ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2011


ისიც გათავდა

ისიც გათავდა, გაილია ნელ-ნელა ბინდში
როგორც ყველაფერს გასდის ყავლი ცოდვილ მიწაზე
და მარადისის უღიმღამო, მწუხარე ფიქრში
ამაოება აქ ნახულის ძალით ვიწამე.

როგორც ჭაობი, ფიქრი მითრევს მთელი სხეულით
რაც მეტს ვმოძრაობ, უფრო მეტად ვიფლობი შლამში
ჩემში მბორგავი დარდ-ვარამით სულგანრღვეული
ათას ოცნებას ვისაკლისებ ხანმოკლე წამში.

ბოლო იმედსაც შეველიე, ვით ბნელში სანთელს
სულსაც და ხორცსაც ეფარება ღამე უკუნი
ვიგონებ ოხვრით ყველა ძველ დღეს, ოდესღაც ნათელს
ძილს მივეცემი, როგორც ყველა, ძილს საუკუნოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები