკითხეე. დადე რა რამე ახალი. მომენატრა შენი ნაწერები :)
30. :(:(:(:( +++++2 :(:(:(:( +++++2
28. თვის ბოლოს ვაპირებ, ისტორიული რომანიც გამოდის და ერთად მინდა ორი წიგნის პრეზენტაცია...
თვის ბოლოს ვაპირებ, ისტორიული რომანიც გამოდის და ერთად მინდა ორი წიგნის პრეზენტაცია...
27. ირაკლიუს, პრეზენტაციააა ?! :) :) :) ირაკლიუს, პრეზენტაციააა ?! :) :) :)
26. გმადლობ mrs.smith... სხვათა შორის წიგნი გამოვეცი, ნოველათა კრებული. ჩემი შემოქმედების მოყვარულთ პრეზენტაციაზე იმედია გიხილავთ:) გმადლობ mrs.smith... სხვათა შორის წიგნი გამოვეცი, ნოველათა კრებული. ჩემი შემოქმედების მოყვარულთ პრეზენტაციაზე იმედია გიხილავთ:)
25. აჰ, ამ ნაწერს ტრანსპორტში ვკითხულობდი, მახსოვს.
შეკრული, აზრიანი.
კარგი იქნებოდა, დარუნებულიყავი :) აჰ, ამ ნაწერს ტრანსპორტში ვკითხულობდი, მახსოვს.
შეკრული, აზრიანი.
კარგი იქნებოდა, დარუნებულიყავი :)
24. უღრმესი მადლობა, მედეა. ანუ ერთი გზა გამოგვივლია. მეც შენი ხნის ვიყავი მაშინ. ეს ჩემი წიგნის ბოლოსიტყვაობაა, რომელი უახლოეს 10 დღეში გამოიცემა. უღრმესი მადლობა, მედეა. ანუ ერთი გზა გამოგვივლია. მეც შენი ხნის ვიყავი მაშინ. ეს ჩემი წიგნის ბოლოსიტყვაობაა, რომელი უახლოეს 10 დღეში გამოიცემა.
23. ბავშვობადაკარგული უნდა დამეწერა შემეშალა :) ბავშვობადაკარგული უნდა დამეწერა შემეშალა :)
22. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. :)
მე – დეა მქვია ნაომარი ზღვისფერი ქალაქიდან ვარ, ბავშობადაკარგული . ომის დროს 6 წლის ვიყავი და იმდენი მახსოვს ჰაჰ, განსაკუთრებით სვანეთის დაუსრულებელი გზა :) მიხარიხარ გულახდილად . შენი ნაწერები ამოვბეჭდე და ისე წავიკითხე. ყველა რაც საიტზე დევს. ვერცერთი ვერ დავიწუნე. პირიქით . ძალიან დიდი ემოცია და კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. დახვეწილი ხელწერა და მოაზროვნე ავტორი ჩანხარ. შენი ერთგული მკითხველი გავხდი, გაიხარე :) + 5 მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. :)
მე – დეა მქვია ნაომარი ზღვისფერი ქალაქიდან ვარ, ბავშობადაკარგული . ომის დროს 6 წლის ვიყავი და იმდენი მახსოვს ჰაჰ, განსაკუთრებით სვანეთის დაუსრულებელი გზა :) მიხარიხარ გულახდილად . შენი ნაწერები ამოვბეჭდე და ისე წავიკითხე. ყველა რაც საიტზე დევს. ვერცერთი ვერ დავიწუნე. პირიქით . ძალიან დიდი ემოცია და კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. დახვეწილი ხელწერა და მოაზროვნე ავტორი ჩანხარ. შენი ერთგული მკითხველი გავხდი, გაიხარე :) + 5
21. მე მომწონს ეს ავტორი! საინტერესო ხელწერა აქვს და გულიანად წერს გულიდან ამოხეთქილ განცდებს!
გაიხარე, ირაკლიუსო!
მე მომწონს ეს ავტორი! საინტერესო ხელწერა აქვს და გულიანად წერს გულიდან ამოხეთქილ განცდებს!
გაიხარე, ირაკლიუსო!
20. ნამდვილად ემოციური , უფრო სწორედ ემოციებს რომ გაგიღვიძებს ისეთი ნაწერია, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტად არის გატაცებული ავტორი , არ მინდა ამ სიტყვის ხმარება მაგრამ არქაულ , იშვიათად გამოყებნებად სიტყვებით, მე მგონი მესმის რისთვისაც შწირდება ეს , მასველი რგოლივიტაა თითქოს უნდა გარეთ არსებულ ორომთრიALსIა და ქაოსში ,ამ რგოლს ჩაავლოს ხელი და სამშვიდობოს გავიდეს, მაგრამ მაინც არ მგონია გამართლებული ამდენი ასეთი სიტყვის ერბაშად გამოყენება მარტებული, მე მგონი ბავშვობის ქიმერიონი? -ც მთლად მაღტებული არ უნდა იყოს. და მგონია ოდნავ ზედმეტი პათეტიკაა ამ ნაწერში. ეს ჩემი აზრია და ოდნავაც არ აკნინებს იმ Mტავარს რაც ამ ნაწერეს აქვს, ანუ სული , სული რომელიც ცოცხალია და განიცდის. ნამდვილად ემოციური , უფრო სწორედ ემოციებს რომ გაგიღვიძებს ისეთი ნაწერია, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტად არის გატაცებული ავტორი , არ მინდა ამ სიტყვის ხმარება მაგრამ არქაულ , იშვიათად გამოყებნებად სიტყვებით, მე მგონი მესმის რისთვისაც შწირდება ეს , მასველი რგოლივიტაა თითქოს უნდა გარეთ არსებულ ორომთრიALსIა და ქაოსში ,ამ რგოლს ჩაავლოს ხელი და სამშვიდობოს გავიდეს, მაგრამ მაინც არ მგონია გამართლებული ამდენი ასეთი სიტყვის ერბაშად გამოყენება მარტებული, მე მგონი ბავშვობის ქიმერიონი? -ც მთლად მაღტებული არ უნდა იყოს. და მგონია ოდნავ ზედმეტი პათეტიკაა ამ ნაწერში. ეს ჩემი აზრია და ოდნავაც არ აკნინებს იმ Mტავარს რაც ამ ნაწერეს აქვს, ანუ სული , სული რომელიც ცოცხალია და განიცდის.
19. სწორია, თეა, თუმცა მას მოსდევს ფრაზა: მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ გულისთქმა ჩემი ოდესმე დაარღვევდა თვრამეტწლიან დუმილს და კალამი ბავშვობის ქიმერიონთან დამაპირისპირებდა. ანუ ამით ვამართლებ ბავშვისთვის ზედმეტად "ნააზრევს..." და ე.წ "დიდურს" სწორია, თეა, თუმცა მას მოსდევს ფრაზა: მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ გულისთქმა ჩემი ოდესმე დაარღვევდა თვრამეტწლიან დუმილს და კალამი ბავშვობის ქიმერიონთან დამაპირისპირებდა. ანუ ამით ვამართლებ ბავშვისთვის ზედმეტად "ნააზრევს..." და ე.წ "დიდურს"
18. უბრალოდ, თვითონ ფრაზამ დამაფიქრა (არა - შინაარსობრივად), ანუ 5 წლის ბავშვისთვის ზედმეტად ''დიდურია''. დანარჩენი გასაგებია ყველაფერი.
უბრალოდ, თვითონ ფრაზამ დამაფიქრა (არა - შინაარსობრივად), ანუ 5 წლის ბავშვისთვის ზედმეტად ``დიდურია``. დანარჩენი გასაგებია ყველაფერი.
17. კი, სწორად გაიგე თეა... ანუ, ეს ერთგვარად ჩემი ბიოგრაფიააცაა, ომის დროს 5 წლის ვიყავი... კი, სწორად გაიგე თეა... ანუ, ეს ერთგვარად ჩემი ბიოგრაფიააცაა, ომის დროს 5 წლის ვიყავი...
16. ''ჯანდაბას, მხოლოდ ხუთის ვარ და იმ პირობას მივიღებ, რასაც შემომთავაზებთ.'' - ამას ამბობს ბავშვი, თუ არასწორად გავიგე?
საინტერესო ნააზრევია, ტკივილიანი მონათხრობი. საზოგადო თემაა და გულწრფელი მხატვრული გადმოცემა.
``ჯანდაბას, მხოლოდ ხუთის ვარ და იმ პირობას მივიღებ, რასაც შემომთავაზებთ.`` - ამას ამბობს ბავშვი, თუ არასწორად გავიგე?
საინტერესო ნააზრევია, ტკივილიანი მონათხრობი. საზოგადო თემაა და გულწრფელი მხატვრული გადმოცემა.
15. ისეთი განცდა მაქვს, ლარნაკში გამხმარ ყვავილს რომ შეიძლება ოდესმე დაეუფლოს. გული მაქვს გაპობილი და ამ ჭრილობას ვერ ვშველი, თორემ ქრისტესისხლათი უბრალო იარა რამდენგზის მომირჩენია. ქვიჯაში დანაყულ ნიორივით ვარ!..
განა მართებული არ არის, როცა მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდით.
ღვთისგან დალოცვილო ადამიანო, არც ვიცი, რა გითხრა... სუფთა და ფაქიზი სულით გევლოს მუდამ უფლის გზაზე!!!!! ისეთი განცდა მაქვს, ლარნაკში გამხმარ ყვავილს რომ შეიძლება ოდესმე დაეუფლოს. გული მაქვს გაპობილი და ამ ჭრილობას ვერ ვშველი, თორემ ქრისტესისხლათი უბრალო იარა რამდენგზის მომირჩენია. ქვიჯაში დანაყულ ნიორივით ვარ!..
განა მართებული არ არის, როცა მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდით.
ღვთისგან დალოცვილო ადამიანო, არც ვიცი, რა გითხრა... სუფთა და ფაქიზი სულით გევლოს მუდამ უფლის გზაზე!!!!!
14. იმ მარანს, სადაც უწინ ვაზის ნაჟურს ვღვრიდით, დღეს მორიელები შეესივნენ. ისლით დახურულ ოდას საბუხრე მოერღვა; დაცარიელდა ნალიაცა და ბეღელიც. თავლაში ნაკელი გახმა და არც მსხვილფეხა საქონლის აღმუვლება ისმის, საღამო ხანს სახლის კართან მომდგართ რომ სჩვეოდათ. ჭამდე მისასვლელი ბილიკი ეკალ-ბარდებით დაიფარა. ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა. ისეთი ამაზრზენი სანახავია სოფელი, რომ ძველებურად შიშმა შემიპყრო, ზუსტად ისე, მეხის გავარდნისას რომ დამეუფლებოდა და აფორიაქებული კარადაში შევიყუჟებოდი, ვიდრე გრუხუნის ხმა არ მინავლდებოდა. ისე მძაფრად მოდის ყველა ეს ტკივილი მკითხველამდე...:(
ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ...
კატიე კი გასულა უიმედოდ...:)მაგრამ მე მჯერა ამ წრფელი ლოცვის და იმედსაც ვიტოვებ...5555555 იმ მარანს, სადაც უწინ ვაზის ნაჟურს ვღვრიდით, დღეს მორიელები შეესივნენ. ისლით დახურულ ოდას საბუხრე მოერღვა; დაცარიელდა ნალიაცა და ბეღელიც. თავლაში ნაკელი გახმა და არც მსხვილფეხა საქონლის აღმუვლება ისმის, საღამო ხანს სახლის კართან მომდგართ რომ სჩვეოდათ. ჭამდე მისასვლელი ბილიკი ეკალ-ბარდებით დაიფარა. ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა. ისეთი ამაზრზენი სანახავია სოფელი, რომ ძველებურად შიშმა შემიპყრო, ზუსტად ისე, მეხის გავარდნისას რომ დამეუფლებოდა და აფორიაქებული კარადაში შევიყუჟებოდი, ვიდრე გრუხუნის ხმა არ მინავლდებოდა. ისე მძაფრად მოდის ყველა ეს ტკივილი მკითხველამდე...:(
ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ...
კატიე კი გასულა უიმედოდ...:)მაგრამ მე მჯერა ამ წრფელი ლოცვის და იმედსაც ვიტოვებ...5555555
13. "შინ-სახლში", საინტერესოა, რომ ეს დაინახეთ, კატიე... "შინ-სახლში", საინტერესოა, რომ ეს დაინახეთ, კატიე...
12. საუკეთესო განმარტება თუ რა არის "შინ–სახლში":
"უასაკობის მიუხედავად მახსენდება ხუხულა, მიწურზე დადგმული ოდა, ჭასთან დამდგარი ჭანჭახი, ბზისგან გაშენებული დეკორატიული ღობე-გალავანი!.. ფარღალალა მარანი, კალო-საბძელი, ალერდთა ზვინი, ბოსელი და თავლა, ეზოში დაბუდებული სკა, წარწერით „სასუტელას მფარველი ანანა-გუნდა“. [გვიან გავიგე, რომ სასუტელა იგივე ფუტკარი ყოფილა, ანანა-გუნდა კი აფხაზ ხალხში დღემდე შემორჩენილი ტრადიციული რწმენის გადმონაშთი – მეფუტკრეობის მფარველი ქალღმერთი]. მაგონდება ბაღში დადგმული საფრთხობელა ა-ლაკუმზა, მარცვლეულთა დასაფქვავად აღმართული ბუჭულა და ბოძებზე შემდგარი ნალია."
მერე იტყვიან რა არის სამშობლოვო, რა არის სიყვარულიო, რა არის პატრიოტიზმიო... იცით, ვისაც არ დაუკარგავს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია, ვერასოდეს გაიგებს სიტყვის მნიშვნელობას "შინ", როდესაც ეს "შინ" შენი აღარაა...
ქ ვ ი ჯ ა შ ი დ ა ნ ა ყ უ ლ ი ნ ი ო რი ვ ი თ ვტოვებ ამ გვერდს, დიდი ტკივილით და თან უიმედოდ...
მტკივა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო! საუკეთესო განმარტება თუ რა არის "შინ–სახლში":

მტკივა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
11. კარგია უდაოდ.. კარგია უდაოდ..
10. ირაკლის ნაცვლად მიხარია, რომ კითხულობთ. კიდევ ერთი კარგი ავტორი და შესანიშნავი ადამიანი. :) :) ირაკლის ნაცვლად მიხარია, რომ კითხულობთ. კიდევ ერთი კარგი ავტორი და შესანიშნავი ადამიანი. :) :)
9. მართლა კარგი ნაწერია ,გაიხარე ავტორო!
მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო.
სანამ აფხაზეთში ვერ წავსულვართ, სამაცაბლოსი არ გაგვივლია და საქართველო არ გაერთიანებულა... სანამ გარყვნილება და სიბინძურე, რწმენის დეფიციტი სანამ ზენიტშია- ჩვენ-ყველა საქართველოს მოქალაქენი-ყველანი, ყველანი- ყველანი უსამშობლონი ვართ ძმაო...
ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები.
გაიხარე რომ ხედავ!
მართლა კარგი ნაწერია ,გაიხარე ავტორო!

8. ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები
ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ...
ძალიან კარგი ნაწერია უფრო სწორედ, ნაწერზე ბევრად მეტი... :)
ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები
ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ...
ძალიან კარგი ნაწერია უფრო სწორედ, ნაწერზე ბევრად მეტი... :)
7. უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები. არ მერიდება და პირდაპირ გეტყვი: არ გინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? ჩვენ ხომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, ერთმანეთი ვიპოვეთ და არც ახლა გაგვიჭირდება.
თითქოს ახალი არაფერია, მაგრამ ძალიან საიტერესოა, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავ...მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდა ავტორებიც არსებობენ ..საგანგებოდ შემოვედი, რომ მეთქვა: ოდესრაც პირველი ვიყავი, ვინც ეს ავტორი "აღმოაჩინა"...ამ ''აღმოჩენით" ახლაც დიდად კმაყოფილი გავდივარ..წარმატებებისა და საუკეთესო სურვილებით :) უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. ყველაფერი ერთი სიტყვისგან - ურწმუნოებისგან წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და გარიყა ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები. არ მერიდება და პირდაპირ გეტყვი: არ გინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? ჩვენ ხომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, ერთმანეთი ვიპოვეთ და არც ახლა გაგვიჭირდება.
თითქოს ახალი არაფერია, მაგრამ ძალიან საიტერესოა, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავ...მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდა ავტორებიც არსებობენ ..საგანგებოდ შემოვედი, რომ მეთქვა: ოდესრაც პირველი ვიყავი, ვინც ეს ავტორი "აღმოაჩინა"...ამ ``აღმოჩენით" ახლაც დიდად კმაყოფილი გავდივარ..წარმატებებისა და საუკეთესო სურვილებით :)
6. შესანიშნავი კომენტარია, ძალიან ღრმა და ემოციით დატვირთული. ზუსტად ის არის გამოხატული, რაც მე (ავტორმა) განვიცადე პირადად. სწორად აღნიშნე ტენდი: "ჩვენ თქვენზედაც უნდა გვეზრუნა და საკუთარ თავზეც"-ო. და მე ამ ყველაფერს იმიტომ განვიცდი, რომ ომის საშინელების შემდეგ მამა გულით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. სჩანს, უცხო კლიმატში გადარგულმა თავმოყვარე ხემ თავის გახმობა არჩივნა!.. ამიტომაც, ისეთი განცდა მეუფლება ხოლმე, ვითომ ქვიჯაში (როდინი) დანაყულ ნიორივით ვარ...
შესანიშნავი კომენტარია, ძალიან ღრმა და ემოციით დატვირთული. ზუსტად ის არის გამოხატული, რაც მე (ავტორმა) განვიცადე პირადად. სწორად აღნიშნე ტენდი: "ჩვენ თქვენზედაც უნდა გვეზრუნა და საკუთარ თავზეც"-ო. და მე ამ ყველაფერს იმიტომ განვიცდი, რომ ომის საშინელების შემდეგ მამა გულით დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. სჩანს, უცხო კლიმატში გადარგულმა თავმოყვარე ხემ თავის გახმობა არჩივნა!.. ამიტომაც, ისეთი განცდა მეუფლება ხოლმე, ვითომ ქვიჯაში (როდინი) დანაყულ ნიორივით ვარ...
5. ირაკლიუს, ძალიან გულწრფელი ნაწერია და ტკივილიანი. "შევძრწუნდი, ღმერთმანი! ვხედავ, მხარზე მოგდებული ილუზია რეალობის ნიღაბთან პირფერობს. აი, თურმე რისთვის დამჭირდა ფურცელთან განმარტოება". - კარგად გაქვს ნათქვამი. საერთოდ, კარგი ნაწერია, მკითხველს ემოციაში მოყვანს.
"სიამაყის გრძნობა დავკარგე. ან რა გამხდის ინდაურივით გაბღენძილს, როცა დაკარგული სამოთხე [აფზაზეთი] ტკივილით მახსენებს თავს. განა მართებული არ არის, როცა მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. " - ესეც კარგია.
