ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგიტო
ჟანრი: იუმორისტული
11 ივლისი, 2011


რა განსხვავებაა ჩემ მეზობელ ნატოსა და იმ ნატოს შორის

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის… არა, ძალიან სერიოზულად ჟღერს. ნატოს გენერალურმა მდივანმა… არა, ესეც ზედმეტია. მოკლედ ნატოს ”ხაზეინმა” ანდერს ფოგ რასმუსენმა ”რასიისკაია გაზეტა”-ს ინტერვიუ მისცა (ნუ ამჯერად ინტერვიუ თორე ისე მთელი სანატოეთი რუსეთთან აღებ-მიცემობით არის დაკავებული). ამ ინტერვიუში, როგორც სჩვევიათ ,ჯერ აღშფოთება გამოთქვა, ჩემი მეზობელი ნატოსავით (ცხონებული თავიდან სულ იმას გვეუბნებოდა შენ მე ვინ გგონივარო): ”ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება”-ო. თუმცა იქვე დაამატა ”მაგრამ”-ოო… აქაც ცხონებული ნატო ბებო გამახსენდა, რომ გვეუბნებოდა ხოლმე: ”მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი”-ო და გახდას იწყებდა ეგრევე. უფ, ნატო, ნატო… კაი ქალი იყო ნამდვილად, მაგრამ რამდენჯერ გამაწყვეტინა აზრი ამ ოხერმა… ხოდა, მოკლედ, ნატოს ”ხაზეინმა” თქო: ”მაგრამ უფლება არ გვაქვს, ამ აზრთა სხვადასხვაობას რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის პარალიზების საშუალება მივცეთ”-ო.

ეჰ, ნატო, ნატო… ეგრე ეშინოდა იმ ცხონებულსაც ურთიერთობების პარალიზების და კი დარჩა ბოლოს თვითონ პარალიზებული.

P.S. ლუდის ქილას ვხსნი და ხსოვნისას ვსვამ, ჯერ ამ ნატოსი და ისე ვატყობ, იმ ნატოს დროც მალე მოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები