გულს მინგრევს , ტანსაცმელს მირღვევს, ცუდად ვხედავ, ყველაფერი ნაცრისფერია, მხოლოდ ცა არის წითელი. ზევით ახედვა გულს მიხეთქავს. სარკეში ვეძებ _ არ ვიცი რას. რაღაცას. შენ გეძებ, ჩემს თავსაც, მგონი ყველაფერი ვიპოვე, ვიღაცისთვის არაფერია, ჩემთვისაც არაფერია, ყველაფერი შენ ხარ, შენ აღარ ხარ, მალე აღარც მე ვიქნები, სარკე ჩამყლაპავს. თითქოს უკან ვიღაც მიდგას, გიჟივით ვტრიალებ იქით-აქეთ, არა, ვიღაც აშკარად უკან მიდგას, შიში მიპყრობს, მიყვარს როცა მეშინია. კედელს ზურგით ვეყრნობი, კედელი თითქოს სუნთქავს, მეხუტება, მინდა ვიყვირო, მაგრამ ჩემი თავის მეშინია. გარეთ წვიმს, წვიმა კარზე მიკაკუნებს, მაგრამ ვერ შემოვუშვებ, გარეთ ვერ გავდივარ, წვიმა მიცდის, სახლში ღრუბლებია. ოთახში თბილა, მაგრამ ჩემთვის არა, სარკე კი ისევ ცივია. სარკეს ვამტვრევ, შიგნით უკვე ათას მეს ვხედავ, ძალიან კარგი, მარტონი აღარ იქნებიან. წვიმას კარს ვუღებ, ცოტა მორცხვია, არ შემოდის. შენს თავს წვიმას ვატან, შენ და წვიმა ხელიხელჩაკიდებულები მიდიხართ, ერთმანეთს უხდებით. დღეს ორი უკიდურესობიდან არაფერი ავირჩიე, ანუ ყველაფერი, ყველაფერი შენ ხარ, არაფერია ყველაფერი, მაგრამ მე მაინც არაფერს ვირჩევ. ნახვამდის, არა არ მომწონს, უფრო, კარგად, ან მშვიდობით, არა, არცერთი მომწონს. არ გემშვიდობები, არ გამომივიდა, არაფერი გამომდის, მერე რა, არაუშავს, სიცივე კლავს, მე ვკლავ სიცივეს, ამ ბოდვით კი სიჩუმე მოვკალი, მარტოობის მოკვლა სარკეში მინდა, სარკე დამტვრეულია, მაინც მარტო ვარ, წვიმა წავიდა, შენც წახვედი, ლოგინი ისევ წარიელია, ჩემი ხელებიც, გულიც ცარიელია, მეც დავცარიელდი. ყოველთვის ვეძებდი ვინმეს, შენნაირს, მაგრამ ერთადერთი ხარ, სამწუხაროდ. შენც ალბათ მარტო ხარ, ყოველი ახალი დღე ხასიათს მიფუჭებს, წარსული დღეები ჩემს ხასიათს გაყვა, მომავალი კი შენ გამოგყვა, შენ წვიმას გაყევი. მინდა დავიძინო მაგრამ უკვე მძინავს. სახლიდან გავდივარ, პატარა და არაფრისმთქმელი ყოფილა ჩემი სახლი, მაგრამ მაინც მიყვარს, შიგნით ვცხოვრობდი, შენც ცხოვრობდი ჩემს გულში, ჩემი გულიც პატარა და არაფრისმთქმელია ალბათ. გუბეში რგოლები გამოჩნდა, ტალღები საკმაოდ პატარაა. წყლის წვეთებიც პატარაა, წვიმს, ნამდვილად წვიმს, შენ კი ისევ არ ჩანხარ, ჩემი ხასიათიც არ ჩანს. წვიმა დაბრუნდა, მაგრამ ისევ წასვლას აპირებს, მეც ალბათ წავყვები, მიყვარს წვიმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არ წამიკითხავს, ნმაგრამს ათაურიდან გამომდინარე ავტორს კომპლექსები აქვს საკუთარი თავის ასე მგონია. ბოდვაც ნაწერი არის ხოლმე და მიეცით მკითხველს საშუალება თავად შეაფასოს ის. მითუმეტეს სმაილები სათაურშჳ რა უბედურებაა. არ წამიკითხავს, ნმაგრამს ათაურიდან გამომდინარე ავტორს კომპლექსები აქვს საკუთარი თავის ასე მგონია. ბოდვაც ნაწერი არის ხოლმე და მიეცით მკითხველს საშუალება თავად შეაფასოს ის. მითუმეტეს სმაილები სათაურშჳ რა უბედურებაა.
8. იმისთვის შემოვედი მეთქვა, რომ სათაური არის სრული სისულელე, უნაკლო სისულელე. იმისთვის შემოვედი მეთქვა, რომ სათაური არის სრული სისულელე, უნაკლო სისულელე.
6. არ წავიკითხო ვაი... წავიკითხე და ვუი... მაინც იგივეა, ბოლო ხომ სიკვდილია !...აბა სიკვდილს სადა აქვს ვარიანტები ?...რადიკალური გამოსავალი გახლავთ. ხო და როცა წვიმს და ის არ ჩანს , ამაზე თანაგიგრძნობ.თავი ასწიე !.... მერე რა !...განა მარტო შენ ხედავ გუბეში რგოლებს?..... რამეთუ მე ვიცი რაა ეს..........:( არ წავიკითხო ვაი... წავიკითხე და ვუი... მაინც იგივეა, ბოლო ხომ სიკვდილია !...აბა სიკვდილს სადა აქვს ვარიანტები ?...რადიკალური გამოსავალი გახლავთ. ხო და როცა წვიმს და ის არ ჩანს , ამაზე თანაგიგრძნობ.თავი ასწიე !.... მერე რა !...განა მარტო შენ ხედავ გუბეში რგოლებს?..... რამეთუ მე ვიცი რაა ეს..........:(
5. მესაც უყვარს წუმა. მესაც უყვარს წუმა.
4. აქ ფსიქოლოგია უფროა საჭირო, ვიდრე ქულა...:) გაიღიმე...:) ნუ გაბრაზდები... აქ ფსიქოლოგია უფროა საჭირო, ვიდრე ქულა...:) გაიღიმე...:) ნუ გაბრაზდები...
3. არ წაიკითხოთო, მაგრამ მაინც წავიკითხე...სევდიან–დეპრესიულ განწყობაზე იყო, ეტყობა, ავტორი... არა უშავს – ყველაფერი იქნება კარგად!... არ წაიკითხოთო, მაგრამ მაინც წავიკითხე...სევდიან–დეპრესიულ განწყობაზე იყო, ეტყობა, ავტორი... არა უშავს – ყველაფერი იქნება კარგად!...
2. ჩახლართული ნაწერია. დეპრესიული განწყობის უფრო... დავაპლიუსებ მაინც . ასე მსურს (ი ვსიო) ... :) წარმატებები...
+ ჩახლართული ნაწერია. დეპრესიული განწყობის უფრო... დავაპლიუსებ მაინც . ასე მსურს (ი ვსიო) ... :) წარმატებები...
+
1. ყველაფერი არაფერია, არაფერია ყველაფერი ...
იიიიიფ, რა ფილოსოფიურია?
ახლა უყურე, შავი ფერი შთანთქავს ყველა ფერს, ესეიგი შავი არის ყველაფერი
თეთრი ფერი იშლება ფერებად, ანუ თეთრი–ც არის ყველაფერი
აბა, მაშ რაფერია არაფერი?
აი, ასეთ სასტიკ ხასიათზე ვარ ახლა და იმტვრიოს თავი იმან, ვინც "ბოდვას" და + ჩემს კომენტარს წაიკითხავს :( ყველაფერი არაფერია, არაფერია ყველაფერი ...
იიიიიფ, რა ფილოსოფიურია?
ახლა უყურე, შავი ფერი შთანთქავს ყველა ფერს, ესეიგი შავი არის ყველაფერი
თეთრი ფერი იშლება ფერებად, ანუ თეთრი–ც არის ყველაფერი
აბა, მაშ რაფერია არაფერი?
აი, ასეთ სასტიკ ხასიათზე ვარ ახლა და იმტვრიოს თავი იმან, ვინც "ბოდვას" და + ჩემს კომენტარს წაიკითხავს :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|