ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2011


. . . ღრუბელო გაბრაზდი, იტირე, იწვიმე . . .

ღრუბელო გაბრაზდი, იტირე, იწვიმე,
ჩემს გოგოს ის უყვარს, სახეს რომ უსველებ.
ვიცი რომ ჩემსავით შენც მასზე იფიქრებ
და მხოლოდ მაგიტომ მთვარეს შუქს უბნელებ.

ღრუბელო გაბრაზდი, იტირე, იწვიმე,
შენ კი გაუღიმე ჩემს გოგოს ზეციდან.
ვიცი ვერ დაგიშლი, მიდი და იცინე,
მე კი ჩემს შავ გულში დავფერფლავ ფენიქსად.

აზრები, გრძნობები, ვარსკვლავებს ერევა,
უძილო ღამეებს დასჩემდათ სიწითლე.
შენ ხომ მას ჩემსავით ვერასდროს შეხედავ,
ხოდა შენც გაბრაზდი, იტირე, იწვიმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები