| ავტორი: მენთოლლ ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2011 |
და გილგამეშის ამაყ ქალაქში, ევფრატზე ანდა ევფრატის იქით. უხსოვარ დროის თავის ქალაში, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი. და გავხდი სიტყვა,საოცრად მნათი, იქაც კი მიწის მფარავდა ფენა. ჩემში მოექცა ოცნება,მითი, როცა ფოთლებში ავიდგი ენა. მე გილგამეშის ამაყ ქალაქში გამოვიღვიძე,გავედი წრიდან. როცა ქარებსაც დააქვთ თამაშით წარსული დროის ნაცნობი წვიმა. ევფრატზე ანდა ევფრატის იქით, სიკვდილ–სიცოცხლე გაიყო ორად, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი, ფიქრი რომელიც ყოველთვის მოვა. მე ხან მიწაზე ბალახად დავრჩი, ხან კი ხავსადაც ვეკიდე კედლებს, მე ვიყავ კაცი და ვიყავ ბავშვი, დედა ბუნება მიცვლიდა ფერებს. ეს მომავალი წარსულში ვიგრძენ, უდაბნოს სუნთქვა ჩამიდგა როცა, და გილგამეშის კვლავ მექცა სიბრძნედ, საკურთხევლის წინ ნათქვამი ლოცვა. ზაალ ჯალაღონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამგვარ ლექსებს თავისებური განწყობა მოაქვს...მე ცოტა მათი ეს პათეტიკური ტონი მღლის ხოლმე და ამიტომ მიჭირს გათავისება..... მაგრამ უდაოდ არის აქ მშვენიერება, განსაკუთრებით დასაწყისი მომწონს: ,,და გილგამეშის ამაყ ქალაქში, ევფრატზე ანდა ევფრატის იქით. უხსოვარ დროის თავის ქალაში, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი.'' წარმატებები..... :) ამგვარ ლექსებს თავისებური განწყობა მოაქვს...მე ცოტა მათი ეს პათეტიკური ტონი მღლის ხოლმე და ამიტომ მიჭირს გათავისება..... მაგრამ უდაოდ არის აქ მშვენიერება, განსაკუთრებით დასაწყისი მომწონს: ,,და გილგამეშის ამაყ ქალაქში, ევფრატზე ანდა ევფრატის იქით. უხსოვარ დროის თავის ქალაში, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი.`` წარმატებები..... :)
9. უბრალოდ ძალიან კარგია უბრალოდ ძალიან კარგია
8. კარგია.
და გილგამეშის ამაყ ქალაქში, ევფრატზე ანდა ევფრატის იქით. უხსოვარ დროის თავის ქალაში, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი.
კარგია.
და გილგამეშის ამაყ ქალაქში, ევფრატზე ანდა ევფრატის იქით. უხსოვარ დროის თავის ქალაში, მე მოვიხილე საჩემო ფიქრი.
7. შუმერების მითოლოგია, კულტურა და მათი აღმოჩენები, უდიდესია, არაამქვეყნიურია.
მომეწონა ძალიან. შუმერების მითოლოგია, კულტურა და მათი აღმოჩენები, უდიდესია, არაამქვეყნიურია.
მომეწონა ძალიან.
6. დიდი მადლობა,გაიხარე,ეს შეფასება ჩემთვის ფასდაუდებელია. დიდი მადლობა,გაიხარე,ეს შეფასება ჩემთვის ფასდაუდებელია.
5. არ გელოდი აქ...... გამიხარდა ძალიან.... რომ წერ, ესეც აღმოჩენა იყო ჩემთვის, სასიამოვნო აღმოჩენა, მით უფრო, რომ მომეწონა ნაწერი..... არ გელოდი აქ...... გამიხარდა ძალიან.... რომ წერ, ესეც აღმოჩენა იყო ჩემთვის, სასიამოვნო აღმოჩენა, მით უფრო, რომ მომეწონა ნაწერი.....
1. ძალიან ღრმა ლექსია ძმაო! ძალიან!
55555
ძალიან ღრმა ლექსია ძმაო! ძალიან!
55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|