ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდო
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2011


გადაუარა ნაკვალევს ბავშვმა...

შემოგიბნელდათ გონება დღესაც,
არც გუშინ იყო ნათება–ელვა.
დაბნელებულზე ინათა მზემ და
მანიშნა–არ ღირს წარსულის ქექვა.

გადაუარა ნაკვალევს ბავშვმა,
ფეხზე მოსერო წინდა რომ ეცვა.
ამ წუთას,უცბად მითხრა ამ ლექსმა:
ეხლა ჩემს წერას,აქამდე გეთქვა!

მე ჩემთვის არ გწერ,მხოლოდ იმათთვის
ვისაც დასჭირდა ლაქების ხეხვა.
ურითმო აზრი, რომ ვერ გაიგეს
და ეხლა უწევთ გულების ხეთქვა.

შემოგიბნელდათ ისევ გონება,
არც ხვალ იქნება ნათება–ელვა.
რაღა აზრი აქვს? გაჯობათ უკვე
ბავშვმა,მოსერო წინდა რომ ეცვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები