ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2011


. . . მერე იტყვიან, ახალგაზრდამ მოიკლა თავი . . .

ორიოდ წამით ყური უგდე წარსულის სიოს,
როცა გიყვარდა და შენს გრძნობას ადენდი მირონს,
მაგრამ გაგექცა, ვერ დააბი ტორნადოს მსგავსი,
გეიზერებით დანაღმულ ზღვას უტევდი ნავით.

ქვეცნობიერში დაიმკვიდრე მჩქეფარე ფეთქვა,
ქალღმერთად დასვი, დაემონე გრძნობათა ღელვას,
გულის სიღრმეში მუდამ გრძნობდი, რომ ისევ გიყვარს
და დღემდე ელი საპასუხოდ უმთავრეს სიტყვას...

ახლა კი გვერდით უნამუსოდ სხვა ქალი გიწევს
და მარტოობას ცივ გულ-მკერდზე ალერსით ივსებ,
შენში გაცოცხლდა რაღაც მწველი, კანქვეშ რომ გხუთავს,
ნაფერებ კისერს ცეცხლოვანი მარწუხით გუდავს.

და წარმოიდგენ, რომ შენს გრძნობას ვიღაც სცხებს ტალახს,
მას ეფერება, ვისი სუნთქვაც შენს ფილტვში ჩაკვდა.
პასუხს ვერ მოსთხოვ ცოლია და სხვა რა გზა არის?!
მაშინ როდესაც იმ ძველ გრძნობას ახურავს ჩადრი.

ცოცხალის საფლავს მიგაყარეს მუჭებად მიწა,
რაღა დაგრჩება, საფეთქელი და ერთი ტყვია...
ცალმხრივი გრძნობით ჩამომჭკნარა ადამის ვაშლიც,
მერე იტყვიან, ახალგაზრდამ მოიკლა თავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები