 | ავტორი: ჯუპუი ჟანრი: პროზა 15 ივლისი, 2011 |
(ამას აქედან არცერთი ჟანრი არ შეესაბამებოდა, უფრო ტრაგი,,კომედიაა")
..აპრილის შუა რიცხვები იყო.. ღიმილიანი მიუყვებოდი ქუჩას და მოპირდაპირე მხარეს იმერულ სახაჭაპურეს მოვკარი თვალი, როგორც ყველა ორიგინალ იმერელს მეც გულმა იქეთ გამიწია (შეიძლება გულზე მეტად ხაჭაპურის სურნელებამ მაცდუნა) და რაღათქმაუნდა როგორც ქართველების ოთხმოცი პროცენტი მოიქცეოდა ამ ვითარებაში,მეც ასე პირდაპირ ვცადე გზის გადაჭრა.. რათქმაუნდა სამართალდამცავთა შიში არ მქონდა რადგან მსგავს შემთხვევაზე არასოდეს დავუჭერივარ. ის ის იყო შუა ზოლს გავუსწორდი, რომ ელვისსისწრაფით მომავალმა X5-მა დიღმის ქარისგან გატაცებული ერთჯერადი პარკივით ამისროლა ჰაერში…უცებ გავოგნდი ,ამ რამოდენიმე წამში სანამ ჰაერში ვიყავი საკმაოდ ბევრი რამის გაფიქრება მოვასწარი: ნეტავ ძირს დაცემა მტკივნეული იქნება?!… იმედია ამ ერთ მანქანას მაკმარებს ბედისწერა და დავარდნისას სხვა ავტომობილებიც არ გადამივლის… რითი დავეცე თავით?! არა ძალიან მეტკინება… ფეხებით?! არა არც ეგ გამოვა ამის წინ ბიჭებმა ფეხბურთი ვითამაშეთ და კოჭი მაქვს გასიებული კიდე ეგ უნდა?! იქნებ საჯდომით.. არც ეგაა კაი ვარიანტი ერთხელ საკლასო ოთახში დაჯდომისას მეგობარმა სკამი გამომიწია და სულ რარაც 70-80 სანტიმეტრიდან დაცემაც კი ძალიან მტკივნეულად აღიქვა ჩემმა უკანა ნაწილმა….ერთი უეჭველია სახით დაბლა არ დავეცემი ატასი ხალხი მიდი მოდის ქუჩაში (მათ შორის ბევრი მანდილოსანია) და ვინმემ პირქვედამხობილი რომ მნახოს რას იტყვიან? უხერხულია… ბოლოს ამდენ ფიქრს თავი დავანებე ბედისწერას მივანდე ჩემი დაცემის ფორმა და ზღართანიც მოვადინე…. ოი.. ოი.. ოი.. რა მტკივნეული იყო.. თავში რაღაც ძვრა ვიგრძენი… ამას აშკარად ვერ გავთვლიდი წინასწარ თუ გზის ნაპირას ასე მწვანე მინდვრის ზოლზე მომიწევდა დაცემა… მანძილის სიშორემ შედეგი გამოიღო და სისხლმაც იჩქეფა, პირთანაც სისხლის გემო ვიგრძენი და რადგანაც თვალთ დამიბნელდა როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დავასკვენი რომ ჩემი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო გახლდათ. ქუჩას გავხედე ჩემი ამ დღეში ჩამგდები მანქანა ჩემდა გასაკვირად იქვე გაჩერდა და მანქანიდან ახალგაზრდა საკმაოდ კარგი შესახედაობისა და მონაცემების მქონე გოგონა გადმოფრინდა.. (სიტყვა ,,გადმოვიდა“ აქ უადგილო იქნებოდა). მომვარდა ჩემს არც თუ ისე ხორციან ლოყებს თავისი თბილი ხელები იქეთ-აქეთ მოჰკიდა და შეეცადა ჩემი თვალების გამომეტყველებით მიმხვდარიყო ჩემს მდგომარეობას. ცოტა გავწითლდი ისე დაჟინებით მიცქერდა თვალებში, არავარ მიჩვეული პირველივე წამებიდან ასეთ თამამ ყურებას. მერე მეც შევავლე თვალი საკმაოზე ლამაზი აღმოჩნდა, წაბლისფერი თმებითა და მომწვანო თვალებით. მომწიფებული ტანიდან მკერდი ლაგამამოდებული ცხენებივით ფშვინავდა თითქოს აწყვეტას ლამობდა. მე ხმა ვერ ამოვიღე მას თანდათან ფერი დაეკარგა… ტელეფონზე რეკავდა სასოწარკვეთილი ხმით და მალე სასწრაფოს მანქანაც მოვიდა. ექიმი ქალბატონი არ მომეწონა, ჯერე ერთი საკმაოდ ასაკიანი გახლდათ და მერე მეორეც საკმაოდ უხეშად მისინჯავდა სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ერთი ახმახი თეთრხალათიანი მამაკაციც მომიდგა ამ ქალბატონის საპირისპირო მხარეს და გარკვეული მანიპულაციების შემდეგ რეანომობილში აღმოვჩნდი. მერე არაფერი მახსოვს ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა ვერაფერს ვგრძნობდი, არც ის ვიცი ასე რამდენხანს ვიყავი.. ბოლოს თვალები რომ გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკაში გახვეული და პირში უცნაური შლანგგაჩრილი ვიყავი. ოთახში ვიღაც ოდნავ ასაკოვანი ქალბატონი იჯდა და ცრემლიანი თვალებით მიცქერდა.. აშკარად ვერ ვიცანი და ვერც ვკითხე რადგანაც ზემოთხსენებული პირის ღუში მოთავსებული შლანგი ამის საშუალებას არ მაძლევდა. მივხვდი ჩემი საქმე ცუდად იყო, ადამიანი ხომ ყოველთვის ცუდს ფიქრობს ჰოდა მეც დავასკვაენი, რომ ასე აპარატზე შეერთაებულს რამოდენიმე დღეღა დამრჩენოდა… საწოლის გვერდით აშკარად კათეტერი იდგა და ისე თანმიმდევრულად წვეთავდა რომ ფიქრებში ჩამითრია… ეჰ რა ბიჭი მივდივარ ამ ქვეყნიდან… ჯერ კიდევ ახალგაზრდა სულ რაღაც 25 წლის… ისე ერთი მხრივ კარგია ბევრს დაწყდება გული და ისეთ მდუღარე ცრემლებს გადმოაფრქვევენ, რომ ვინც არ მიცნობდა იფიქრებს მესია დავკარგეთ კაცი კი არაო….ისე რამდენი გეგმა და იდეა მქონდა სამომავლოდ…. ნეტა ახლა აქ მომცა ყველა ვისთანაც გამოთხოვება მინდა და ჩემი ბოლო სიტყვები მოასმენინა მათ…
_ პირველ რიგში მშობლებს ვეტყოდი, რომ მე ყველა მათი დამსახურება კარგად მაქვს და ყოველთვის მქონდა გააზრებული უბრალოდ ამას ხმამაღლა არ ვაღიარებდი იმის შიშით რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არ დამკისრებოდა. ისე უნდა გამოგიტყდეთ თვეში ერთხელ რომ კონფერენციას ვიდებდი პირზე მიზეზად და სამი დღით ვიკარგებოდი ყოველთვის სიმართლეს არ ვამბობდი. ზოგჯერ მეგობრის სახლში ავდიოდით ქალაქგარეთ ძმაკაცები და არც ჩვენი მეგზური მანდილოსნები იყვნენ პროფესორები… მამა შენ უფრო გამიგებ ამას, ბაბუასგან მახსოვს შენი ახალგაზრდობის მსგავსი მაგალითები. დედა შენ რომ ჩემთვის ჩემი ჯგუფელი გოგო მოგწონდა და მე სხვადასხვა მიზეზებით ვიწუნებდი, ყოველთვის გატყობდი რომ გწყინდა, არადა რა მექნა ხომ არ გეტყოდი, რომ ის გოგო ქალიშვილობის ინსტიტუტში არ მიიღეს და ასე ,,არასტუდენტურ“ ცხოვრებას განაგრძობდა ბოლო სამი წელია.
_ ძმებო იცით ბევრი რამე მაქვს თქვენთვის სათქმელი მაგრამ დროში ვიწვები და მოკლედ გეტყვით ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩემზე გაცილებით კარგები იყავით. ხო იმასაც გეტყვით, რომ თქვენი ფოტოებით ბევრ გოგოსთან გამიბია ბაასი ინტერნეტსივრცეში და საკმაოდ შედეგიანადაც დამისრულებია. უფროსო ძმაო გახსოვს ერთხელ ვიღაც გოგომ ქუჩაში სილა რომ გაგაწნა?! მე შენი დაბნეული და გაოგნებული სახე არასდროს ამომივა თვალებიდან არადა ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა მასთან შენი სახელით საუბრისას. იმედია მაპატიებ ახლა მე ყველაფერი მეპატიება…
_ ბევრ ჩემ მეგობარს, რომელიც ჩემ ქუთაისურ მოხერხებას აფერისტობად ნათლავდა ვეტყოდი, რომ ძალიან ცდებოდნენ. მე თქვენს გულისტკენას ვერიდებოდი… მაგალითად: ნინო ყოველთვის მშვენიერს გეძახდი არადა ფაქტია შენი ცხვირი სილამაზის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. დავით მე არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ სირცხვილია 23 წლის ბიჭი ამხელა ღიპით დადიოდეს და ბევრ საშობაოდ გამზადებულ ღორს არ ჩამოუვარდებოდეს ტანით, ყოველთვის მოფერებით ,,ბუთხუზას“ გეძახდი. არც ეკასთვის მითქვამს, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა არათუ 22 წლის გოგოსთვის არამედ 16 წლის მოზარდისთვისაც უხერხული სატარებელი იქნებოდა და ყოველთვის ვცდილობდი უხერხულ სიტუაციაში თუნდაც არასასაცილო ხუმრობა მეთქვა. არც ნინისთვის მითქვამს, რომ ფულის გამო 25 წლით უფროს ადამიანს რომ გაყვა ეს ძალიან დიდი სისულელე და მარაზმია და ვეუბნებოდი, რომ დრო შეგაჩვევს და გაუგებთ ერთმანეთს შეგიყვარდებათ ერთმანეთი-თქო. რომელი ერთი ჩამოვთვალო… მოკლედ ზოგჯერ სიმართლის თქმა ცივ და ბოროტ ადამიანად მოგნათვლის წინაპირობაა და უტაქტობაცაა ნაწილობრივ ასე რომ იმედია გაითვალისწინებთ…
_ მაკას ვეტყოდი, რომ შენი ალერსისას ნათქვამი სიტყვები ,,შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარო“ ჩანასახშივე განწირული იყო გაშიფვრისათვის, რადგანაც მე რომ შენში მოვედი კარი უკვე ღია იყო…. ძალიან მწყინდა რომ ასეთი შთაბეჭდილება გქონდა ჩემზე რომ მაგას ვჭამდი… ვერც გეუბნებოდი სათქმელს არადა ყელში მქონდა მობჯენილი ათასი შემამკობელი სიტყვა! _ გვანცას ვეტყოდი, რომ შენ იმდენად შეეჩვიე სიცრუეს ურთიერთობაში და სხვადასხვა ფაქტის გადასხვაფერებას, რომ შენი რეალური და მოგონილი სამყარო შენთვისვეა ძნელი გასარჩევი ერთმანეთისაგან. არ გეგონოს, რომ მე შენი სიტყვების მჯეროდა, უბრალოდ იყო საქმე რაც კარგად გამოგდიოდა შეიძლება ითქვას ,,ოსტატის“ ხარისხიც კი გქონდა და მაგის გამო სხვა შენს აბსურდულ საქციელს თვალს ვარიდებდი.
_ ეჰ.. თიკო, თიკო! როგორ ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა თუ რაოდენ გასაოცარ გრძნობას მფენდა შენი დანახვა… მაპატიე, რომ მცოდნოდა დღეს ვკვდებოდი არც იმ ხაჭაპურის გამო გადავიდოდი გზაზე და პირდაპირ შენთან მოვიდოდი ამის სათქმელად.
_ სულ მავიწყდებოდა მობოდიშება იმ რამოდენიმე ჩემზე შეყვარებულ გოგონაზე, რომელზეც მიხუმრია რომ თვალების პრობლემებს უჩიოდნენ. გმადლობთ, რომ ჩემშიც ნახეთ რაღაც მოსაწონი და შესაყვარებელი…. ყოველთვის დიდ პატივს გცემდით მაგრამ არ ვიცი ამის გამოხატვა რამდენად გამომდიოდა…
_ ჩემ მეზობელ გივი ძიასთანაც ბოდიში მაქვს მოსახდელი… ბატონო გია თქვენი ,,ქალიშვილი“ ის ერთი წელი მუსიკაზე ნამდვილად არ დადიოდა, რადგანაც არასოდეს სიახლოვესაც კი არ ვყოფილვარ მუსიკასთან და მასწავლებლობას ვერ დავიბრალებ. ვახ ღმერთო ჩემო რამდენი, რამ დამიგროვებია სათქმელი… სად ვიყავი აქამდე?! მაინცდამაინც მანქანამ უნდა დამარტყას, რომ ყველა ცოდვა გამახსენდეს?! მკითხეთ ერთი ხო მკითხეთ! ხო მართლა ცოდვაზე გამახსენდა, მოძღვარი… მასაც ბევრი რამ აქვს მოსასმენი… ნეტა აქ იყოს…
_ მამაო, სიახლე არ იქნება თქვენთვის თუ გეტყვით, რომ ცოდვების მორევში არათუ ყელამდე არამდე ბოლომდე ვარ ისევ ჩაფლული… ზოგიერთ ცოდვას ისე შევეჩვიე რომ აღსარებისას თქმა მავიწყდებოდა, რადგანაც შევისისხლხორცე და ცოდვად აღარ აღვიქვამდი… ერთიცაა მამაო თქვენ რომ გეგონათ ცოდვებს გიმალავდით და მერიდებოდა, არა ნამდვილად არა ღმერთია მოწმე. ბევრი ცოდვა არ მითქვამს მაგრამ არა იმიტომ რომ გიმალავდით, არამედ იმიტომ რომ არ ან ვერ ვნანობდი და თქმის აზრსაც ვერ ვხედავდი… არც მე გახლდით მეზღაპრე და არც თქვენ იყავით ბავშვი, რომ ჩემი შეუგნებელი და სინანულის გარეშე ნათქვამი ათასგვარი ცოდვებით გამებრუებინეთ… ფაქტი ერთია მე უფლის ერთი უღირსთა შორის უღირსი შვილი ვარ, რომელის იმედსაც ისღა ასაზრდოებს, რომ მას უფალი მთელი გულით უყვარს! მე ის ბავშვი ვარ, რომელიცდედას სისხლს უშრობს თავისი ცელქი საქციელებით მაგრამ მის კალთასაა მიჯაჭვული და მასავით არავინ უყვარს…. ესაა ჩემი ბოლო სათქმელიც და ჩემი აღსარებაც….
_ სამშობლოსაც მოვუბოდიშებდი, რომ მისთვის ვერაფერი გავაკეთე 25 წლის მანძილზე სასარგებლო… თუმცა იდეები და გეგმები მქონდა, რომ გენახა ჩემო ქვეყანავ ადამიანივით აღფრთოვანდებოდი… ისე მე სუფრისგარეთ პატრიოტიც ვყოფილვარ თუ ეს ცოტა პირს მომწმენდს შეს წინაშე… დაულევლად მიფიქრია და მისაუბრია შენს მომავალზე ხმამაღლა და ნაბიჯისმაგვარიც გადამიდგამს თუმცა აღსაწერად არც ღირს…
_ ისე ღმერთო ვინ ვინ და შენ ყველაზე კარგად უწყი ჩემი გულის ამბავი, ამდენს რომ ვიღიმი და ხალხს ხალისით ვხვდები ნუთუ ვერავინ ხედავს ჩემს ნამდვილ სახეს?! განა მართლა ასეთი ბრმაა ხალხი რომ თუ დარდს, ყვირილითა და ცრემლით არ გამოვხატავ უდარდელი ვგონივარ?! განა არ იციან, რომ მეც მწყინს, მეც მტკივა, მეც განვიცდი და ზოგჯერ იმაზე მეტადაც ვიდრე ისინი ერთად აღებული… ხო ასეა ან ეს ხალხია ბრმა ან კიდე მე მოვირგე იმდენად მჭიდროდ ეს ნიღაბი, რომ არათუ ადამიანს არამედ მზის სხივსაც კი უჭირს მის შიგნით შეღწევა… ფიქრმაც დამღალა ბოლოს ერთი ამოვისუნთქე და იმის შიშით რომ ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა ფიქრი განვაგრძე… ეჰ ბავშვზე მწყდება გული რა… ვიცი ერთ კაი ბიჭს შევმატებდი ქვეყანას… ერთხელ დილით, რომ ავდექი , ჩაცმულ-დახურულმა სარკეში ჩავიხედე და იდეაში ჩემს გვერდით საკუთარი მეუღლე წარმოვიდგინე, შევუტრიალდი თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: ,,ზოგს რა ბედი აქვს რა ბიჭი ჩამიგდე ხელში მეთქი“, არადა გოგო ჯობდა აშკარად…. ისე რა დროს ხუმრობაა ასე ახალგაზრდა ქორფა ბიჭი ვტოვებ ქვეყანას, ის მაინც მეთქვა ჩემი ძმისთვის რომ თიბისის კარტაზე 148 ლარი მიდევს, ოჯახი ხრამია გამოადგებოდა..ან კიდე ტაოპრივატბანკში არ შემეტანა გუშინ ის 750 ლარი, რას იზამდნენ მაქსიმუმ გამაშავებდნენ და არამგონია ეგ ბანკი სიკვდილზე უარესად აშავებდეს… მაინც რა არის ადამიანი, ვწუწუნებ, ვწუწუნებ… მე X5-მა მაინც დამარტყა და ის მკლავს და რამდენი ადამიანი მოუკლია ოპელს, ჟიგულს, 07-ს ან კიდე მატარებელს. იმათთან შედარებით ხომ სიკვდილშიც გამიმართლა! ჰოდა რა მაქვს საწუწუნო?!არც არაფერი…
სიკვდილის წინ ყველაფერი სხვანაირია, ახლა უფრო მეტად მძაგს ფარისევლები, სიცრუით მაცხოვრებელი ქალები, გამორჩენაზე მყოფი ბიჭები, შურით დაბოღმილი ადამიანები, ჩაცმულობით ადამიანებზე წარმოდგენის შემქმნელი პიროვნებები, ძალით მეგობრები და დაქალები, ადამიანის ცხოვრებით მოთამაშე ბიძები და სხვა ათასი საშინელი წვრილმანებით შემოსილი საზოგადოება…. ამ ფიქრებში გართული ვიყავი რომ რაღაც ლანდს მოვკარი თვალი, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა სიკვდილის ანგელოზი… ის ის იყო სიკვდილთან მიგებებას ვაპირებდი, რომ… ვაი ჩემი სიკვდილი! რატომ მართლა თავი არ მომიკვდება! ჩემთან ის გოგონა მოვიდა ვინც ამ დღეში ჩამაგდო.. უფრო გალამაზებულა…. კიდევ კარგი ჩემი ფიქრები არ გაუგია სიკვდილად რომ ჩავთვალე..პრინციპში ისიც ანგელოზია… მოვიდა ჩამოჯდა ჩემი ხელი ხელში ჩაიდო და ოდნავ ღიმილმორეული სახით მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება… ჯერ ცოტა გამიკვირდა და მერე როცა სხვა ოთახში მყოფთა იმედიანი სახეებიც ვიხილე მივხვდი რომ ამდენი ზემოთ სულ ტყუილად მიფიქარია… თურმე ჯერ კიდევ არ ვკვდები და ეს ცრუ განგაშია… კიდევ კარგი ის მხოლოდ ვიფიქრე და ხმამაღლა არ ვთქვი თორე მერე ვინღა ჩამთვლიდა უდარდელ სულ მომღიმარ ახალგაზრდად ვისაც ყვავზე მეტი ხნით სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდა ყველა.. ის ის იყო პირიდან შლანგი ამომაცალეს და ამოვისუნთქე თუ არა ამ გოგონას დანაშაულიანმა თვალებმა და წყლიანმა ბაგეებმა ერთობლივად მომმართეს:
_ მთხოვე რაც გინდა და ყველაფერს ვიზამ რადგანაც შენ ცოცხალი გადარჩი და კაცის ცოდვა კისერზე არ დამაწვა…
_ სახელი?
_ სახელი? რა სახელი?
გაოგნებული შემომცქეროდა გოგონა.. _
ხო სახელი შენი სახელი! რა გქვია?! ვუთხარი ოდნავ ღიმილით..
_ მე მარი.. ხო მარი მქვია..
_ კარგი სახელია მარი… თუ ყველაფრის შესრულება შეგიძლია ძალიან გთხოვ იქ სადაც ავტომობილით დამეჯახე კარგი სახაჭაპურეა და თუ არ დამზარდები ერთი იმერული ხაჭაპური მომიტანე შენს გახარებას…..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. დიდი მადლობა ბდუდულა. იცოცხლე დიდი მადლობა ბდუდულა. იცოცხლე
29. უჰ,შენ გაიხარე...კარგი იყო ძალიან და კარგადაც ვიხალისე (დარტყმას თუ არ ჩავთვლიდი).მიყვარს ქუთაისელების იუმორი.. ხაჭაპურიც.ქუთაისური. მენატრება იქაურობა,ხშირად ვეღარ დავდივარ :( უჰ,შენ გაიხარე...კარგი იყო ძალიან და კარგადაც ვიხალისე (დარტყმას თუ არ ჩავთვლიდი).მიყვარს ქუთაისელების იუმორი.. ხაჭაპურიც.ქუთაისური. მენატრება იქაურობა,ხშირად ვეღარ დავდივარ :(
28. რინგერის ხსნარი რათქმაუნდა :)) შლანგი იგივე ზონდი ანუ :)) გაიხარე რინგერის ხსნარი რათქმაუნდა :)) შლანგი იგივე ზონდი ანუ :)) გაიხარე
27. მომეწონა, კარგადაც გამეცინა, მშვენივრად წერ, , "პირის ღრუში მოთავსებული შლანგი" შლანგი? "საწოლის გვერდით აშკარად კათეტრტი იდგა" კათეტერი იდგა? მომეწონა, კარგადაც გამეცინა, მშვენივრად წერ, , "პირის ღრუში მოთავსებული შლანგი" შლანგი? "საწოლის გვერდით აშკარად კათეტრტი იდგა" კათეტერი იდგა?
26. გივი ამ ნწერის თავი და ბოლოც სწორედ რომ ხაჭაპურია :) :D გივი ამ ნწერის თავი და ბოლოც სწორედ რომ ხაჭაპურია :) :D
25. კარგია... თუმცა, რა თქმა უნდა, დახვეწა მოუხდებოდა. მონანიება საკმაოდ შთამბეჭდავადაა გადმოცემული და იუმორიც იგრძნობა... თუმცა ბოლო მაინც არარეალურად მომეჩვენა: თუ გადარჩი, მაგისთანა მშვენიერი გოგო გადგას თავზე და მოგწონს ძალიან, ხაჭაპური რაღამ გაგახსენა? :) :) :) ერთხელაც ხომ კარგი დაგმართა მაგ გოგომ ხაჭაპურისთვის და... :) წარმატებებს გისურვებ, გაიხარე... 4. კარგია... თუმცა, რა თქმა უნდა, დახვეწა მოუხდებოდა. მონანიება საკმაოდ შთამბეჭდავადაა გადმოცემული და იუმორიც იგრძნობა... თუმცა ბოლო მაინც არარეალურად მომეჩვენა: თუ გადარჩი, მაგისთანა მშვენიერი გოგო გადგას თავზე და მოგწონს ძალიან, ხაჭაპური რაღამ გაგახსენა? :) :) :) ერთხელაც ხომ კარგი დაგმართა მაგ გოგომ ხაჭაპურისთვის და... :) წარმატებებს გისურვებ, გაიხარე... 4.
24. :D დადუ არა ჯერ 25 -ამდე 2 წელი მაკლია :) გურული გენის პატრონს იმერული იუმორნარევი ნაწერი მესმის რომ დიდად არ გაყენებს სიცილის ხასიათზე :) გაიხარეთ დროის დაკარგვისთვის :) :D დადუ არა ჯერ 25 -ამდე 2 წელი მაკლია :) გურული გენის პატრონს იმერული იუმორნარევი ნაწერი მესმის რომ დიდად არ გაყენებს სიცილის ხასიათზე :) გაიხარეთ დროის დაკარგვისთვის :)
23. არა, არა და არა :D ავორთქლდი მე აქედან... თორემ იმდენ შენიშვნას დავახვავებ, სჯობს გავჩუმდე... 25 წლის ბიჭია თან :| არა, არა და არა :D ავორთქლდი მე აქედან... თორემ იმდენ შენიშვნას დავახვავებ, სჯობს გავჩუმდე... 25 წლის ბიჭია თან :|
22. არა, ვიცი ჩემი ხასიათი და მაინც წავიკითხავ, სრულფასოვანი შეფასებისთვის :D არა, ვიცი ჩემი ხასიათი და მაინც წავიკითხავ, სრულფასოვანი შეფასებისთვის :D
21. არაფერიც არ უყვარდება :))
ხაჭაპურის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ... :))
ამიტომ ჩემი ჩვევა ცუდი კი არაა, ბოლოდან რომ ვიწყებ კითხვას არაფერიც არ უყვარდება :))
ხაჭაპურის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ... :))
ამიტომ ჩემი ჩვევა ცუდი კი არაა, ბოლოდან რომ ვიწყებ კითხვას
20. კითხვა ამ ფრაზასთან შევწყვიტე: "ცოტა გავწითლდი ისე დაჟინებით მიცქერდა თვალებში, არავარ მიჩვეული პირველივე წამებიდან ასეთ თამამ ყურებას."... რა დროს სითამამე და სიწითლე იყო, კაცს მანქანამ და იქს 5 გგლიჯა...
არ ვიცი მერე რა ხდება და ალალად რომ გითხრათ აღარც მაინტერესებს უკვე... მაგრამ კომენტარები წავიკითხე იუმორიც იქნა ნახსენები, ჩემი გურული იუმორი სად გაქრა ნეტა იმხელა მოზრდილი აბზაცი წავიკითხე და შენიშვნების მეტი ტვინში არაფერი მომდიოდა :D... არც ზედმეტად მკაცრი ვიყავი არადა... მოკლედ თუ ნებისყოფა გამოვნახე მოვუბრუნდები...
თუ არადა კიდევ ერთი დრამატურგიულ-სტრუქტურული რჩევა. არ ვიცი რა სტილით გრძელდება ნაწერი, მაგრამ ვარდნის წამწბის ფიქრები კარგად მენიშნა, მე მარტო ამას დავტოვებდი მინიატურაში, ანუ დავიწყებდი დაჯახებიდან ვარდნის მომენტამდე და ისე შევფუთავდი, რომ მკითხველს ვერ გაეაზრებინა ბოლომდე და მიწაზე რომ დაეცემოდა, სახაჭაპურეს ბოლოსღა ვახსენებდი კვანძის გასახსნელად...
თუმცა ალბათ არც ამას აქვს ნაწერისთვის მნიშვნელობა, იქ მერე ამ ბიჭს სავარაუდოდ ის გოგო უყვარდება... ნუ მოკლედ, რამდენი ვილაპარაკე, წავედი :D კითხვა ამ ფრაზასთან შევწყვიტე: "ცოტა გავწითლდი ისე დაჟინებით მიცქერდა თვალებში, არავარ მიჩვეული პირველივე წამებიდან ასეთ თამამ ყურებას."... რა დროს სითამამე და სიწითლე იყო, კაცს მანქანამ და იქს 5 გგლიჯა...
არ ვიცი მერე რა ხდება და ალალად რომ გითხრათ აღარც მაინტერესებს უკვე... მაგრამ კომენტარები წავიკითხე იუმორიც იქნა ნახსენები, ჩემი გურული იუმორი სად გაქრა ნეტა იმხელა მოზრდილი აბზაცი წავიკითხე და შენიშვნების მეტი ტვინში არაფერი მომდიოდა :D... არც ზედმეტად მკაცრი ვიყავი არადა... მოკლედ თუ ნებისყოფა გამოვნახე მოვუბრუნდები...
თუ არადა კიდევ ერთი დრამატურგიულ-სტრუქტურული რჩევა. არ ვიცი რა სტილით გრძელდება ნაწერი, მაგრამ ვარდნის წამწბის ფიქრები კარგად მენიშნა, მე მარტო ამას დავტოვებდი მინიატურაში, ანუ დავიწყებდი დაჯახებიდან ვარდნის მომენტამდე და ისე შევფუთავდი, რომ მკითხველს ვერ გაეაზრებინა ბოლომდე და მიწაზე რომ დაეცემოდა, სახაჭაპურეს ბოლოსღა ვახსენებდი კვანძის გასახსნელად...
თუმცა ალბათ არც ამას აქვს ნაწერისთვის მნიშვნელობა, იქ მერე ამ ბიჭს სავარაუდოდ ის გოგო უყვარდება... ნუ მოკლედ, რამდენი ვილაპარაკე, წავედი :D
18. ხათუნა უღრმესი მადლობა ასეთი ავანსად გაცემული შეფასებისთვის :) ხათუნა უღრმესი მადლობა ასეთი ავანსად გაცემული შეფასებისთვის :)
17. კარგია...სახალისო! ისე, საიტს რა ნიჭიერი მედიკოსები ჰყავს პოეტ-პროზაიკოსთა სახით?! არ ვხუმრობ! ყოველგვარი იუმორის გარეშე ვაცხადებ!!! იხარეთ!!! კარგია...სახალისო! ისე, საიტს რა ნიჭიერი მედიკოსები ჰყავს პოეტ-პროზაიკოსთა სახით?! არ ვხუმრობ! ყოველგვარი იუმორის გარეშე ვაცხადებ!!! იხარეთ!!!
16. შენ რა არ იცი :) ისე ეს ნამდვილი ისტორიაა რაც აქ მიწერია (თითქმის) უბრალოდ სილამაზისთვის რარაცეებია დამატებული :) შენ რა არ იცი :) ისე ეს ნამდვილი ისტორიაა რაც აქ მიწერია (თითქმის) უბრალოდ სილამაზისთვის რარაცეებია დამატებული :)
15. მიკრობიოლოგია დამრჩა და ეგაა რა. :დ რაკი ბიოქიმიას მოვრჩი რაღა მომკლავს. :დ
ჰო მეც ვიცი კარგი იმერული რეთი ორგან :დ მიკრობიოლოგია დამრჩა და ეგაა რა. :დ რაკი ბიოქიმიას მოვრჩი რაღა მომკლავს. :დ
ჰო მეც ვიცი კარგი იმერული რეთი ორგან :დ
14. ბახუტ შე მაგარო :)მორჩი ყველაფერს?! :) ბახუტ შე მაგარო :)მორჩი ყველაფერს?! :)
13. მედიკოს შე ძველო :დ მედიკოს შე ძველო :დ
12. ვიცი კარგი ადგილი ერთი ყველაზე კარგი :) მერე გაგანდობთ პირადში :) გაიხარე ვიცი კარგი ადგილი ერთი ყველაზე კარგი :) მერე გაგანდობთ პირადში :) გაიხარე
11. აუ, ''იმერული ხაჭაპური'' მომინდა. ;;)
ახლა ამ წუთას ბორის შხიანის ის სიმღერა გამახსენდა, 4 გია რომ მღერის:
''იმერული ხაჭაპურის სურნელება წამოგყვება ცხრა მთას იქით წასულს''-ო. ;) :)
აუჰ, კარგია! ;;) აუ, ``იმერული ხაჭაპური`` მომინდა. ;;)
ახლა ამ წუთას ბორის შხიანის ის სიმღერა გამახსენდა, 4 გია რომ მღერის:
``იმერული ხაჭაპურის სურნელება წამოგყვება ცხრა მთას იქით წასულს``-ო. ;) :)
აუჰ, კარგია! ;;)
10. აბა ზოგიერთს ჰკითხე!... აბა ზოგიერთს ჰკითხე!...
9. ჯინა საკმაოდ ვრცელი შეფასებაა გმადლობ! ხო მართლწერა და პუნქტუაცია ჩემი სისუსტეა! დანარჩენს კი ნელ-ნელა ეშველება. (არც ისე მწარე ხარ როგორც თავი დაახასიათე) ჯინა საკმაოდ ვრცელი შეფასებაა გმადლობ! ხო მართლწერა და პუნქტუაცია ჩემი სისუსტეა! დანარჩენს კი ნელ-ნელა ეშველება. (არც ისე მწარე ხარ როგორც თავი დაახასიათე)
8. იუმორის გრძნობა აქვს ავტორს!.. სიკვდილის წინ ყველას ახსენდება ცოდვები თუ სათქმელი – რომ ბევრი რამ არასწორად გაუკეთებია და ნანობს, რომ ვერ ღარ შესძლებს გამოსწორებას, მაგრამ როგორც კი კარგად იგრძნობს თავს, მისი ფიქრებიც იცვლება... ისე, 25 წლის ასაკისათვის ბევრი სათქმელ–სანანებელი დაგროვებია! ეს ოხერი ხაჭაპური! კინაღამ შეიწირა და საამქვეყნოდ მობრუნებულმა ისევ ხაჭაპური მოინდომა (უფრო სწორედ, მოიმიზეზა...)...მოკლედ, კაი ოხერია, სანამ იმქვეყნად მიმავალი ეგონა თავი, სულ ჩამოფქვა სათქმელი, მაგრამ ასევე მალე გადაუარა...
ისე, აღნიშნული სიუჟეტი ანეგდოტებსა და იუმორისტულ ჟანრში შემხვედრია...აქ გავრცობილია
ნაწერში ბლომადაა გრამატიკული ხარვეზები – მართლწერაც, პუნქტუაციაც, აღარას ვიტყვი კორექტურულ შეცდომებზე, რომელიც გამოსწორდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მომნანიე დოსიე უფრო ლაკონურადაც შეიძლებოდა და უფრო გამართულადაც. და რაც მთავარია, თუკი ავტორს წერის სურვილი აქვს, ალბათ ნაწერ(ებ)ის დახვეწაზე იფიქრებს. მოუციათ უკვე რამდენიმე გრამატიკულ ლაფსუსზე მითითება...
წარმატებები! იუმორის გრძნობა აქვს ავტორს!.. სიკვდილის წინ ყველას ახსენდება ცოდვები თუ სათქმელი – რომ ბევრი რამ არასწორად გაუკეთებია და ნანობს, რომ ვერ ღარ შესძლებს გამოსწორებას, მაგრამ როგორც კი კარგად იგრძნობს თავს, მისი ფიქრებიც იცვლება... ისე, 25 წლის ასაკისათვის ბევრი სათქმელ–სანანებელი დაგროვებია! ეს ოხერი ხაჭაპური! კინაღამ შეიწირა და საამქვეყნოდ მობრუნებულმა ისევ ხაჭაპური მოინდომა (უფრო სწორედ, მოიმიზეზა...)...მოკლედ, კაი ოხერია, სანამ იმქვეყნად მიმავალი ეგონა თავი, სულ ჩამოფქვა სათქმელი, მაგრამ ასევე მალე გადაუარა...
ისე, აღნიშნული სიუჟეტი ანეგდოტებსა და იუმორისტულ ჟანრში შემხვედრია...აქ გავრცობილია
ნაწერში ბლომადაა გრამატიკული ხარვეზები – მართლწერაც, პუნქტუაციაც, აღარას ვიტყვი კორექტურულ შეცდომებზე, რომელიც გამოსწორდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მომნანიე დოსიე უფრო ლაკონურადაც შეიძლებოდა და უფრო გამართულადაც. და რაც მთავარია, თუკი ავტორს წერის სურვილი აქვს, ალბათ ნაწერ(ებ)ის დახვეწაზე იფიქრებს. მოუციათ უკვე რამდენიმე გრამატიკულ ლაფსუსზე მითითება...
წარმატებები!
7. გაიხარე კატიე :) გაიხარე კატიე :)
6. ეს დილას წავიკითხე ...
და +2 :) ეს დილას წავიკითხე ...
და +2 :)
5. რა ხშირად მკითხულობ! :) მადლობაა :) მეც ვხალისობ ამ ნაწერზე და არა მარტო მე :) რა ხშირად მკითხულობ! :) მადლობაა :) მეც ვხალისობ ამ ნაწერზე და არა მარტო მე :)
4. ხაწაპური - ხაჭაპური :)) გაიხარე შენ ... კარგი ხარ! ხაწაპური - ხაჭაპური :)) გაიხარე შენ ... კარგი ხარ!
3. მეკალმე თქვენი ყველა შენიშვნა უკლებლივ გათვალისწინებულია :) გაიხარე!
ნიკი იგივე შემიძლია გითხრა.
ხოლო ორთავეს დიდი მადლობა, რომ ჩემი ,,იმერული ხაწაპური" დააგემოვნეთ და მოგეწონათ :) მეკალმე თქვენი ყველა შენიშვნა უკლებლივ გათვალისწინებულია :) გაიხარე!
ნიკი იგივე შემიძლია გითხრა.
ხოლო ორთავეს დიდი მადლობა, რომ ჩემი ,,იმერული ხაწაპური" დააგემოვნეთ და მოგეწონათ :)
2. ოთახში ვირაც ოდნავ ასაკოვანი ქალბატონი - ვიღაც ასე აპარატზე შეერთაებულს რამოდენიმე დღერა დამრჩენოდა - დღეღა ფიქრებშში ჩამითრია - ფიქრებში მდურარე ცრემლებს გადმოაფრქვევენ - მდუღარე პირველრიგში მშობლებს ვეტყოდი - პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რომ ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩემზე გაცილებით კარგები იყავით - მეორე "რომ", ვფიქრობ, ზედმეტია და მის გარეშე უკეთესი იქნება :) ვეტყოდი, რომ ზალიან ცდებოდნენ - ძალიან შენი ცხვირი სილამაზის არცერთ ცარჩოში არ ჯდება - ჩარჩოში 25 წლით უფროს ადამიანს რომ გაყვა ეს ზალიან დიდი სისულელე და მარაზმია - ძალიან შეგიყვარდებათ ერთურთითქო - ერთურთი-თქო ფაქტი ერთია მე უფლის ერთი უღირსთა შორის უღირსი შვილი ვარ, რომელსაც იმედსაც ისრა ასაზრდოებს, - აქ რაღაც ნამეტანი გაუმართაობაა და მიხედე :) პირს მომწმენდს შენტან - შენთან ასაღწერად - აღსაწერად (რადგან -აღ- არის ზმნისწინი) ადამიანის ცხოვრებით მოთამასე - მოთამაშე ათასი სასინელი წვრილმანებით შემოსილი საზოგადოება - საშინელი ამ გოგონას დანასაულიანმა თვალებმა - დანაშაულიანმა
ეს კორექტურები შეასწორე და, ნიკის თქმისა არ იყოს, წერის პოტენციალი აქ ნამდვილად ჩანს. ნაწერი საინტერესოდ იკითხება. თურმე პროზა გაცილებით კარგად გამოგდის, ვიდრე პოეზია. (არა, იმას კი არ ვამბობ, პოეზია არ გამოგდის-თქო)
მოკლედ, წარმატებები და ნიკის ოთხიანს ერთსაც დავამატებ (მე რომ მომწონდა იმ სურათის ხათრით) და +5 შენ. მოგიკითხე... ოთახში ვირაც ოდნავ ასაკოვანი ქალბატონი - ვიღაც ასე აპარატზე შეერთაებულს რამოდენიმე დღერა დამრჩენოდა - დღეღა ფიქრებშში ჩამითრია - ფიქრებში მდურარე ცრემლებს გადმოაფრქვევენ - მდუღარე პირველრიგში მშობლებს ვეტყოდი - პირველ რიგში მოკლედ გეტყვით, რომ ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩემზე გაცილებით კარგები იყავით - მეორე "რომ", ვფიქრობ, ზედმეტია და მის გარეშე უკეთესი იქნება :) ვეტყოდი, რომ ზალიან ცდებოდნენ - ძალიან შენი ცხვირი სილამაზის არცერთ ცარჩოში არ ჯდება - ჩარჩოში 25 წლით უფროს ადამიანს რომ გაყვა ეს ზალიან დიდი სისულელე და მარაზმია - ძალიან შეგიყვარდებათ ერთურთითქო - ერთურთი-თქო ფაქტი ერთია მე უფლის ერთი უღირსთა შორის უღირსი შვილი ვარ, რომელსაც იმედსაც ისრა ასაზრდოებს, - აქ რაღაც ნამეტანი გაუმართაობაა და მიხედე :) პირს მომწმენდს შენტან - შენთან ასაღწერად - აღსაწერად (რადგან -აღ- არის ზმნისწინი) ადამიანის ცხოვრებით მოთამასე - მოთამაშე ათასი სასინელი წვრილმანებით შემოსილი საზოგადოება - საშინელი ამ გოგონას დანასაულიანმა თვალებმა - დანაშაულიანმა
ეს კორექტურები შეასწორე და, ნიკის თქმისა არ იყოს, წერის პოტენციალი აქ ნამდვილად ჩანს. ნაწერი საინტერესოდ იკითხება. თურმე პროზა გაცილებით კარგად გამოგდის, ვიდრე პოეზია. (არა, იმას კი არ ვამბობ, პოეზია არ გამოგდის-თქო)
მოკლედ, წარმატებები და ნიკის ოთხიანს ერთსაც დავამატებ (მე რომ მომწონდა იმ სურათის ხათრით) და +5 შენ. მოგიკითხე...
1. მიუხედავად მცირე კორექტურებისა კარგი ნაწერია "მომწიფებული ტანიდან მკერდი ლაგამამოდებული ცხენებივით ფშვინავდნენ თითქოს აწყვეტას ლამობდნენ" მკერდი ალბათ ფშვინავდა და ლამობდა ?
უფრო სწორად ავტორში პოტენციალი ( წერის ) საკმაოა და უკეთესადაც შეეძლო მე მგონი. შიგადაშიგ საინტერესო მომენტებია
წარმატებები ავტორს და ჩემგან გამართული 4 ქულა
მიუხედავად მცირე კორექტურებისა კარგი ნაწერია "მომწიფებული ტანიდან მკერდი ლაგამამოდებული ცხენებივით ფშვინავდნენ თითქოს აწყვეტას ლამობდნენ" მკერდი ალბათ ფშვინავდა და ლამობდა ?
უფრო სწორად ავტორში პოტენციალი ( წერის ) საკმაოა და უკეთესადაც შეეძლო მე მგონი. შიგადაშიგ საინტერესო მომენტებია
წარმატებები ავტორს და ჩემგან გამართული 4 ქულა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|