 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 30 ივნისი, 2011 |
ამ წერილის დაწერა ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა. ჩემმა შვილმა , რომელსაც ელენე ჰქვია, საზღვარგარეთ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება , ჩააბარა გამოცდები და მოხვდა, რომელიღაც უნივერსიტეტში. ეხლა ვიზას ელოდება და მოუვიდა წერილი, რომ ჩვენ შენ გიცნობთ როგორც ელენეს და პასპორტში კი ელენ გიწერია. შემდეგში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად , იქნებ გაარკვიო ელენე ხარ თუ ელენ-ო . რომ შემეკითხა, "მამი მე რა მქვიაო," ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა და უცნაურად გამიღიმა, ეგრევე დენის კორბი, მშიერი ბავშვები და მხიარული ტარაკნები გამახსენდა და შეშინებულმა ვუთხარი, რომ ეს მისი გადასწყვეტი იყო – რაც უნდოდა, იმას დაირქმევდა (მე რა ვიცოდი, რა ჰქონდა გულში)... მერე, როცა ამიხსნა, რაც ხდებოდა, ამოვისუნთქე და დამშვიდებულმა გადავრეკე სამოქალაქო რეესტრში, – შეგეშალათ ბატონებო, ბავშვს ელენე ჰქვია და თქვენ „ელენ“ დაგირქმევიათ– მეთქი, ახლავეო, მითხრეს თავაზიანად და ცოტა ხანში მიპასუხეს, რომ სახელ „ელენე“–ს თარგმანს ბაზა იძლეოდა, როგორც „ელენ“-ს და თუ სახელის გადაკეთება გვინდოდა, ბევრი საბუთი და რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომთხოვეს, სადაც ჩემი შვილი მოხსენიებული იქნებოდა, როგორც ელენე. მე შევეკითხე, რომ დაბადების მოწმობასა და პირადობის მოწმობაზე უფრო მნიშვნელოვანი საბუთი რა შეიძლება ყოფილიყო, ამ საბუთებში კი მას ელენე ერქვა. ჩვენ თამაშის და ხუმრობის დრო არ გვაქვსო, მიპასუხეს და დამიკიდეს ტელეფონიც და, საერთოდაც, მერე ვამჯობინეთ, რომ ისევ იქ მიეწერა, რომ მართლა ელენ ჰქვია. არაფერი ისეთი – ელენე ერქმევა თუ ელენ, რა განსხვავებაა?! არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახელი გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე და არც ხის გახმობის მაგალითს მოვიყვან... უბრალოდ, ამან დამაფიქრა ერთ რამეზე. მითხარით ერთი ძმურად (ქალებმა– დურად), რა ჰქვია ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ, ანუ ჩვენს სამშობლოს? რატომ ვართ ქართველები გრუზინები, ჯორჯიელები, ჰაესტანელები (თავს არ დავდებ) გურჯები და რა ვიცი კიდევ, რა გვქვია... კაი, პატარა განსხვავება რომ იყოს, კიდევ არა უშავს, მაგრამ სად ქართველი, სად გრუზინი, სად ჯორჯია?!არცერთი ასო არ ემთხვევა, ამის დედა ვატირე (ეს აღშფოთებულს წამომცდა და მაპატიეთ), ვინც ვართ და რასაც გვეძახიან! ბერძნებმა თქვეს, რომ მიწათმოქმედი ხალხი ვართ და გეორგია დაარქვეს იმ ადგილს, სადაც ჩვენ ვსახლობთ. მე რომ იაპონიას წვრილთვალა ხალხით დასახლებული ადგილი დავარქვა, კარგი იქნება? მოკლედ, მოვიფიქროთ, რა დავარქვათ ჩვენს ქვეყანას ისეთი, რომ ყველა ენაზე ერთი და იგივე სახელი ერქვას. მე ივერიის (იბერიის) მომხრე ვარ,შეიძლება რამე კიდევ მოვიფიქრო, თანაც გასამართლებელი საბუთი გვაქვს – აღარ გვიყვარს მიწაზე მუშაობა! რაის მიწათმოქმედები ჩვენ ვართ, თავი ვერ გამოგვიკვებავს! გეორგია არა, კიტრი... მოდი, შევაგროვით ხელმოწერები და გადავარქვათ სახელი. მე ვფიქრობ, ასე სჯობია, თანაც გაბრწყინებით ივერია უნდა გაბრწყინდეს და ასეთი სახელმწიფო, კიდევ, არ არსებობს. დავირქმევთ და გაბრწყინდება უმოკლეს დროში. იფიქრეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. არ უნდა გადავარქვათ, მაგრამ საქართველოდ უნდა მოიხსენიებოდეს ყველა ენაზე. არ უნდა გადავარქვათ, მაგრამ საქართველოდ უნდა მოიხსენიებოდეს ყველა ენაზე.
25. ჰარი, გასაბრწყინებაში გაბეჩავა მოგეხმარება. :)))
პატივისცემით: ტენდი ჰარი, გასაბრწყინებაში გაბეჩავა მოგეხმარება. :)))
პატივისცემით: ტენდი
24. 17. ივერიის გაბრწყინებამდე, პირადობის მოწმობები უნდა გამოიცვალოს, სადაც ოფილიციალურად ინდივიდების გვარ-სახელის ასო ნიშანთა რაოდენობა ერთად 10-ს არ უნდა აღემატბოდეს.. დაისი. 2011-07-01 20:11:35
ეს თუ მართალია და... კი, არის ზოგიერთი, ვინც ეტევა ამ 10 ასო-ნიშანში, მაგრამ... გვარი "შაიშმელაშვილი" უკვე 12-ს მოიცავს, სახელზე რომ აღარაფერი ითქვას... ანუ ფსევდონიმების აღება გახდება აუცილებელი?
ისე, რა გაუმართლა თამარ ბუკია-ს? :))))))) 17. ივერიის გაბრწყინებამდე, პირადობის მოწმობები უნდა გამოიცვალოს, სადაც ოფილიციალურად ინდივიდების გვარ-სახელის ასო ნიშანთა რაოდენობა ერთად 10-ს არ უნდა აღემატბოდეს.. დაისი. 2011-07-01 20:11:35
ეს თუ მართალია და... კი, არის ზოგიერთი, ვინც ეტევა ამ 10 ასო-ნიშანში, მაგრამ... გვარი "შაიშმელაშვილი" უკვე 12-ს მოიცავს, სახელზე რომ აღარაფერი ითქვას... ანუ ფსევდონიმების აღება გახდება აუცილებელი?
ისე, რა გაუმართლა თამარ ბუკია-ს? :)))))))
23. ჰმ...... სახელის გადარქმევა რას გვიშველის თორემ ჰო.....:) მე პირადად ბოლო დროის საქართველო გასართობი პარკი-ატრაქციონის შთაბეჭდილებას მიტოვებს....რომელიც მხოლოდ იმიტომ ლამაზდება რომ უცხოელს მოეწონოს. ყველა კანონი, შიდა-გარე პოლიტიკა, იმაზეა ორიენტირებული რომ ყველამ კარგად იგრძნოს თავი ქართველების გარდა. ამიტომ, მოვითხოვ, დავარქვათ "უქართველო" და კიდევ ერთი სამარცხვინო "უ" მივუმატოთ ჩვენს ყოფას. და მე ვფიქრობ ეს სახელი მოუხდება, თანაც წინასწარმეტყველური იქნება!...:) მალე ისე წავა საქმე რომ ასე მოვიხსენიებთ ხოლმე: ----ისინი, ქართველები.... და არა -----ჩვენ, ქართველები.....:) ჰმ...... სახელის გადარქმევა რას გვიშველის თორემ ჰო.....:) მე პირადად ბოლო დროის საქართველო გასართობი პარკი-ატრაქციონის შთაბეჭდილებას მიტოვებს....რომელიც მხოლოდ იმიტომ ლამაზდება რომ უცხოელს მოეწონოს. ყველა კანონი, შიდა-გარე პოლიტიკა, იმაზეა ორიენტირებული რომ ყველამ კარგად იგრძნოს თავი ქართველების გარდა. ამიტომ, მოვითხოვ, დავარქვათ "უქართველო" და კიდევ ერთი სამარცხვინო "უ" მივუმატოთ ჩვენს ყოფას. და მე ვფიქრობ ეს სახელი მოუხდება, თანაც წინასწარმეტყველური იქნება!...:) მალე ისე წავა საქმე რომ ასე მოვიხსენიებთ ხოლმე: ----ისინი, ქართველები.... და არა -----ჩვენ, ქართველები.....:)
22. ნაცნობი სიტუაციაა სახელთან დაკავშირებით! :) სჯობია, როგორც ჰქვია და ყველაფერი - ატესტატი თუ დიპლომი თუ რაცა აქვს, რა სახელზეც აქვს აღებული, იმ სახელით ჰქონდეს პასპორტიც, თორემ მერე უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. - ეს რჩევისთვის!
ხოლო რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სახელს - ჩვენთვის ის საქართველოა და არა ივერია, ან სხვა რამ. ჩვენ მას საქართველოს ვუწოდებთ, ამიტომაც მგონია რომ ზუსტად ეს სახელი უნდა ერქვას სხვა ენებზეც. :) ნაცნობი სიტუაციაა სახელთან დაკავშირებით! :) სჯობია, როგორც ჰქვია და ყველაფერი - ატესტატი თუ დიპლომი თუ რაცა აქვს, რა სახელზეც აქვს აღებული, იმ სახელით ჰქონდეს პასპორტიც, თორემ მერე უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. - ეს რჩევისთვის!
ხოლო რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სახელს - ჩვენთვის ის საქართველოა და არა ივერია, ან სხვა რამ. ჩვენ მას საქართველოს ვუწოდებთ, ამიტომაც მგონია რომ ზუსტად ეს სახელი უნდა ერქვას სხვა ენებზეც. :)
21. კარგი პუბლიცისტიკაა, აქტუალური თემა, მე მაგალითად დავარქმევდი"საქართველო"-ს კარგი პუბლიცისტიკაა, აქტუალური თემა, მე მაგალითად დავარქმევდი"საქართველო"-ს
20. სრული სიმართლეა, სადღაა საქართველოში მიწათმოქმედება, გლეხს არანაირი თანდგომა არ აქვს, პირიქით, ყველა მას ყვლეფს,უპატრონობით ჩვენი მიწა გამოიფიტა და გაბერწდა, გაველურდა... იბერია, გიდაც ივერია ნორმალური იქნება, ის ივერია, რომელიც გაბრწყინდება და არა ის, რომელიც ”აირევა” სრული სიმართლეა, სადღაა საქართველოში მიწათმოქმედება, გლეხს არანაირი თანდგომა არ აქვს, პირიქით, ყველა მას ყვლეფს,უპატრონობით ჩვენი მიწა გამოიფიტა და გაბერწდა, გაველურდა... იბერია, გიდაც ივერია ნორმალური იქნება, ის ივერია, რომელიც გაბრწყინდება და არა ის, რომელიც ”აირევა”
19. უბრალოდ...ვაი, ბედკრულო საქართველოვ...... უბრალოდ...ვაი, ბედკრულო საქართველოვ......
18. მეც უამრავჯერ გამჩენია ეს პროტესტი და ეს კითხვა... ყველა ჩემ უცხოელ მეგობარს ვავალდებულებ, რომ ჩემს ქვეყანას საქართველო დაუძახოს და არა ჯორჯია... მეც უამრავჯერ გამჩენია ეს პროტესტი და ეს კითხვა... ყველა ჩემ უცხოელ მეგობარს ვავალდებულებ, რომ ჩემს ქვეყანას საქართველო დაუძახოს და არა ჯორჯია...
17. ვწუხვარ, რომ არავითარი ხელმოწერების შეგროვება არ არის საჭირო...ივერიის გაბრწყინებამდე, პირადობის მოწმობები უნდა გამოიცვალოს, სადაც ოფილიციალურად ინდივიდების გვარ-სახელის ასო ნიშანთა რაოდენობა ერთად 10-ს არ უნდა აღემატბოდეს..ელენ (ე) იმ ტალღაში მოხვედრილა, რომელიც აწ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას მთლიანად არ ექვემდებარება...დღეიდან შევიდა ახალი კანონი ძალაში.თუ გნებავთ სერიოზულად ნუ მიიღებთ, მაგრამ ასეა :( ვწუხვარ, რომ არავითარი ხელმოწერების შეგროვება არ არის საჭირო...ივერიის გაბრწყინებამდე, პირადობის მოწმობები უნდა გამოიცვალოს, სადაც ოფილიციალურად ინდივიდების გვარ-სახელის ასო ნიშანთა რაოდენობა ერთად 10-ს არ უნდა აღემატბოდეს..ელენ (ე) იმ ტალღაში მოხვედრილა, რომელიც აწ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას მთლიანად არ ექვემდებარება...დღეიდან შევიდა ახალი კანონი ძალაში.თუ გნებავთ სერიოზულად ნუ მიიღებთ, მაგრამ ასეა :(
16. მართალი ბრძანდებით ბატონო :) პროვინციალიზმის მტვერი უნდა ჩამოვიბერტყოთ ქართველებმა კალთებიდან. ეს ,,ბრმა მიმბაძველობა'' მაღიზიანებს! ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? ევროპელები, თუ აზიელები? პასუხი ისტორიამ გვაჩვენა: ქრისტეს მხედრები... ჩვენ ვართ მარადისობისთვის მებრძოლი ქვეყანა. სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ დასცინიან ქართულ ტრადიციებს (მაგალითად ქალწულებრივ უბიწოებას), ენაში მკვიდრდება უამრავი უსარგებლო უცხოური სიტყვა ( მაგალითად სოციალური, ფართი, ნიუსი და ა.შ) გადაგვარების პირას ვართ მისულები! მამული, ენა, სარწმუნოება. მხოლოდ ილიასეული იდეოლოგიის დანერგვა გადაგვარჩენს! მართალი ბრძანდებით ბატონო :) პროვინციალიზმის მტვერი უნდა ჩამოვიბერტყოთ ქართველებმა კალთებიდან. ეს ,,ბრმა მიმბაძველობა`` მაღიზიანებს! ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? ევროპელები, თუ აზიელები? პასუხი ისტორიამ გვაჩვენა: ქრისტეს მხედრები... ჩვენ ვართ მარადისობისთვის მებრძოლი ქვეყანა. სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ დასცინიან ქართულ ტრადიციებს (მაგალითად ქალწულებრივ უბიწოებას), ენაში მკვიდრდება უამრავი უსარგებლო უცხოური სიტყვა ( მაგალითად სოციალური, ფართი, ნიუსი და ა.შ) გადაგვარების პირას ვართ მისულები! მამული, ენა, სარწმუნოება. მხოლოდ ილიასეული იდეოლოგიის დანერგვა გადაგვარჩენს!
15. ეჰ, საცოდავი საქართველო!.. ეჰ, საცოდავი საქართველო!..
14. გადწყვითა<<< გადაწყვიტა ეხლა<<< ახლა ვუტხარი <<< ვუთხარი გადასწყბეტი<<< გადასაწყვეტი ვუტხარი<<< ვუთხარი რავიცოდი <<< რავ იცოდი, (მძიმე) დაგირქმევიათ მეტქი<<< დაგირქმევიათ–მეთქი ტავაზიანად<<< თავაზიანად გვQვია<<< გვქვია გადაკეტება<<<გადაკეთება საბითი რა შეიძლევა <<< საბუთი რა შეიძლება
გეთქვა და მე დავწერდი ბარემ, ხათრი ხათაბალააო :)) დამღალა შეცდომების ძებნამ ღომ <<< რომ წვრილ ტვალა <<< წვრილთვალა ევაზე ეღტი<<< ენაზე ერთი (ევა, არა ადამი კიდევ) ეგეტი <<< ასეთი მიწათმოქნედები<<< მოწათმოქმედები ამოვისუნტქე<<< ამოვისუნთქე (ხშირ–ხშირად :) )
გადწყვითა<<< გადაწყვიტა ეხლა<<< ახლა ვუტხარი <<< ვუთხარი გადასწყბეტი<<< გადასაწყვეტი ვუტხარი<<< ვუთხარი რავიცოდი <<< რავ იცოდი, (მძიმე) დაგირქმევიათ მეტქი<<< დაგირქმევიათ–მეთქი ტავაზიანად<<< თავაზიანად გვQვია<<< გვქვია გადაკეტება<<<გადაკეთება საბითი რა შეიძლევა <<< საბუთი რა შეიძლება
გეთქვა და მე დავწერდი ბარემ, ხათრი ხათაბალააო :)) დამღალა შეცდომების ძებნამ ღომ <<< რომ წვრილ ტვალა <<< წვრილთვალა ევაზე ეღტი<<< ენაზე ერთი (ევა, არა ადამი კიდევ) ეგეტი <<< ასეთი მიწათმოქნედები<<< მოწათმოქმედები ამოვისუნტქე<<< ამოვისუნთქე (ხშირ–ხშირად :) )
13. ჰაროლდ. გამარჯობა. პრობლემური თემა ”წამოსწიე” ძმაო-ჯან. ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე ამ საკითხზე ნაფიქრალი, ურაკპარაკის ელექტრო-ქაღალდზე გადამეტანა და გამეგრძელებინა დისკუსია შენი დაწყებული დისკუსია. კარგი იქნება, თუ შევხვდებით. ჩარლ ბუკოვსკისა არ იყოს: ”თქვენ სვაამთ?” ჰაროლდ. გამარჯობა. პრობლემური თემა ”წამოსწიე” ძმაო-ჯან. ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე ამ საკითხზე ნაფიქრალი, ურაკპარაკის ელექტრო-ქაღალდზე გადამეტანა და გამეგრძელებინა დისკუსია შენი დაწყებული დისკუსია. კარგი იქნება, თუ შევხვდებით. ჩარლ ბუკოვსკისა არ იყოს: ”თქვენ სვაამთ?”
12. კორექტურა გასაკეთებელია ნამდვილად......
ეეჰჰ...... სახელის გადარქმევა რომ შველოდეს საქმესს.............
მართალია სიტყვაში დიდი ვიბრაციული ენერგეტიკა დევს და ეს უდავოდ ასეა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს თვითონ ქართელების გაკეთებული იყოს მრავალსახელები....... დროთა სვლის პროცესში თავის დამკვიდრებისა და გადარჩენის მიზნით....
ამაზე ივანე ჯავახიშვილს ძალიან დიდი ნაშრომები და კვლევები აქვს გამოქვეყნებული თავის წიგნებში და თუ მოვიძიე ახლო მომავალში აუცილებლად მოგაწვდით აქვე........
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი” კორექტურა გასაკეთებელია ნამდვილად......
ეეჰჰ...... სახელის გადარქმევა რომ შველოდეს საქმესს.............
მართალია სიტყვაში დიდი ვიბრაციული ენერგეტიკა დევს და ეს უდავოდ ასეა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს თვითონ ქართელების გაკეთებული იყოს მრავალსახელები....... დროთა სვლის პროცესში თავის დამკვიდრებისა და გადარჩენის მიზნით....
ამაზე ივანე ჯავახიშვილს ძალიან დიდი ნაშრომები და კვლევები აქვს გამოქვეყნებული თავის წიგნებში და თუ მოვიძიე ახლო მომავალში აუცილებლად მოგაწვდით აქვე........
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი”
11. ოხ თამარ, თამარ:) აღარ ასრულებ შEნს კეტილ მისიას , ასე დაუბანელ დაუვარჩხნელი უნდა დავდიოდე:) მაგრამ ვინაა პატრონი:)? ოხ თამარ, თამარ:) აღარ ასრულებ შEნს კეტილ მისიას , ასე დაუბანელ დაუვარჩხნელი უნდა დავდიოდე:) მაგრამ ვინაა პატრონი:)?
10. მოკითხვითადა ღიმილებით:) მოკითხვითადა ღიმილებით:)
9. თვალები აიხვიე და ინტუიციით ბეჭდე-მეთქი, ვის ვუთხარი მე? გარეშე ფაქტორები ნაკლებად შეგაშინებს და აღარც კლავიატურის ასოებზე აგიცდება თითები! :)))) დამაკლდა თვალში შენი შეცდომების კითხვით... :)))) თვალები აიხვიე და ინტუიციით ბეჭდე-მეთქი, ვის ვუთხარი მე? გარეშე ფაქტორები ნაკლებად შეგაშინებს და აღარც კლავიატურის ასოებზე აგიცდება თითები! :)))) დამაკლდა თვალში შენი შეცდომების კითხვით... :))))
8. "ჩვენს სასამართლოს კი ისე მაგრად ძინავს მხართეძოზე იურდიული ფაქტების დადგენის ნაწილში"
რომელში ღვიძავს რო?
მე უფრო სხვა პოზაში მეჩვენება ჩვენი სასამართლო, ვიდრე მხართეძოზე ძილია :)
სახელის გადარქმევას რაც შეეხება კიდევ... რაც ღობის აქეთაა ბალახი, ისაა ღობის იქითაც :)
"ჩვენს სასამართლოს კი ისე მაგრად ძინავს მხართეძოზე იურდიული ფაქტების დადგენის ნაწილში"
რომელში ღვიძავს რო?
მე უფრო სხვა პოზაში მეჩვენება ჩვენი სასამართლო, ვიდრე მხართეძოზე ძილია :)
სახელის გადარქმევას რაც შეეხება კიდევ... რაც ღობის აქეთაა ბალახი, ისაა ღობის იქითაც :)
7. ივერია თუ არ ვცდები იბერიის რუსული ვარიანტია ივერია თუ არ ვცდები იბერიის რუსული ვარიანტია
6. ივერია - კარგია.
რაც შეეხება სამოქალაქო რეესტრს, გირჩევთ, რომ ბაშვმა მოქალაქის მოწმობაში შეიცვალოს სახელი და იქ დაირქვას "ელენ" ესე იგი პასპორტის სახელს მიუსადაგოს ქართული დოკუმენტები თორემ მთელი ცხოვრება შარში იქნება.
ჩვენს სასამართლოს კი ისე მაგრად ძინავს მხართეძოზე იურდიული ფაქტების დადგენის ნაწილში, რომ აგერ ჩემი მეგობარი 5 წელიწადია დადის და შედეგს ვერ მიაღწია, ალბათ მემკვიდრეობას საერთოდ დაკარგავს მაგის გამო.
ასე რომ სანამ სწავლა დაწყებული საზღვარგარეთ და ელენს საზღვარი გადაუკვეთავს, სასწარაფოდ შეცვალეთ სახელი ქართულ დოკუმენტებში...
პატივისცემით ფარაონის ცოლი. :) ივერია - კარგია.
რაც შეეხება სამოქალაქო რეესტრს, გირჩევთ, რომ ბაშვმა მოქალაქის მოწმობაში შეიცვალოს სახელი და იქ დაირქვას "ელენ" ესე იგი პასპორტის სახელს მიუსადაგოს ქართული დოკუმენტები თორემ მთელი ცხოვრება შარში იქნება.
ჩვენს სასამართლოს კი ისე მაგრად ძინავს მხართეძოზე იურდიული ფაქტების დადგენის ნაწილში, რომ აგერ ჩემი მეგობარი 5 წელიწადია დადის და შედეგს ვერ მიაღწია, ალბათ მემკვიდრეობას საერთოდ დაკარგავს მაგის გამო.
ასე რომ სანამ სწავლა დაწყებული საზღვარგარეთ და ელენს საზღვარი გადაუკვეთავს, სასწარაფოდ შეცვალეთ სახელი ქართულ დოკუმენტებში...
პატივისცემით ფარაონის ცოლი. :)
5. იდეინი ჰარირამა...:-* არგუმენტებს წყალი არ გაუვა ისეთი აქვს მოყვანილი....მერე როგორღა ვიყვიროთ ხოლმე: სა-ქარ-თვე-ლო... სა-ქარ-თვე-ლო....:) იდეინი ჰარირამა...:-* არგუმენტებს წყალი არ გაუვა ისეთი აქვს მოყვანილი....მერე როგორღა ვიყვიროთ ხოლმე: სა-ქარ-თვე-ლო... სა-ქარ-თვე-ლო....:)
4. თანაც გაბრწყინებით ივერია უნდა გაბრწყინდეს და ეგეტი სახელმწიფო კიდევ არ არსებობს. ეჰ!:( თანაც გაბრწყინებით ივერია უნდა გაბრწყინდეს და ეგეტი სახელმწიფო კიდევ არ არსებობს. ეჰ!:(
3. მშვენიერი სახელი ჰქვია ჩვენს ქვეყანას ''საქართველო'' ქართველების ქვეყანას ნიშნავს. მშვენიერი სახელი ჰქვია ჩვენს ქვეყანას ``საქართველო`` ქართველების ქვეყანას ნიშნავს.
2. ამ პრობლემას კარგად ვიცნობ. მეც არასწორად გაცემული საბუთის გამო (მართვ. მოწმ) შემექმნა პრობლემა უცხოეთშI. რეესტრში მისვლაა საჭირო ( გახურება :) ) და პასპორტის გამოცვლა, რადგან ეს მათი შეცდომაა... წესით, სახელი არ უნდა ითარგმნებოდეს. ყოველი ასო ზუსტად ისე უნდა დაიწეროს, როგორც დაბ. მოწმობაშია.
მე პირადად საქართველოზე სახელის გადარქმევის ჩემეული ვარიანტი მაქვს :D ამ პრობლემას კარგად ვიცნობ. მეც არასწორად გაცემული საბუთის გამო (მართვ. მოწმ) შემექმნა პრობლემა უცხოეთშI. რეესტრში მისვლაა საჭირო ( გახურება :) ) და პასპორტის გამოცვლა, რადგან ეს მათი შეცდომაა... წესით, სახელი არ უნდა ითარგმნებოდეს. ყოველი ასო ზუსტად ისე უნდა დაიწეროს, როგორც დაბ. მოწმობაშია.
მე პირადად საქართველოზე სახელის გადარქმევის ჩემეული ვარიანტი მაქვს :D
1. დამიკიდეს ტელეფონიც და საერთოდაც... :))
ჰოდა, სანამ კორექტურებს არ მიხედავ ...
ერთი სურვილი მაქვს, შენი ლეპტოპის "Caps lock" გავაფუჭო :))
დამიკიდეს ტელეფონიც და საერთოდაც... :))
ჰოდა, სანამ კორექტურებს არ მიხედავ ...
ერთი სურვილი მაქვს, შენი ლეპტოპის "Caps lock" გავაფუჭო :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|