ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2011


ჯერ არ...

უნალექო ყავა,
დანალექი წვიმის,
თავს ვაბარებ თავანს,
უფრო მშვიდად მძინავს...
უმარტივეს დღეთა
ურთულესი განცდა,
როგორ მოითენთა
ჩემში ფეხზე რაც დგას.
დახურული ფანჯრის
გაღებისას ხიჭვი,
იმედების ვარჯით
ზურგს გამართულს ვიჭერ.
ჩასაქრობი შუქის
ჩაუმქრალი მზერა,
მაინც რატომ უკვირთ,
რომ ვბერდები ჯერ არ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები