 | ავტორი: ნატალია5 ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2011 |
ბინდმა შეჭამა ალიონი, აღარ თენდება... დაწყევლილია ჰაერი და ღაწვზე ირმების ნახტომებივით ცრემლის წიხლებს ვერ ვიგერიებ, უკვე შენც ატყობ მეპარება დაღლა თანდათან.
ბასრი დანაა სიყვარული, სხეულს ვინ ჩივის, რაღაც შიგნიდან დაიმსხვრა და აღარ მთელდება, გულის სარჩული შემეტრუსა დარდის სანთელზე და ოჯახისგან მთელი დღეა ვიღებ საჩივრებს...
ძილიც არ მშველის, გუშინდელი სახე მისვია მაკიაჟივით, გარეთ გასვლაც გადავიფიქრე, ახლა უნიჭო მხატვარივით ვდგავარ ფანქრებთან, შენც ნუ გამწირავ , მეგობარო, მთელი მასივი
ჩემი ოცნების განმიდგა და ფიქრიც რთულია რა მელოდება, მეშინია ფეხზე დადგომის. შენ მეუბნები რომ ცხოვრება სუსტი დადგმაა, ჩვენ კი ვკიდივართ ცის და მიწის შუა მავთულზე.
ბინდმა შეჭამა ალიონი, აღარ თენდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ,,ცრემლის წიხლები'' არ ვარგა..... ფინალი მომეწონა: ,,ჩვენ კი ვკიდივართ ცის და მიწის შუა მავთულზე. ბინდმა შეჭამა ალიონი, აღარ თენდება...''
მათლიანობაში მაინცდამაინც ვერ...... ,,ცრემლის წიხლები`` არ ვარგა..... ფინალი მომეწონა: ,,ჩვენ კი ვკიდივართ ცის და მიწის შუა მავთულზე. ბინდმა შეჭამა ალიონი, აღარ თენდება...``
მათლიანობაში მაინცდამაინც ვერ......
1. აუ ეს "შემეტრუსა" და "მაჯიაჟი" რომ არა, ძალიან მომეწონებოდა.
+2 აუ ეს "შემეტრუსა" და "მაჯიაჟი" რომ არა, ძალიან მომეწონებოდა.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|