ირაკლიუს, შენმა თაობამ ბავშვობა დაკარგა და ჩემმა თაობამ მთელი ცხოვრება (ბედნიერი გამონაკლისების გარდა). ჩვენ სახელმწიფო თავის განვითარების კიბეზე ისე გადაგვახტა, როგორც ჩამტვრეულ საფეხურებს. როცა ახალგაზრდები ვიყავით, ლამაზები, ჭკვიანებიც :) და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, იძულებულები გავხდით არსებობისათვის გვებრძოლა და ეს ბრძოლა თითქმის ოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან არ წამოვსულვართ, ცხოვრების დაწყებამაც მოგვიწია ნულიდან (არა ერთხელ) და ბევრი უსახლკაროდაც დარჩა, სხვა გამოსავალი რომ აღარ ქონდა შიმშილისაგან თავის დასახსნელად. ჩვენ თქვენზედაც უნდა გვეზრუნა და საკუთარ თავზეც და არაფერს სხვას მნიშვნელობა აღარ ქონდა. ორმაგად გადავიტანეთ ყველაფერი ეგ, რაც თქვენ, ბავშვობადაკარგულებმა და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი თაობისგან განსხვავებით ჩვენთვის არავის უთქვია "ნუ გეშინიაო"... :(
უკან ნუ მიიხედავ, წინ იყურე და გარშემო. ის, რაც იყო დიდ გამოცდილებად მიიღე, როგორი უნდა იყო, ან როგორი არ უნდა იყო. სიმშვიდე არც სამშობლოშია, არც ქალაქში და არც სახლში, სიმშვიდე სულში უნდა ქონდეს ადამიანს. ხომ გახსოვს, ქრისტე ნავში იწვა და ეძინა, როცა ქარი ამოვარდა, მოწაფეებს შეეშინდათ და გააღვიძეს, გვიშველეო, ქრისტემ უთხრა მათ "რამ შეგაშინათ მცირედ მორწმუნენო?! ". შემდეგ კი ქარს უბრძანა და ქარი ჩადგა. შეიძლება ეგ ომიც იმ ქარს გავდა და ჩადგა უკვე...
ირაკლიუს, ახლა არ მეძინება და ეტყობა წერის განწყობა მაქვს, მაგრამ კომენტარისთვის უკვე საკმაოდ ბევრია. დანარჩენს პირადში მოგწერ.
პატივისცემით : ტენდი ირაკლიუს, ძალიან გულწრფელი ნაწერია და ტკივილიანი. "შევძრწუნდი, ღმერთმანი! ვხედავ, მხარზე მოგდებული ილუზია რეალობის ნიღაბთან პირფერობს. აი, თურმე რისთვის დამჭირდა ფურცელთან განმარტოება". - კარგად გაქვს ნათქვამი. საერთოდ, კარგი ნაწერია, მკითხველს ემოციაში მოყვანს.
"სიამაყის გრძნობა დავკარგე. ან რა გამხდის ინდაურივით გაბღენძილს, როცა დაკარგული სამოთხე [აფზაზეთი] ტკივილით მახსენებს თავს. განა მართებული არ არის, როცა მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო. " - ესეც კარგია.
ირაკლიუს, შენმა თაობამ ბავშვობა დაკარგა და ჩემმა თაობამ მთელი ცხოვრება (ბედნიერი გამონაკლისების გარდა). ჩვენ სახელმწიფო თავის განვითარების კიბეზე ისე გადაგვახტა, როგორც ჩამტვრეულ საფეხურებს. როცა ახალგაზრდები ვიყავით, ლამაზები, ჭკვიანებიც :) და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, იძულებულები გავხდით არსებობისათვის გვებრძოლა და ეს ბრძოლა თითქმის ოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან არ წამოვსულვართ, ცხოვრების დაწყებამაც მოგვიწია ნულიდან (არა ერთხელ) და ბევრი უსახლკაროდაც დარჩა, სხვა გამოსავალი რომ აღარ ქონდა შიმშილისაგან თავის დასახსნელად. ჩვენ თქვენზედაც უნდა გვეზრუნა და საკუთარ თავზეც და არაფერს სხვას მნიშვნელობა აღარ ქონდა. ორმაგად გადავიტანეთ ყველაფერი ეგ, რაც თქვენ, ბავშვობადაკარგულებმა და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი თაობისგან განსხვავებით ჩვენთვის არავის უთქვია "ნუ გეშინიაო"... :(
უკან ნუ მიიხედავ, წინ იყურე და გარშემო. ის, რაც იყო დიდ გამოცდილებად მიიღე, როგორი უნდა იყო, ან როგორი არ უნდა იყო. სიმშვიდე არც სამშობლოშია, არც ქალაქში და არც სახლში, სიმშვიდე სულში უნდა ქონდეს ადამიანს. ხომ გახსოვს, ქრისტე ნავში იწვა და ეძინა, როცა ქარი ამოვარდა, მოწაფეებს შეეშინდათ და გააღვიძეს, გვიშველეო, ქრისტემ უთხრა მათ "რამ შეგაშინათ მცირედ მორწმუნენო?! ". შემდეგ კი ქარს უბრძანა და ქარი ჩადგა. შეიძლება ეგ ომიც იმ ქარს გავდა და ჩადგა უკვე...
ირაკლიუს, ახლა არ მეძინება და ეტყობა წერის განწყობა მაქვს, მაგრამ კომენტარისთვის უკვე საკმაოდ ბევრია. დანარჩენს პირადში მოგწერ.
პატივისცემით : ტენდი
4. აფხაზეთის ომის დროს 5 წლის ვიყავი და მას მერე ვგრძნობ, რომ ბავშვობადაკარგულ თაობას ვეკუთვნი. არადა, ხომ შეიძლებოდა მეც მქონოდა რკინის სათამაშო კონსტრუქციები, ავტომანქანები, ვითომ თვითმფრინავები და ა.შ; რთულია, როცა ადგილუპოვნელი კაცის განცდა გაქვს და ამ "ადგილის" ძიებაში ხარ... გმადლობთ, მეგობრებო... აფხაზეთის ომის დროს 5 წლის ვიყავი და მას მერე ვგრძნობ, რომ ბავშვობადაკარგულ თაობას ვეკუთვნი. არადა, ხომ შეიძლებოდა მეც მქონოდა რკინის სათამაშო კონსტრუქციები, ავტომანქანები, ვითომ თვითმფრინავები და ა.შ; რთულია, როცა ადგილუპოვნელი კაცის განცდა გაქვს და ამ "ადგილის" ძიებაში ხარ... გმადლობთ, მეგობრებო...
3. გაიხარე ძმაო ასეთ თემებზე გული რომ შეგტკივა. მეც ''ბავშვობადაკარგულ'' თაობას ვეკუთვნი და ჩემს თაობასთან ერთად მტკივა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი. მალე გვენახოს გაბრწყინებული საქართველო და არასოდეს გვენახოს ომი და უბედურება. გაიხარე ძმაო ასეთ თემებზე გული რომ შეგტკივა. მეც ``ბავშვობადაკარგულ`` თაობას ვეკუთვნი და ჩემს თაობასთან ერთად მტკივა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი. მალე გვენახოს გაბრწყინებული საქართველო და არასოდეს გვენახოს ომი და უბედურება.
2. შენ გაიხარე, ძმაო...
"ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა..."
დიდი ტკივილია მთლიანად, დიდი...
"ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ..."
ამინ! ამინ! ამინ! შენ გაიხარე, ძმაო...
"ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა..."
დიდი ტკივილია მთლიანად, დიდი...
"ვილოცოთ ერთმანეთისთვის! საკმარისია, რომ მე პირადად დავკარგე ბავშვობა და ახლა სხვასაც ნუ დავაკარგვინებთ..."
ამინ! ამინ! ამინ!
1. " ანანა-გუნდა“:( ამეცრემლა. მტკივნეული ნაწერია.. ვილოცოთ ერთმანეთისთვის! " ანანა-გუნდა“:( ამეცრემლა. მტკივნეული ნაწერია.. ვილოცოთ ერთმანეთისთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|