ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2011


სახასიათო ლექსი

ამიჯანყდნენ დარდები დეპრესიის
სარდლობით
გამოგავეს სხივებმა ჩრდილები ხეების ქვეშ.
იმედებით განწყობას სულ ტყუილად ვართობდი,
მაინც სიცხით ნათვრალევ ამინდებს შევეწირე.
ასე დავრჩი მარტივად,
პროცენტიან მოვალედ
ხასიათის,
რომლისგანაც  ხშირად თავს ვიცავდი.
ქარავანი ნოტების,
კვლავ სულიდან მომპარეს
ისე,როგორც ოდესღაც ჰანგები_სტრადივარის.
აკვარელით დავხატე უფერული აგვისტო
და ღრუბლებში დავხიე
თარგებად ცის დაირა.
მე მეტს ვეღარ ვიტანდი და სწორედაც ამიტომ
კვლავ ყველაფრის ატანა,
დავიწყე სულ თავიდან.
ქირომანტმა ამიხსნა,რომ ბედი თუ არ მწყალობს,
კონტურები ცხოვრების კვლავ უნდა გადავხაზო.
ილუზია ფიქრებში დამჩემდა უანგარო,
მე ხომ ასე ვცხოვრობდი:
"ან ახლა, ან არასდროს"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები