ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2011


ფოთოლცვენა


      გული გადასწვდება ფიქრებს,
      როცა ხვავრიელად მოთოვს.
      ქარი აწრიალებს ისევ,
      კენტად შემორჩენილ ფოთოლს.
      ვიცი დამსხვრევისთვის ახლა,
      აღარ ვემეტები ამ თოვლს.
      მეცა მწადს ავიდე მაღლა,
      ვითარც ბაბილონის გოდოლს.
      ასე ზამთრისპირის სევდა,
      ფიქრებს უამურსაც მომთხოვს.
      მეც ხომ ერთი ხე ვარ გზაზე,
      ქარს რომ აღარ ვატან ფოთოლს.
                                                       
                                              ზაალ ჯალაღონია   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები