ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2011


მუდამ იცოცხლებს თქვენი სახელი

მალე ზამთარი, მოვა ფიქრებით,
და დაათოვებს ცა, დედამიწას,
სევდით,დარდით და ნაზი ფიფქებით,
გაასპეტაკებს დატანჯულ მიწას.

იჭრება სულში, სუსხი სიცივის,
დაოსებულან ხეთა ჩრდილები,
თქვენს გულისტკივილს, ნეტა ვინ იტყვის?
თქვენ ხართ, სამშობლოს დიდი გმირები...

გადამწვარია მთა, ტყე და ველი,
გაძარცულია, მთელი ქვეყანა,
სიკვდილი, სისხლი და ცრემლი მწველი,
კვნესამ, გოდებამ ზეცა დაფარა.

იავარქმნილი, სამშობლო ჩვენი,
კვლავ შეიმოსა, შავი ძაძებით,
და საგმირონი, საქმენი თქვენი,
საქართველოსთვის დაირაზმებით.

სიცოცხლისა და მამულისათვის,
ქედმოუხრელნო ტანჯულო, შვილნო,
თქვენ საქართველო, ამ რწმენისათვის,
არ დაგივიწყებთ მამულიშვილნო.

მამულო, ჩემო მუდამ იცოცხლებ...
შენს ნაფესვარზე, ცრემლი კიაფებს,
გმირთა დიდება , მარად იცოცხლებს,
ვინ მოგიშუშებს, გულის იარებს...

ამ ჩვენს მადლიან, ტანჯულ მიწაზე,
კვლავ დაინთება, წმინდა სანთელი,
მამულისათვის, მტრების ჯინაზე,
მუდამ იცოცხლებს,თქვენი სახელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები