ცა ცათამბჯენებს ფეხქვეშ უგიათ, მიწა კი ნისლებს უახლოვდება. დიდ და ბედნიერ პარიზს უნთია იდუმალება ისევ სევდებად.
ღამის ბულვარი ისევ ხმაურობს აისის ბოლო სხივიც ჩამქრალა. ტუჩები ტუჩებს ეჩურჩულება, წყვილთა თვალებში რიდი გამქრალა.
მე აქ მარტო ვარ. წაბლის ხის ტანზე ისე მეამა თავის მიყრდნობა! როგორც მოსკოვში, ვტირი როსტანზე, გული მის ლექსებს ისევ ენდობა.
ღამის პარიზი – უცხო, ბეჩავი. გულს მაინც ძველი ბოდვები ხიბლავს. სახლში იები მხვდება ბედშავი და სურათიდან მიმზერს მე ვიღაც.
ეს მეგობრული უფროა მზერა, სევდიანი და ზედმეტად ნაზი. აქ რეიხსტაგის ტანჯული ყველა, სარაც, როსტანიც მოვლენ სიზმარში.
აქ, ამ ბედნიერ და დიდ პარიზში მდელო, ღრუბლები მოვლენ ლანდებად... სიცილი ქრება, როგორც პარისი... ტკივილი შავად მომელანდება. 25 ივნისი, 2011
В Париже
Дома до звезд, а небо ниже, Земля в чаду ему близка. В большом и радостном Париже Все та же тайная тоска.
Шумны вечерние бульвары, Последний луч зари угас. Везде, везде всё пары, пары, Дрожанье губ и дерзость глаз.
Я здесь одна. К стволу каштана Прильнуть так сладко голове! И в сердце плачет стих Ростана Как там, в покинутой Москве.
Париж в ночи мне чужд и жалок, Дороже сердцу прежний бред! Иду домой, там грусть фиалок И чей-то ласковый портрет.
Там чей-то взор печально-братский. Там нежный профиль на стене. Rostand и мученик Рейхштадтский И Сара — все придут во сне!
В большом и радостном Париже Мне снятся травы, облака, И дальше смех, и тени ближе, И боль как прежде глубока.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი ))) კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი )))
13. კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი ))) კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი )))
12. კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი ))) კარგია, მაგრამ რეიხსტაგი არა, რეიხშტადტი )))
11. მადლობა ხალხო ვფიქრობ, ურიგო თარგმანი არაა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლა თავისით მოვიდა რითმები...:):) მადლობა ხალხო ვფიქრობ, ურიგო თარგმანი არაა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლა თავისით მოვიდა რითმები...:):)
10. შრომაში გიწერ - ჩემს უმაღლეს ქულას, ძნელია ლექსის თარგმნა,,ძნელია, სხვისი ლექსისეული განცდა,, ყოველი ლექსი არის ავტორის ინტიმური განცდა, ამიტო, არ მიყვარს რუსულენოვანი პოეზიის ტარგმნის კითხვა, ხიბლი, სული აკლია, შრომაში გიწერ - ჩემს უმაღლეს ქულას, ძნელია ლექსის თარგმნა,,ძნელია, სხვისი ლექსისეული განცდა,, ყოველი ლექსი არის ავტორის ინტიმური განცდა, ამიტო, არ მიყვარს რუსულენოვანი პოეზიის ტარგმნის კითხვა, ხიბლი, სული აკლია,
9. თარგმანს არა უშავს...თუმცა ძალიან ბევრი აკლია პოეზიის იმ ხიბლამდე, რაც მოაქვს ცვეტაევას ლექსს.....წარმატებები....:) თარგმანს არა უშავს...თუმცა ძალიან ბევრი აკლია პოეზიის იმ ხიბლამდე, რაც მოაქვს ცვეტაევას ლექსს.....წარმატებები....:)
7. ბეჩავი და ბედშავი ერთი და იგივეა.. ანუ ბეჩავი ბედშავისგან წარმოდგება...
ამაზე მიფიქრია ბავშვობაში:) ბეჩავი და ბედშავი ერთი და იგივეა.. ანუ ბეჩავი ბედშავისგან წარმოდგება...
ამაზე მიფიქრია ბავშვობაში:)
6. ისე რას მერჩოდით, +1 მაინც დაგეწერათ ან საერთოდ არაფერი. რაც არის არის, მარა ნუ გამირევთ თმაში ჭაღარას, მიშრომია ადამიანს.;) ისე რას მერჩოდით, +1 მაინც დაგეწერათ ან საერთოდ არაფერი. რაც არის არის, მარა ნუ გამირევთ თმაში ჭაღარას, მიშრომია ადამიანს.;)
5. მარტინ იდენ, თქვენ მე ხან მოგწონვართ, ხან არა. ეს ალბათ ჯანსაღი ტრადიციაა. მადლობა. მე თქვენ პატივს გცემთ. მარტინ იდენ, თქვენ მე ხან მოგწონვართ, ხან არა. ეს ალბათ ჯანსაღი ტრადიციაა. მადლობა. მე თქვენ პატივს გცემთ.
4. თითქოს ცოტა ცვეტაევაც არის თარგმანში, მაგრამ ისეთი სუსტი რითმებია ზოგან და ეს პარისიც... მოკლედ-წარმატებები! მე არ მომეწონა. თითქოს ცოტა ცვეტაევაც არის თარგმანში, მაგრამ ისეთი სუსტი რითმებია ზოგან და ეს პარისიც... მოკლედ-წარმატებები! მე არ მომეწონა.
3. И боль как прежде глубока.
И боль как прежде глубока.
2. ''პარიზი სიყვარულის დედაქალაქია!'' ;;) ``პარიზი სიყვარულის დედაქალაქია!`` ;;)
1. ცოტა დახვეწილია ორიგინალი თან თითქოს ჰაეროვანი და უბრალო...:)
"ღამის პარიზი – უცხო, ბეჩავი. გულს მაინც ძველი ბოდვები ხიბლავს. სახლში იები მხვდება ბედშავი და სურათიდან მიმზერს მე ვიღაც."....... 4. ცოტა დახვეწილია ორიგინალი თან თითქოს ჰაეროვანი და უბრალო...:)
"ღამის პარიზი – უცხო, ბეჩავი. გულს მაინც ძველი ბოდვები ხიბლავს. სახლში იები მხვდება ბედშავი და სურათიდან მიმზერს მე ვიღაც."....... 4.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|