ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2011


გინდა, დარჩი ჩემთან?!

                        @        @          @          @


ჩემი სხეული შენს თვალებს გრძნობდა
ცხვირზე მოტკაცუნე სევდის ნიავქარით...
სიგარეტის კვამლი იმას ვერ ამბობდა,
რაც ღრმა ნაცრისფერი  ცქერით გამაცანი.
მზერა  მიხუტებდა სევდის დაღმართებზე...
შენი სწრაფი კოცნა ჰაერსაც მოენატრა.
ავი ჟინის  სუნი გაშლილ კულულებზე
მხრების სინაზეს და გრძნობას მიემატა.
ამბორიც  არ მინდოდა, მხოლოდ შენით ტრფობა
და სისველის გრძნობა პატარა ხელისგულზე...
მე ხომ სიახლოვეც შენი მეყოფოდა
სულ რომ არ მოგიყვე ჩუმად სიყვარულზე?!
ერთი ჩახუტება გრძნობის მთის ფერდობზე
უხმოდ ჩაახშობდა ბინძურ ემოციებს.
როგორ ძლიერ მინდა, შენ  რომ მენდობოდე,
მაშინ ამ დიდ ალმურს რაღა გააციებს?!
და თუ გული გერჩის, გინდა,  დარჩი ჩემთან?!
ნუღარ შეუძახებ შიშის ანგელოზებს.

შემოდგომის თოვლი, ძალზედ დიდხანს დნება,
მე ხომ  მოლოდინი გამატარტაროზებს.

24.08,2011წ

                                    ნიგოზა.               



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს