სადღაც ირონია თხზავს მწარე ეპოპეს, სადღაც აპათიამ უწოდა ეკალს ვარდი, მე ერთხელ წყვდიადში ძლიერად შევტოპე და მაშინ შემიყვარდი!!!
გაისმა ნაბიჭვრების მქუხარე სიმფონია– ესაა შემჩნევის პირველი ეტაპი! და გულში მიჩქმალულ პატარა ეტრატზე როცა გაგარჩიე–შეწყდა აგონია..
დაღამდა... გამოსცრა მთვარემ თეთრი შუქი და ღამის უკუნი ნათელმა შეცვალა. დავლანდე შენი ტანი და ჩემდა უნებლიედ მთვარეს მივეტანე... ღმერთო! შემეშალა,,
არა ვარ იობი და არც ლევი მათე, ვერ შემოგფიცებ მარადჟამ ძმობას, მაგრამ ის ვიცი, არცერთხელ ასე, არვის ქონია შენდამი გრძნობა,
მომწყდი თავიდან! აღარ მაქვს ძალა! ასე რთულია ამის გაგება?! მომშორდი, სანამ შენს ჭროღა თვალებს ვნების სხივები ესადაგება...
ღმერთო ეჭვები! ისევ ეჭვები... და ვინმე მეტყვის რისთვის ან რატომ?! ვიღაც ნებდება, ვიღაცა იბრძვის, მე კი ბრძოლის ველს დავეძებ მარტო... ნეტავი რატომ? იესო ქრისტევ! მიშველე რამე, აღარ ვარ ქალი! მხოლოდ ჩემს ფიქრებს ამძიმებს რაღაც უფრო მძიმე და უფრო ნეტარი. მაგრამ სულში კი ალიაქოთი მოდიდდა მთებად, უდაბნოდ, ზღვებად! და მონატრების ვიწრო ნაფოტი მისერავს სულს და მიკარგავს შვებას...
აჰა! დავეცი! შთამომავალი ადამის ასე როდი იქცევა? გამხეცებულს და აჩრდილად ქცეულს დასერილ სულში ჩამიკალ ევა!
მაგრამ რა იცი? ხო, შენ რა იცი?! შენ ერთადერთი უცხო ხარ ახლა, ვისაც არ ესმის და ვერც გაიგებს როგორ მაფრინა და როგორ დამცა...
მაგრამ არ გიძღვის იცოდე ბრალი, თუ მევე შევქმენ შენით დემონი, თუ შევიყვარე შენივე შავი და შენ გადიდე, ვით ჰეგემონი! ............................................................... და რა ვქნა ,როცა ასე თავხედად აღარ ასრულებს ფიქრები შფოთვას, ქაოსად ქცეულ აზრებში ხარხარს და მონატრების მწვერვალზე ცოცვას?!
ვერარ ვაკავებ... და ვერ ვდებ კალამს, არ სურს შეწყვეტა უმიზნო სიტყვებს, უაზრო სტროფებს, უაზრო ლაქლაქს და უმიზეზოდ დაწერილ რითმებს! მომეშვი ახლა! მომეშვი ახლა.. არ შემიძლია! დავსვი წერტილი... მრავალწერტილი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ლექსი მომეწონა... სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე :) ჩემი მოგვარე კარგი პოეტი ყოფილა :) ლექსი მომეწონა... სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე :) ჩემი მოგვარე კარგი პოეტი ყოფილა :)
17. მომეწონა...და ზუსტად მესმის რასაც გრდზნობდი ამ ყველაფრის წერისას...:) :) :) :)
წარმეტებები:* მომეწონა...და ზუსტად მესმის რასაც გრდზნობდი ამ ყველაფრის წერისას...:) :) :) :)
წარმეტებები:*
16. ჩემი აზრით, სრულიად ნორმალურია რაც არის. ჩემი აზრით, სრულიად ნორმალურია რაც არის.
15. არა!!!
,,და ვერ ვდებ კალამს"-თუ ასე აპირებ გაგრძელებას-დადე!!! ;) არა!!!
,,და ვერ ვდებ კალამს"-თუ ასე აპირებ გაგრძელებას-დადე!!! ;)
13. ჩემი აზრით ჯობს ჩანახატები წეროთ :)
0. ჩემი აზრით ჯობს ჩანახატები წეროთ :)
0.
12. ბორჯომელი ვარ.. მეეჭვება მიცნობდეთ.. მაინც მადლობა ბორჯომელი ვარ.. მეეჭვება მიცნობდეთ.. მაინც მადლობა
11. კარგი გოგო ხარ ნათ....მაინტერესებს რომელი ხარ? ერთ ნათიას ვიცნობ კარგი გოგო ხარ ნათ....მაინტერესებს რომელი ხარ? ერთ ნათიას ვიცნობ
10. წარმატებები 2 წარმატებები 2
9. ძალიან... რაღაცნაირი ლექსია. ძალიან... რაღაცნაირი ლექსია.
8. :D :D:D:D კარგი იყო.. :D :D:D:D კარგი იყო..
7. სადღაც აპათიამ უწოდა ეკალს ვარდი
აპათია, მოდი აქ.. :დ შენზე ბაზრობენ. სადღაც აპათიამ უწოდა ეკალს ვარდი
აპათია, მოდი აქ.. :დ შენზე ბაზრობენ.
6. თეას საყურადღებოდ.. მართლა გეტყობათ რო ლექსი ბოლომდე არ წაგიკითხავთ.. და თუ წაიკითხეთ, ძალიან ზედაპირულად.. გარითმული ფრაზა მართლა არაა ლექსი, მაგრამ თქვენ თუ აზრი ვერ იპოვეთ, არ ნიშნავს რომ მას ეს არ გააჩნია..
თეას საყურადღებოდ.. მართლა გეტყობათ რო ლექსი ბოლომდე არ წაგიკითხავთ.. და თუ წაიკითხეთ, ძალიან ზედაპირულად.. გარითმული ფრაზა მართლა არაა ლექსი, მაგრამ თქვენ თუ აზრი ვერ იპოვეთ, არ ნიშნავს რომ მას ეს არ გააჩნია..
5. თეას საყურადღებოდ.. მართლა გეტყობათ რო ლექსი ბოლომდე არ წაგიკითხავთ.. და თუ წაიკითხეთ, ძალიან ზედაპირულად.. გარითმული ფრაზა მართლა არაა ლექსი, მაგრამ თქვენ თუ აზრი ვერ იპოვეთ, არ ნიშნავს რო არ გააჩნია.. თეას საყურადღებოდ.. მართლა გეტყობათ რო ლექსი ბოლომდე არ წაგიკითხავთ.. და თუ წაიკითხეთ, ძალიან ზედაპირულად.. გარითმული ფრაზა მართლა არაა ლექსი, მაგრამ თქვენ თუ აზრი ვერ იპოვეთ, არ ნიშნავს რო არ გააჩნია..
4. gelashvilo! gelashvilo!
3. არ მომწონს :( სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ არ მომწონს :( სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ
2. ცენზურის ნიშანი უნდა, თუნდაც იმ ერთი სიტყვის გამო, რაც იმდენჯერ წავიკითხე დღეს, რომ ამ ნაწერის ბოლომდე ჩაკითხვის სურვილი დამეკარგა. თუმცა, დასაწყისიდანვე ჩანს, რომ პოეზიამდე ბევრი უკლია. წარმატებები! მხოლოდ გარითმული ფრაზები არაა ლექსი.
ცენზურის ნიშანი უნდა, თუნდაც იმ ერთი სიტყვის გამო, რაც იმდენჯერ წავიკითხე დღეს, რომ ამ ნაწერის ბოლომდე ჩაკითხვის სურვილი დამეკარგა. თუმცა, დასაწყისიდანვე ჩანს, რომ პოეზიამდე ბევრი უკლია. წარმატებები! მხოლოდ გარითმული ფრაზები არაა ლექსი.
1. არ არის ეს ლექსი... სათაური კი მიესადაგება ნაწერს. წარმატებებს გისურვებ. არ არის ეს ლექსი... სათაური კი მიესადაგება ნაწერს. წარმატებებს გისურვებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|