ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2011


მოუსვლელობა მამტვრევს

შემომეხიზნე გულში...
ვითომ დაეძებ რამეს?
მე უშენობას ვახრჩობ
და გიძღვნი ყვლეა ტაეპს...
ტვინში აკორდებს ვხარშავ,
ნოტებს დაგიწერ ლექსად,
სიმებს გავაბავ ჩვენში,
რომ ვერ გამექცე ვერსად...
ბუკს ვკრავ სიყვარულს, ხო და,
ჩვენს შორის მანძილს ვამტვრევ,
ტანს ჟრუანტელი გააქვს,
მოუსვლელობა მამტვრევს...
დავცლი ყანწებს და თასებს,
შენს მოლანდებას ვძერწავ,
ახლიდან ვხატავ ტრფობას,
ჰო, უშენობას ვლეწავ...
ეგ უტიფარი გრძნობა,
ეგ სილაჟვარდეც შენ გგავს..
მე შეგეხები ხელით,
და სიმარტოვეს ფეხს ვკრავ..

საბა დვალი 06.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები