ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2011


გული არასდროს მექნება ცივი


      დღეს ჩაივლიან ლანდები მწყობრად
      და დღეებს შორის გაივლის სხივი.
      მე დამაღონებს რაც ადრე მქონდა,
      რომელთაც ჩემგან არ ეთქმის ძვირი.
      შეაკრთობს ხილვა მზესა და მთვარეს
      კვლავ აირევა რჩეული მწკრივი,
      როდესაც დღეებს და წლებსაც გავლევ,
      გული არასდროს მექნება ცივი.
      მე შენთან მოსვლა გამიჭირდება,
      მაგრამ დაგივლი ციდან ქუხილით.
      როცა ღრუბელი გაიჟღინთება,
      შენი ცრემლით და ჩემი წუხილით.
      როგორც მძინარე გავახელ თვალებს,
      წმიდათა–წმიდას ვუწოდებ დედას.
      ეს გული ფეთქავს სამყაროს გარეთ,
      მაგრამ შიგნითაც ყველაფერს ხედავს.

                                              ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები