ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2011


ციცოს პასუხი მურმანს

რატომ გგონია წყალს არ შავასმევ
წყაროზე ჩასულ ჭაბუკს,
წყალსაც დალევს და თუ ამოვარდა
გაუმკლავდება ქარბუქს.
დაგეხმარები თუკი გწადია,
სურვილის მავკლავ მახრას,
შეყვარებული კაცის სხეული
რომ ვერასოდეს დახრას.
ნუ გეშინია მურმან-ბატონო
ცოლ-შვილს არ გაგყრი ძალით,
ა ეგ გულწრფელი სიტყვები გახლავს
პატარა, ციცქნა ქალის.
ტყუილად გგონავ წყალს არ შავასმევ
წყაროზე ჩასულ ჭაბუკს,
წყალსაც დალევს და თუკი დასჭირდა
შაერკინება ქარბუქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები