ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2008


იქ სიცოცხლეო

რაღაც ამომაქვს ამ სუნთქვიდან, რაღაც ამომაქვს,
მარქვი, სიცოცხლევ შენს ბაგესთან ნუთუ ვიღლები,
მზეს დაჯვარული ტკივილებით სისხლში ამოჰყვა
შეთრთოლებული, შეთრთვილული თოთო კვირტები.
მე გაჭდობ ხელებს, მომაშორე ბაგესთან მდურვა
სხვა საპოვნელა არ ყოფილა, არც გზა საპოვნი
გზებზე თვალები გადასცქერის სამყაროს მწყურვალს
მზეზე თვალები მიფენია თვალებდატბორილს.
ისე უცხო ვარ, ისე უცხო, ასე მგონია,
ნამგალა მთვარემ ჩამომსხეპა სადღაც თხემიდან.
და რადგან ფრთები არ ჰქონია აქ ჩემს ბორიალს,
ვიღაც სტრიქონებს მკარნახობდა გადარჩენიდან,
ჰო, გაჭდობ ხელებს, ვეძებ ჩემში იმ ცხელ ფორიაქს,
რომელიც შენგან ჩემში იყო, არა ნაპოვნი,
და თუ სამყაროს სისხლიანი მკერდის ზოლი აქვს,
იქ სიცოცხლეო, მიმაშანთე ცხელი ამბორით. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები