 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 30 ივნისი, 2011 |
ახალი წლის ღამეს, მაშინ როცა 2011 წელი დგებოდა, მე სახლში ფიქრებდატვირთული ვიჯექი და დროის გასაყვანად ფილმებს ვუყურებდი. კადრი კადრს ცვლიდა და მაინც ვერაფრით აღვიქვამდი ნანახს. მასთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს ვარჩევდი თავიდან და ვცდილობდი გამეგო, მოვიდოდა თუ არა ამ ღამით.. სასწაულია, როცა ასე გრძნობ ადამიანს და სასჯელია, როცა იგი ისე ქრება, როგორც მცხუნვარე მზეზე გაწოლილი ცვარი.. მე უკვე აღარ ვიცოდი რისი მეწამა.. არადა მისი სიტყვები ისეთი ცხადი იყო, რომ ზოგჯერ მრცხვენოდა მათში ეჭვის შეტანა, მაგრამ მისი საქციელი ყველაფერს უსვამდა ხაზს. იმ ღამით მე კალთაში მესვენა საკუთარი განცდები და ტელეფონის ყოველ ზარზე ვკრთოდი. სასწაულის მოლოდინი არ გამიმართლდა, რასაც ჩემი უიმედობაში ჩაძირული კიდევ ერთი სურვილი მოყვა. განცდაგაბზარული და ჩამუქებულფიქრებიანი ვიყავი მთელი დღეები. შობის ღამეს ველოდი გაფაციცებით მაშინ, როცა თავად არც თუ ისე მორწმუნე გახლდით. საერთოდ, ჩემთვის გრძნობა რწმენის სადარია, ამიტომაც შეუძლებლად მიმაჩნდა მყვარებოდა და ბრმად არ მეწამა მისი. ისევ მღრღნიდა გაურკვეველი განცდა და ვიგრძენი ის, რაც ამდენი ხანი აწუხებდა მას ადრე ჩემდამი, - მე მასავით ორბუნებოვანი გრძნობა ჩამისახლდა, რაღაც ნაერთი უარყოფითისა და დადებითის; მე საშინლად მიყვარდა და მძულდა ამასთანავე. იყო კი ეს ყველაფერი გართობა? თუ მისი ყოველი სიტყვა რეალური იყო?, - არ ვიცოდი და გაურკვევლობა მხუთავდა. ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი ფერებს, არადა მსურდა ქვეყნად ყველაზე საოცარი გრძნობა გამეზიარებინა მისთვის. ასე გავიდა ახალი წლის დღეები, როცა ერთხელაც, სრულებით შემთხვევით (ან იქნებ არც), უცნობ ადგილას აღმოვჩნდი. მახსოვს, შობის მეორე დღე იყო, როცა შუაღამისას უცნობი მომიახლოვდა. სიბნელეში მისი ნაკვთების გარჩევა ვერ მოვახერხე, ამაში ხელს მის სახეზე ჩამოფხატული კაპიუშონიც მიშლიდა. იგი იქვე ჩამოჯდა და გამეცნო. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი ძმაკაცი იზიარებდა ამ მომენტში ღამის წყვდიადს ჩემთან ერთად. დიახ, მისი მეგობარი, რომლის სახელიც ბევრად უფრო ადრე გავიგე, ახლა კი, როცა ის პიროვნება ჩემს წინ იჯდა, მე გაოცებისგან სულ გამეფანტა გონება. ვერ გამეგო რა ხდებოდა, როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი აქ, ჩემს გვერდით? ჩვენ ბევრი არ გვისაუბრია, მეტად ზოგად თემებს შევეხეთ. საუბრის ბოლოს კი გადაკვრით ვახსენე ჩემი, მისი მეგობრისადმი, მწვავე მონატრება. მან არაფერი მიპასუხა, უაზროდ მიაჩნდა გაეცა რამე კითხვაზე პასუხი იმის ნებართვის გარეშე, ვერც გავამტყუნე, მხოლოდ თბილად გამოვემშვიდობე. უკვე თენდებოდა სახლში, რომ დავბრუნდი და გაბრუებული დიდხანს ვიწექი გაუნძრევლად ლოგინში. ვერ მესმოდა არსებული სიტუაცია, თუკი ვახსოვარ, რატომ თვითონ არ მოვიდა ჩემთან? შეუძლებელია გრძნობების ფესვიანად ამოძირკვა, თუკი ისინი მართლა არსებობენ. მათ შეუძლიათ სხვადასხვა განზომილებებში გავიდნენ, თუმცა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდებიან. ჩემი ფორიაქი კი ახლა ისეთი ქაოსური იყო, რომ ჩემს წინ მდგომს ალბათ ცრემლებით დავუსველებდი მთელ გულისპირს, მიუხედავად იმისა, რომ ტირილის უნარი არ გამაჩნდა. იმ დღეებში უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, იგი არ ჩანდა კვლავ. მე ჩანაწერების წერა დავიწყე ისევ :
„ შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ ვისი ღალატის სურვილიც არასოდეს გამჩენია და ეს იმდენად გასაოცარია, რომ ასე მგონია ჩემი ერთადერთი დანიშნულება ამქვეყნად შენი სიყვარულია. იცი, ზოგჯერ ისეთი სასაცილო ვარ, როცა სულელი ქალივით ათას არარეალურ და ნეგატიურ აზრს ვივლებ გონებაში ჩვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით. შენ კი ამ დროს გეღიმება და ქედმაღლურად მიმეორებ, - უკვე სულელი ქალივით გიყვარვარ? მე ვყვირი ისევ, - არა! შენთვის ხომ სიყვარული ომია, ძვირფასო.. ასე გგონია, რომელ ჩვენგანსაც შეუყვარდება პირველს და საშინლად, ის იქნება დამარცხებული. მთავარი კი არ გესმის, სიყვარული ერთადერთი ბრძოლაა, სადაც არც გამარჯვებული და არც დამარცხებული არ არსებობს. გახსოვს როგორ მითხარი? - შენ თუ მოგკლავ მეც დავიღუპები, რადგან შენში ვარო.. ჩვენ ერთმანეთში ვიბადებით და ნუ ცდილობ დამახშო.. მე ვერ მესმის შენი დუმილი, წყვეტილი სიჩუმე და გეკითხები : - ბოლო ხანებია არ ჩანხარ, ასე მგონია გამირბიხარ, ნუთუ გეშინია ჩემი? - არა, მე საკუთარი თავის მეშინია. - ჩემთან მიმართებაში თუ ზოგადად? - ზოგადად შენთან მიმართებაში.. და მიღიმი ისე, რომ თითქოს გინდა შენი ყველა გაღიმების მესაკუთრე გამხადო. მე კი მინდა იცოდე, რომ ურთიერთობის გარეშე ყოფნა ეს იგივეა, რაც გიყვარდეს უჰაეროდ. წარმოგიდგენია რა ძნელია, როცა ვიცი რომ რაღაც გაწუხებს ან გჭირდება და შენს მარტოობას ეჯახები მაშინ, როცა მე ვარსებობ. არ შემიძლია ასე ყოფნა... და იცოდე, თუკი არ მოხვალ, ჯობია აღარასოდეს მინატრო, რადგან არმოსვლას არასოდეს გაპატიებ.. მე ძაძებივით გავიხდი ჩემს გრძნობებს..“
ამ ჩანაწერის მერე არც ისე დიდი ხანი გავიდა, რაც.. ნუ, ის პერიოდი იყო გაზაფხული რომ გაიფურჩქნა ქუჩებში და ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, იგი მოვიდა. ახლაც თვალწინ მიდგას ყოველი ნიუანსი, მახსოვს ვიგრძენი, რომ თავიდან დავიბადე, იმდენად ამაღლებული განწყობა მქონდა დიდხანს მეგონა, რომ ფეხქვეშ ჰაერი იყო მხოლოდ. დიახ, მე ჰაერზე ვიდექი და მზე - ყველაფრის ეპიცენტრი, შენ იყავი. ჩვენი ღიმილთა თანხვედრის ანუ იმღამინდელი ჩანაწერი :
„ ღმერთო, როგორი ხელშესახებია შენი სხეულის ყოველ წერტილში ჩაბუდებული ცოდვა და როგორი სიცხადით მეღვრება ნაკვთებზე შენი სუნთქვა.. ვდგავარ შენი სხეულიდან მილიმეტრების დაშორებით და ყოველი შეხებით უფრო მეტად ვცილდები შრეებად ქცეულ განზომილებებს. აქ არ არის დრო.. აქ მხოლოდ სივრცეა, რომელიც შენი და ჩემი სულის ტოლია. - ვიცოდი.. ვიცოდი, რომ მოხვიდოდი და სწორედ ამიტომ არც ერთი წამით არ დამვიწყებიხარ.. ვჩურჩულებდი ყურთან ახლოს და ჩემი ხელისგულები გაუაზრებლად დაძრწოდნენ შენს ზურგზე.. კისერზე.. თმაზე.. - შენ ჩემი პარალელური სამყარო ხარ, რომელში არსებობაც ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიცოცხლე.. და მე მეღიმება, შენ არაფრად გიღირს ცხოვრების არცერთი წუთი და ამიტომაც ჩემი დროისადმი სიძულვილს იზიარებ. და ისიც ვიცი, რომ ცხოვრობ ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს, და ეთავხედები ყველა წესსა თუ ნორმას და მწარედ დასცინი სიცოცხლეს. ჩემი გონება კი ყვირის, - „მოკალი დრო, დრო არ არსებობს! მე ხომ უკვე შენთან ვარ, ნაზია ღამე..“ და ასე მგონია განცდათა მელოდია ევლება გარშემო სხეულთა ერთიანობას და ვნებააშლილი მცხუნვარებით ხუთავს. - დრო არ არსებობს! უკვე ხმამაღლა ვამბობ და ისევ თავის ნებაზე ვუშვებ შეგრძნებებს.. - დრო ყველაზე ძლიერი სისტემაა, რომელიც ყველა სხვა სისტემას იმორჩილებს. მხოლოდ ერთი რამ ჯობნის დროს, იცი? და ვგრძნობ, როგორ ეძებ მზერით ჩემს თვალებს კუპრისფერ ოთახში.. მე შენ სუნთქვას ვაგრძელებ. - კი, სიკვდილი.. ის ერთადერთია, რომელიც აჩერებს მას, თუნდაც წუთით. მარადიულობას შობს იგი. ისევ ვგრძნობ შენს ყოველ მიმიკას, კმაყოფილი იღიმი. ბაგით ბაგეზე გეკიდები და დროის მარწუხებს გაშორებ. - როგორ შემიძლია არ მიყვარდე, როცა მხოლოდ შენში ვირეკლები.. ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები.. უერთმანეთოდ ჩვენ არ ვარსებობთ.. განცდებს ვბოდავ და ვიცი, ასეთ დროს ისეთი უღმერთო ვარ, რომ გინდა ყველა ლოცვა დაივიწყო, რათა უფრო მომიახლოვდე.. და ასე მგონია, სადღაც კუთხეში სატანა ზის და ცოდვებს გვიმზადებს, რათა შეგვფუთოს მათში. ის კი არ იცის, რომ ჩვენ ერთმანეთის ბედისწერად ქცეული ცოდვები ვართ, რომელსაც ვერასოდეს გამოვისყიდით, რადგან ეს არის ჩვენი მარადიულობა. მე შეშლამდე მიყვარს შენი სუნთქვით გაგუდვა.. როცა გეხები ისე, თითქოს ეს უკანასკნელი რამ იყოს ცხოვრებაში, რაც კი დამრჩენია.. ჩვენ ერთმანეთის გამოუსყიდელი ცოდვები ვართ და მოდი, გავიქცეთ, მოდი.. მთელ სამყაროს გადავემალოთ..
შენ არც კი იცი, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯით დაასწარი სიკვდილს ჩემთან სტუმრობა. მოხვედი ზუსტად მაშინ, როცა ბეწვის ხიდზე შემოვდე ჩემი დასახიჩრებული ყოფა და გადავწყვიტე, რომ აღარაფერი გამახარებდა. ჰო.. მაშინ გავიგე შენი ხმა და სულისშეგუბებამდე ავღელდი. მოგიყვე როგორ გავლიე უშენობა? არ დამიჯერებ, თორემ უთუოდ მოგიყვებოდი ყველა ტკივილგადაფარებულ წამს.. შენ შეიშლები, რომ იცოდე რა უღმერთო იყო ჩემთვის უერთმანეთობის აბსურდი.. ახლაც, როცა უკვე შენი სუნი ასდის ჩემს სუნთქვას, ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. სიმშვიდე ისეთი მძიმეა, როცა შენ არსებობ.. შენ ჩემი სუფთა ფურცელი ხარ, რომელზეც ჩვენივე გრძნობებით გამომყავს ისტორია.. და მელნისფერი თითებით გეხები.. გრძნობებგათხუპნული თითებით..
ქვეყნად არ არსებობს არცერთი გრძნობა, რომელიც შენი სინონიმი იქნებოდა.. შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი.. “
ამ შერიგებას არაერთი გაქრობა მოჰყვა, რომელსაც კვალდაკვალ თან სდევდა ერთიანობა. გასაოცარი კი ერთი რამ იყო, მას საოცრად სურდა სხეულით მისი შვილი მეტარებინა. ისეთი ცხოველური სურვილი ჰქონდა ამის, რომ ზოგჯერ მეგონა, ჩემს გარდა ვერავინ გაუჩენდა შვილს.. მე კი მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ქვეყნად ყველაზე სულელი ქალი ვიქნებოდი, მაინც დავუწექი მის გრძნობებს..
და ახლა, როცა ვწერ მომავლიდან, ვგრძნობ რომ გრამი სინანულიც კი არ გააჩნია ჩემს არსებას. მე არცერთ ერთად ნათმენ ვნების ღამეს არ ვინანიებ და შენზე ფიქრებს ისევე არ ვეურჩები, როგორც წლების წინ, მაშინ, როცა პირველად გაქრი და მე არ ვიცოდი შემეძულებინე, თუ ისევე უღვთოდ მყვარებოდი. იცი, ჩვენს გოგონას შენი თვალები აქვს, ხავსისფერი მოლოდინის მსგავსი.. და როცა ის ძილის წინ თოვლისფერ თითებს ყოფს ბალიშის ქვეშ, რათა ჩაეხუტოს მას, მე ვუყვები ზღაპარს ჩვენზე. მას სჯერა, რომ მამამისი ნამდვილი გმირია და სამყაროს გადასარჩენად არის წასული. მას შენი ფოტო უდევს ლოგინთან ჩარჩოში ჩასმული და იცი, რატომღაც (თუმცა სულ უბრალო მიზეზით) ყოველ დილას ფოტოზე უფრო მეტი ღარი ჩნდება და მინაზე მიმშრალ ცრემლის ლაქებს ვპოულობ. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე კარს იქით ვუჩინარდები და მგონია, რომ ლამაზ სიზმრებს ერევა მთვლემარე, ის ბალიშის ნაცვლად შენს სურათს იხუტებს.. მე ისევ ინსომნია მაწუხებს მაშინდელივით და თითქმის გათენებამდე ვზივარ ძველებურ სავარძელში, მშვიდად ვეწევი სიგარეტს. ხშირად მახსენდება, როგორ ბოდავდი იმ ღამით. მიმეორებდი, რომ ჩემგან შვილი გინდა, რათა მუდამ გქონდეს ჩემთან მობრუნების მიზეზი და მე კი მაშინ ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა საჭირო იყო გაქრობა. ახლა კი მესმის.. შენ გსურდა შენი თავისგან დაგეცავი მეც და საკუთარი არსებაც. მე კი, შენი სასაცილო თოჯინა, ვერაფრით მივხვდი, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. მას მერე 7 წელი გავიდა, მე კი.. ყოველ ჯერზე, როცა მგონია რომ ჩემში მაინც დავასრულე ეს გრძნობა, ისევ თავიდან მიყვარდები, წინა ჯერზე უფრო მტკიცედ და უფრო საოცრად. ჩვენ ერთმანეთის სასჯელი ვართ და მომეცი ნება გოლგოთამდე გატარო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მძაფრი ხარ. მძაფრი ხარ.
10. ნეტა, ჭა, ჰოროსკოპით რა არის. საინტერესო იქნება.. ნეტა, ჭა, ჰოროსკოპით რა არის. საინტერესო იქნება..
9. კი, ჭავ, ზღაპარში ცხოვრება გამომდის, ოღონდ ყველა ზღაპარი კეთილი როდია :) კი, ჭავ, ზღაპარში ცხოვრება გამომდის, ოღონდ ყველა ზღაპარი კეთილი როდია :)
8. ჩემო ქეთ...:-* გამოდის რომ შენ თვითონ ყოფილხარ ზღაპრის გმირიც და ზრაპარში ცხოვრებასაც ახერხებ...:-* მომწონს...:-* ჩემო ქეთ...:-* გამოდის რომ შენ თვითონ ყოფილხარ ზღაპრის გმირიც და ზრაპარში ცხოვრებასაც ახერხებ...:-* მომწონს...:-*
7. სამივე ნაწილი წავიკითხე და ვგრძნობ, რა ძლიერი ადამიანია ნაწერის მიღმა.. ბრავო! სამივე ნაწილი წავიკითხე და ვგრძნობ, რა ძლიერი ადამიანია ნაწერის მიღმა.. ბრავო!
6. ეს ყველაფერი მართლა მოხდა, ჭავ. ოღონდ რაღაც ყოფითი ნიუანსებია შეცვლილი :) (შეხვედრის ადგილი და მსგავსი) რაც შეეხება დიალოგებს, ისინი ხომ სულ მთლად ბუნებრივია ანუ მართლა და ზუსტად ამ სახით შედგა. ვისაც დავუწერე ისიც რეალური პიროვნებაა, ჩვენი გაცნობის ისტორია (მცირე ცვლილებებით) მაქვს ასახული. თუმცა ჩანაწერში წერია, რომ შესავალი და დასასრული 2017 წლით არის დათარიღებული. ანუ მე არ ვიცი როგორი იქნება ფინალი რეალურად, მაგრამ რაც ვიცი ანუ 2011 წლის ჩათვლით ეს რეალობაა :) ეს ყველაფერი მართლა მოხდა, ჭავ. ოღონდ რაღაც ყოფითი ნიუანსებია შეცვლილი :) (შეხვედრის ადგილი და მსგავსი) რაც შეეხება დიალოგებს, ისინი ხომ სულ მთლად ბუნებრივია ანუ მართლა და ზუსტად ამ სახით შედგა. ვისაც დავუწერე ისიც რეალური პიროვნებაა, ჩვენი გაცნობის ისტორია (მცირე ცვლილებებით) მაქვს ასახული. თუმცა ჩანაწერში წერია, რომ შესავალი და დასასრული 2017 წლით არის დათარიღებული. ანუ მე არ ვიცი როგორი იქნება ფინალი რეალურად, მაგრამ რაც ვიცი ანუ 2011 წლის ჩათვლით ეს რეალობაა :)
5. - როგორ შემიძლია არ მიყვარდე, როცა მხოლოდ შენში ვირეკლები.. ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები.. უერთმანეთოდ ჩვენ არ ვარსებობთ..
შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი.. “
ქეთ მომწონს ეს ყველაფერი...გრძნობებზე ისე კარგად წერ...ხატოვნად... მაგრამ.. არა მაქვს განცდა რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა...ქალის გამოგონილ ლამაზ ზღაპარს უფრო გავს...:-* სასიამოვნოდ რომ იკითხება...:) - როგორ შემიძლია არ მიყვარდე, როცა მხოლოდ შენში ვირეკლები.. ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები.. უერთმანეთოდ ჩვენ არ ვარსებობთ..
შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი.. “
ქეთ მომწონს ეს ყველაფერი...გრძნობებზე ისე კარგად წერ...ხატოვნად... მაგრამ.. არა მაქვს განცდა რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა...ქალის გამოგონილ ლამაზ ზღაპარს უფრო გავს...:-* სასიამოვნოდ რომ იკითხება...:)
4. ისეთებს მოსწონებიათ...აუცილებლად წავიკითხავ...:) ისეთებს მოსწონებიათ...აუცილებლად წავიკითხავ...:)
3. შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი..
ქეთ...
შენ ყველა განცდათა ჯამი ხარ, - მთელ დედამიწის ზურგზე არსებულ შეგრძნებათა ნაერთი..
ქეთ...
2. "შენთვის ხომ სიყვარული ომია, ძვირფასო.." "ჩვენ ერთმანეთის გამოუსყიდელი ცოდვები ვართ". "მელნისფერი თითებით გეხები.. გრძნობებგათხუპნული თითებით" "გოგონას შენი თვალები აქვს, ხავსისფერი მოლოდინის მსგავსი.." "ვერაფრით მივხვდი, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი." "ყოველ ჯერზე, როცა მგონია რომ ჩემში მაინც დავასრულე ეს გრძნობა, ისევ თავიდან მიყვარდები, წინა ჯერზე უფრო მტკიცედ და უფრო საოცრად." "ჩვენ ერთმანეთის სასჯელი ვართ და მომეცი ნება გოლგოთამდე გატარო..."
მომეწონა. აწი ყოველთვის მოვალ აქ. :) "შენთვის ხომ სიყვარული ომია, ძვირფასო.." "ჩვენ ერთმანეთის გამოუსყიდელი ცოდვები ვართ". "მელნისფერი თითებით გეხები.. გრძნობებგათხუპნული თითებით" "გოგონას შენი თვალები აქვს, ხავსისფერი მოლოდინის მსგავსი.." "ვერაფრით მივხვდი, რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი." "ყოველ ჯერზე, როცა მგონია რომ ჩემში მაინც დავასრულე ეს გრძნობა, ისევ თავიდან მიყვარდები, წინა ჯერზე უფრო მტკიცედ და უფრო საოცრად." "ჩვენ ერთმანეთის სასჯელი ვართ და მომეცი ნება გოლგოთამდე გატარო..."
მომეწონა. აწი ყოველთვის მოვალ აქ. :)
1. ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები..
ოო, ძალიან კარგია, ქეთ, ნამდვილი გრძნობით გაჯერებული! და გული მწყდება რომ ბევრი არ კითხლობს... :(
5555
ჩვენ არ ვარსებობთ, გესმის? მხოლოდ ერთმანეთში არსებული ანარეკლით ვართ რეალურები..
ოო, ძალიან კარგია, ქეთ, ნამდვილი გრძნობით გაჯერებული! და გული მწყდება რომ ბევრი არ კითხლობს... :(
5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|