 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: დრამატურგია 15 სექტემბერი, 2008 |
ნიავმა ფურცელი გადამიშალა - თავიდან დაიწყეო და მეც... ვიწყებ...
ეკლესიაში სანთლით ხელში ვდგევარ და უაზროდ ვიღიმი... ვცდილობ, რაიმე შევთხოვო უფალს, თუმცა სავედრებელი ბევრი მაქვს, მაინც ვერ ვბედავ თქმას... სანთლის ტანჯვას სასანთლეში ვამთავრებ და ხატისკენ ვინაცვლებ მწვანე მზერით, იდიოტური გამომეტყველებით და რაც მთავარია იმავე განცდებით...
"ახედე ცას, ხედავ, ვარდისფრადაა ცა..." თითქოს წარსული ბრუნდება. იმავეს ვგრძნობ, რასაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც პრობლემებს ძალით ვეძებდი, როდესაც სადარდებელი არაფერი მქონდა და როდესაც მომავალი გამაჩნდა.. ახლა არც კი ვიცი, რა იქნება... ნუთუ ეს არის ის ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით?! ნუთუ ეს არის ის სამყარო, რომელშიც ადამიანები მხოლოდ ბედნიერები არიან?! არა! ეს ის არ არის! მაშინ მას სამოთხე ერქმეოდა და არა ჯოჯოხეთი...
ახლა ღრუბლები ნაცრისფერია... მწვანე მანდილი კი მკერდის დასამალად გულზე მოვიხვიე.. ვგრძნობ, რომ მე არ ვარ ის, ვინც მსოფლიოს ბედი უნდა შეცვალოს, ვინც უბრალოდ უნდა დადიოდეს და ნოემბრის მოახლოებისას აპრილზე ფიქრობდეს...
მე ახლა შემცივდა... შემცივდა შიგნით და მაინც... მაინც ველოდები... იქნებ კი, ან იქნებ არა? მაგრამ მე მაინც... არ ვჩერდები, არ ვდგები და სიმწვანეში ვცდილობ გავთბე...
ვინც უნდა გაიაროს... ვინც უნდა შემხვდეს...
გიცანი! ნამდვილად დაგინახე და გიცანი! მიჩვეული ვარ, რომ ჩემთან მოდიან, მერე მიდიან... მერე ისევ ველოდები და ჯერ არ მოსულთა წასვლას ვგრძნობ...
ალბათ ახლა მისი სული ზეცაში იქნება... მახსოვს, პატარა ვიყავი და მამაოს ვკითხე: "მამაო, წიწილა რომ კვდება, სად მიდის მისი სული?" იმედი მქონდა, გრძელწვერა მოხუცი მიპასუხებდა - წიწილა ღმერთთან მიდის, ანგელოზად იქცევა და გიყურებს-ო, მაგრამ მან მითხრა: "წიწილას სული არ აქვს!" და მე მას შემდეგ მღვდლისთვის აღარაფერი მიკითხავს...
ეს იყო ადრე... ძალიან ადრე... და ახლა.. მე ვიკითხავდი: "სად მიდის ადამიანის სული?" იმედით, რომ პასუხი იქნება - "სამოთხეში", მესმის სიტყვები: - "ადამიანს სული არ აქვს..."
15.09.08
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. სად მიდის და ზეცაში. სად მიდის და ზეცაში.
16. ყველაფერი დასაგებია, მაგრამ დრამატურგია აქ რა შუაშია ეგ მართლა ვერ გავიგე... ყველაფერი დასაგებია, მაგრამ დრამატურგია აქ რა შუაშია ეგ მართლა ვერ გავიგე...
13. პრობლემებს ძალით ვეძებდი, როდესაც სადარდებელი არაფერი მქონდა და როდესაც მომავალი გამაჩნდა.. მე ახლა შემცივდა... შემცივდა შიგნით მაგარი ხარ... :) რასაც წერ ის გტკივა ეგ კიდე ყველაზე დასაფასებელია ჩემი აზრით...+++ პრობლემებს ძალით ვეძებდი, როდესაც სადარდებელი არაფერი მქონდა და როდესაც მომავალი გამაჩნდა.. მე ახლა შემცივდა... შემცივდა შიგნით მაგარი ხარ... :) რასაც წერ ის გტკივა ეგ კიდე ყველაზე დასაფასებელია ჩემი აზრით...+++
12. კარგი გოგო ხარ, გვანტსულ! კარგი გოგო ხარ, გვანტსულ!
11. გვანტს....5 გვანტს....5
10. არ ვაპირებდი შემოსვლას.მართლა არ ვაპირებდი,მაგრამ ამ გულმჩხვერავი ჩანახატის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი შემოვსულიყავი და დამეფასებინა გვანტსულა ისე როგორც შემიძლია............. არ ვაპირებდი შემოსვლას.მართლა არ ვაპირებდი,მაგრამ ამ გულმჩხვერავი ჩანახატის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი შემოვსულიყავი და დამეფასებინა გვანტსულა ისე როგორც შემიძლია.............
9. მე "დრამატულად" შევხედე საკითხს და იმიტომ :))
მთავარი ჟანრი კი არა, ის არის რაც წერია. არ მინდოდა ამისთვის (ან თუნდაც წინასთვის) დამერქმია პროზა (თუმცა ზოგს ასე რომ ვთქვათ აეწვა ;) )
ავტორს ნურასდროს ჰკითხავთ თუ რატომ დაწერა ესა თუ ის, იკითხეთ მხოლოდ დაწერის მოტივი..
მადლობ ყველას. მე "დრამატულად" შევხედე საკითხს და იმიტომ :))
მთავარი ჟანრი კი არა, ის არის რაც წერია. არ მინდოდა ამისთვის (ან თუნდაც წინასთვის) დამერქმია პროზა (თუმცა ზოგს ასე რომ ვთქვათ აეწვა ;) )
ავტორს ნურასდროს ჰკითხავთ თუ რატომ დაწერა ესა თუ ის, იკითხეთ მხოლოდ დაწერის მოტივი..
მადლობ ყველას.
8. "ეს იყო ადრე... ძალიან ადრე... და ახლა.. მე ვიკითხავდი: "სად მიდის ადამიანის სული?" იმედით, რომ პასუხი იქნება - "სამოთხეში", მესმის სიტყვები: - "ადამიანს სული არ აქვს..."
სული აქვს, გვანტსულა, ადამიანს, აქვს!... და ზოგისთვის სამწუხაროდ - უკვდავია ადამიანის სული! ძალიან მომეწონა... მხოლოდ მართლა ვერ გავიგე, რა შუაშია აქ ეს "დრამატურგია"?
აი, სად "ვიჭედებით", ჟანრებში რომ არ არის მითითებული "ჩანახატი"?!....
"ეს იყო ადრე... ძალიან ადრე... და ახლა.. მე ვიკითხავდი: "სად მიდის ადამიანის სული?" იმედით, რომ პასუხი იქნება - "სამოთხეში", მესმის სიტყვები: - "ადამიანს სული არ აქვს..."
სული აქვს, გვანტსულა, ადამიანს, აქვს!... და ზოგისთვის სამწუხაროდ - უკვდავია ადამიანის სული! ძალიან მომეწონა... მხოლოდ მართლა ვერ გავიგე, რა შუაშია აქ ეს "დრამატურგია"?
აი, სად "ვიჭედებით", ჟანრებში რომ არ არის მითითებული "ჩანახატი"?!....
7. რარაც ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე გეტყვი
მისმინე მე ვიცი რაა პრობლემების ძალით ძებნა.:) ცხოვრებაა.გაიღიმე და ძლიერი იყავი. ეკლესია შველის..თუ ეს შენია.თუ არადა ...უბრალოდ იცხოვრე და იყავი ის რაც ხარ.(მამენტ ცოტა უკეთესი):) და დატკბი ცხოვრებით. ვსო ბუდეტ ი რადოსწ ი გორე,ი ვსო ვმერუ :) რარაც ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე გეტყვი
მისმინე მე ვიცი რაა პრობლემების ძალით ძებნა.:) ცხოვრებაა.გაიღიმე და ძლიერი იყავი. ეკლესია შველის..თუ ეს შენია.თუ არადა ...უბრალოდ იცხოვრე და იყავი ის რაც ხარ.(მამენტ ცოტა უკეთესი):) და დატკბი ცხოვრებით. ვსო ბუდეტ ი რადოსწ ი გორე,ი ვსო ვმერუ :)
6. ღმერთო ჩემო, გვანტს....ნუ მიაქცევ ყურადრებას... ეს ჩანახატი ძალიან მომეწონა და მარტლა სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვე! გეფერები ჩემო ჭკვიანო გოგო>:D<10 ღმერთო ჩემო, გვანტს....ნუ მიაქცევ ყურადრებას... ეს ჩანახატი ძალიან მომეწონა და მარტლა სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვე! გეფერები ჩემო ჭკვიანო გოგო>:D<10
5. ჩემი ჯოჯოხეთში :)) ჩემი ჯოჯოხეთში :))
4. აუF აქ რა ხდება :| აუF აქ რა ხდება :|
3. ეს ჩანახატი რაღა შუაშია დრამატურგიასთან? :)) :)) :)) ეს ჩანახატი რაღა შუაშია დრამატურგიასთან? :)) :)) :))
2. დტამატურგია და რჩეული ავტორობა რა შUაშია შენ თუ ამიხსნი, ძეგლს დაგიდგამ /:) დტამატურგია და რჩეული ავტორობა რა შUაშია შენ თუ ამიხსნი, ძეგლს დაგიდგამ /:)
1. დრამატურგიაში რატომ ათავსებ ჩანახატებს, რჩეულ ავტორებში გინდა მოხვედრა? :)) დრამატურგიაში რატომ ათავსებ ჩანახატებს, რჩეულ ავტორებში გინდა მოხვედრა? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|