 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 13 ივლისი, 2011 |
„კვინტუს,მომეცი პირობა რომ ჩემს ცოლ-შვილზე იზრუნებ“
„შენ მათ სამოთხეში შეხვდები მაქსიმუს“
კომედუსი: „კვინტუს მომე ხმალი!“, ჯარისკაცებს: „მომეცით ხმალი!“
კვინტუსი ჯარისკაცებს:“ყველამ ხმლები ჩააგეთ!“
ფილმიდან „გლადიატორი“
სანამ წვიმა გადაიღებდა
მეექვსე თავს, ნაწყვეტებით ვიწყებ ამ საოცარი ფილმიდან,ვისაც ნანახი გაქვთ(და უმრავლესობას ალბათ არაერთხელაც) ალბათ გამიგებთ, ვისაც არა, აუცილებლად ნახეთ!
მე კი, კიდევ ერთხელ ღრმად ვიგრძენი სულში ის საოცარი გრძნობა,რასაც სიყვარული ქვია.
სადარბაზოდან გავედი თუ არა ქალის წკრიალა ხმა მომესმა
-დაიჭირე ნიკა
ჰაერში მოვკარი ლითონის ბზინვარებას თვალი,ძლივს მოვასწარი ნივთის დაჭერა.მაკოს მანქანის გასაღები იყო.
-ყოჩაღ!-ხმამაღლა იცინოდა მაკო-ახლა თუ მოიფიქრებ და ჯენტლმენობას გამოიჩენ,დიდად დამავალებ.
როგორც იქნა მივხვდი,მანქანის კარები გავუღე
-სად მივდივართ მაკო?
-ჩემი მანქანის საჭეს იშვიათად ვანდობ ვინმეს,შენ კი შემპირდი კარგ ადგილას წაგიყვანო,თუ დაგავიწყდა?
-მმ, მე?კი დაგპატიჟე...
-ჰოდა დღეც ხელახლა დავგეგმე-წელში გასწორდა-დაქოქე და წავედით რა
გამეცინა.ეს სულ სხვა მაკო იყო.მხიარული,ხალისიანი,გაბრწყინებული თვალებით, რაღაც ახლის მომლოდინე,არც ისეთი პირველად რომ ვნახე კაფეში,მოკლე კაბასა და ყელიან მაისურში გამოწყობილი,უცნობი და მიუწვდომელი, არც ისეთი,ყოველდღე რომ ვხედავდი სამსახურში,კოსტუმით და მისი ქვედაბოლოთი,მე რომ სულ მიბღვერდა და ათას საქმეს მავალებდა, საერთოდ რომ არ იცოდა რა იყო ცხოვრება,გარდა სამსახურისა,არა,ეს ჩემი მაკო იყო,მე რომ მიყვარდა,ისეთი,როგორიც არასდროს მენახა აქამდე,მაგრამ ხშირად წარმომედგინა,ჯინსსა და მოკლე მაისურში გამოწყობილი.
-რა გაცინებს დონ ჟუან?-ჩემთვის ადრე დარქმეული სახელი გამიხსენა-ნუ გამოშტერდები ახლა,წავედით რა,მაჩვენე ერთი ეს თქვენი ქუთეისი,ტვინს რომ მიჭამთ,მიადგი რა.
მანქანა დავქოქე.
ასეთი დღეები ადამიანის ცხოვრებაში იშვიათია.წარსულს როცა ვიხსენებ ყოველთვის მახსენდება ეს დღე. უკვე ორი საათი იყო.ხილი და წვენები ვიყიდე მარკეტში,მერე კი მთლიანად დავათვალიერებინე ქალაქი და მისი შემოგარენი ჩემთვის ასე ძვირფას ადამიანს.ჯერ სათაფლია მოვიარეთ,ვერაფრით დავაჯერე მაკო, რომ ეს „გიგანტური ქათმის ნაკვალევი“ (მისი სიტყვებია) სინამდვილეში მილიონობით წლის წინ გადაშენებულ დინოზავრებს ეკუთვნოდათ.ბევრი იცინა და რათქმაუნდა არ დამიჯერა.
-ახლა შემდეგი ღირსშენაშნაობა ვნახოთ ნიკა
შემდეგ მოწამეთაზე ავედით. ტაძარში ერთი გასაძრომია, ამბობენ ვინც სამჯერ გაძვრება ისე რომ კედლებს არ შეეხება,რა სურვილსაც ჩაიფიქრებს აუსრულდებაო.ჰოდა გულმოდგინედ დავფორთხავდი და გულში ვიმეორებდი „ნეტა შემიყვაროს,ნეტა შემიყვაროს,ნეტა შემიყვაროს“. ის კი,ვისაც ვნატრობდი, ჩუმად ფხუკუნებდა,გარეთ რომ გავედით,მეხვეწებოდა რა ჩაიფიქრე მითხარი გთხოვო. ნატვრა თუ გაგიმხილე არ ამისრულდებამეთქი მაკო. შენ რატომ არაფერი ჩაიფიქრეთქო რომ ვკითხე, მე არაფერი მჭირდება,ყველაფერი ისედაც მაქვსო, ასე მითხრა.გულში რაღაც ჩამწყდა. გელათიც ვნახეთ.უზარმაზარი ალაყაფის კარები რომ ვაჩვენე, რომელიც ლეგენდის თანახმად დავით მეფემ ზურგით აიტანა გელათში და დაკიდა,აი ასეთი ბუმბერაზი ადამიანები გვყავდაო,დანანებით ჩაილაპარაკა,მე კი ღმერთო მაპატიე და შემშურდა თითქოს.
ქალაქში, რომ ჩამოვედით საღამო იყო უკვე.
-მაკო მანქანა დააყენე და გავისეირნოთ,გინდა?
-დღეს შენს განკარგულებაში ვარ ნიკა,ერთი დღე მაინც ხომ უნდა გაგახარო კვირაში.
-ნუ გგონია, რომ რასაც მავალებ სამსახურში „მიტყდება“
-არც დიდ აღფრთოვანებას გამოხატავ ხოლმე ყოველშემთხვევაში.
კარგი,ეგრე იყოს მაკო.დაგითმობ ამჯერადაც.ღამე იყო უკვე.ქუჩაში ნელა მივდიოდით,ვუხსნიდი უბნებს,თეთრი ,ჯაჭვის წითელი ხიდები გავიარეთ.თავადაც ვერ მიხვდა ისე აღმოჩნდა მისი ხელი ჩემსაში.ნელა ვუჭერდი,სიხარულით და ბედნიერებით გარემოცული.
-დავიღალე ნიკა, ვალდებული ვართ ყველა ხიდი გავიაროთ?
-მაკო,ვინმე გყვარებია?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?ვთქვათ არა...
-მე ყოველთვის მიყვარდა...
-რომანტიული ბიჭი ყოფილხარ, ახლაც გიყვარს ის?სადაა ახლა?
-ვერ გამიგე, მიყვარდა მაგრამ არ ვიცოდი ვინ, მაგრამ ვიცოდი არსებობდა,სადღაც,დარწმუნებული ვიყავი...
-წარსულში რატომ ლაპარაკობ,ახლა აღარ გჯერა?ან იქნებ.. -გაკვირვებულმა დაიხია უკან,თვალებში შემომხედა.
და ამ დროს იჭექა.ციდან იჭექა,ელვამ გაანათა მისი გაოცებული სახე,მერე კი დაუშვა. ჩვენ კი გარვბოდით,თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით,ისევ მოვკიდე ხელი,მაგრად მოვუჭირე,გუბეებს ვახტებოდით,ხან პირდაპირ შიგნით მივტოპავდით.გგონიათ თავშესაფარს ვეძებდით?
-გთხოვ სადმე შევეფაროთ რა-მითხრა მაკომ
-კარგი მაკო
-მაკოს რატომ მეძახი?
-სანთებელაზე წავიკითხე
შევეფარეთ როგორც იქნა სადღაც
-მე რომ ნიკუშა დაგიძახო მოგეწონება?
-ყველა ნიკუშას მეძახის,მარტო შენ ხარ ოფიციალური...
-კარგი ნიკუშ...-პირველად დამიძახა,ტანში გამაჟჟროლა-ძალიან მცივა, წავიდეთ რა,ტაქსი გააჩერე.
მართლა კანკალებდა.მხრებზე მოვხვიე ხელი.მომენდო ქვეცნობიერად.ვიგრძენი როგორ უცახცახებდა მხრები.
-ნახე ნიკუშ კედელზე რა აწერია „ფრთხილად,ბოლო ჟამია“
-ბოლო ჟამი თუა მაშინ უნდა ვიჩქაროთ-წყნარად ვუთხარი
-რა?-გულუბრყვილოდ შემომხედა და მე მეტი მართლა აღარ შემეძლო.
-რა და შენი კოცნა,რაც შეიძლება ბევრი, რომ ბედნიერი მოვკვდე-ჩუმად ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე გიჟივით.დიდხანს,ვნებით ვკოცნიდი.ლამის მეყვირა სიხარულისგან.მაკომაც მიპასუხა.ისეთი გემრიელი იყო მისი ტუჩები.ისეთი მაგარი კოცნა იცოდა.როგორც იქნა არაადამიანური ძალისხმევით ავაცილე ტუჩები მის ტუჩებს და სიყვარულით მთვრალმა ჩავჩურჩულე:
-მაკო,ჩემო მაკო,სიგიჟემდე მიყვარხარ.
გაღიმებულმა და ბედნიერმა ვიგრძენი როგორ საშინლად ამეწვა მარცხენა ლოყა.ტყლაშანიც გავიგონე მისმა ხელმა რომ გამოსცა ჩემს ლოყაზე
-იდიოტო,წამიერად მოვდუნდი და ეგრევე ისარგებლე ხო?
სახეალეწილი და გაბრაზებული მიყურებდა.
იცი რომ საქმრო მყავს?ახლა ვიცი რასაც ნატრობდი იქ!
-ჰო მაგას ვნატრობდი ზუსტად,შენი სიყვარული რომ მომეპოვებინა, გულქვა ხარ შენ!
-არ გვინდა რა რომანტიკა,რა დროს სიყვარულია 21-ე საუკუნეში,მეშინია,მიმაცილე სახლამდე,ხვალ დაგელაპარაკები დანარჩენზე.
ტაქსი გავაჩერე, გზაში ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის.პაკაო მომაძახა, რომ ჩადიოდა.
ისევ მარტო დავრჩი ჩემს თავთან,ლოყა საშინლად მეწვოდა,ჰმ,საქმროო...
წვიმამაც გადაიღო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :))))))))))))))))))) :)))))))))))))))))))
8. აქ ემოცია მოისუსტებს აქ ემოცია მოისუსტებს
7. ჰო, ეს თავი მეტად.
ბოლოში გეტყვი რაღაცას :) ჰო, ეს თავი მეტად.
ბოლოში გეტყვი რაღაცას :)
6. ზაალ, ერთდროულად ვკითხულობ მეექვსე და მეშვიდე ნაწილებს... :) ზაალ, ერთდროულად ვკითხულობ მეექვსე და მეშვიდე ნაწილებს... :)
5. ნათია ჟანრმა რატომ დაგაბნია ცოტა არ იყოს გასაკვირია, პროზაა ეს აბა რაა? :) რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, გასაგებია...დიდი სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ რჩევას :) ნათია ჟანრმა რატომ დაგაბნია ცოტა არ იყოს გასაკვირია, პროზაა ეს აბა რაა? :) რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, გასაგებია...დიდი სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ რჩევას :)
4. ჟანრმა დამაბნია.
მერე შესავალმაც.
მერე იყო ტავტოლოგიები.
და მაინც! მე სასიამოვნოდ ჩამეკითხა. ჟანრმა დამაბნია.
მერე შესავალმაც.
მერე იყო ტავტოლოგიები.
და მაინც! მე სასიამოვნოდ ჩამეკითხა.
3. ძალიან კარგია ზეუს:) ასეთი მოთხრობა , ჟანრს ვგულისხმობ (მელოდრამატული Nიშნებით:)) როგორიც უნდა იყოს აი ისეტია , ყველაფერი თავის ადგილზეა კაცი ქალი, საქმროც, შეწიძლება ქალიც გამოჩნდეს:) ვნახოთ ველი გაგრძელებას:) ძალიან კარგია ზეუს:) ასეთი მოთხრობა , ჟანრს ვგულისხმობ (მელოდრამატული Nიშნებით:)) როგორიც უნდა იყოს აი ისეტია , ყველაფერი თავის ადგილზეა კაცი ქალი, საქმროც, შეწიძლება ქალიც გამოჩნდეს:) ვნახოთ ველი გაგრძელებას:)
2. ძალიან კარგი გადასვლები გაქვს...და ეს ნაწერს ხდის ბუნებრივს...5555 მომწონხარ ზეუსი...:-* ძალიან კარგი გადასვლები გაქვს...და ეს ნაწერს ხდის ბუნებრივს...5555 მომწონხარ ზეუსი...:-*
1. ვაი...:) რა უცნაური მაკო იყო?....თუმცა რას გაუგებ ქალებს?...:))) ვაი...:) რა უცნაური მაკო იყო?....თუმცა რას გაუგებ ქალებს?...:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|