ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2011


რაჭა

შენი შვილი გიბრუნდება რაჭა,
შენს მთებს ხალებს დავუკოცნი ისევ,
ბინულსა და შარეულას ვნახავ,
აქ სიცოცხლეს მე თავიდან ვიწყებ....
ცოტა ცრემლიც შეიმშრალე ზეცა,
ამ მიწაში მე ბავშვობა მიწევს,
აქ დავწერე სულ პირველი ლექსი...
შენი გზები მე ალერსით მიწვევს...
მიყვარს,
მიყვარს,
შენი ცივი სუნთქვა,
ცვრიან ბალახს უხეშად რომ არხევს,
მიყვარს შენი სევდიანი დილა
და ეს ზეცა სიყვარულს რომ მაფრქვევს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები